უსუსური

898 94 36
                                    

განა შესაძლებელია ასე მარტივად დაიწყოს ყველაფერი და ასე მარტივადვე დასრულდეს?
მგონი არა!
ამ ცხოვრებაში მარტივი არაფერი არ არის.თუ გინდა რომ იარსებო უნდა იცხოვრო და პირიქით.ამის თქმა,რა თქმა უნდა ,ძალიან მარტივია და უკეთესი იქნებოდა გასაკეთებლადაც რომ მარტივი იყოს.

განა მათი ცხოვრება ასეთი ადვილია?

ნუთუ, ნამდვილად იპოვეს ერთმანეთი?

ნუთუ ორი მარტოსული ერთი მთლიანი სულიერება გახდა?
შეიძლება ასეც არის,შეიძლება ეს მხოლოდ ილუზიაა და სხვა არაფერი.

სიყვარული?

განა მისი არსებობა დასაჯერებელია?

ორი ადამიანის უეცარი კავშირი
ნამდვილია?

როდესაც რაღაცას ხარ მოკლებული,გინდა,გსურს,ოცნებობ მატერიალურია თუ არამატერიალური,შენც გქონდეს,შენც შეგეძლოს.
თავი უნდა დაარწმუნო რომ შენი სურვილები,საზღვრამდე დაკმაყოფილებულია.უნდა დააჯერო საკუთარი თავი,მოატყუო,ისე რომ შენც გჯეროდეს ამ ტყუილის.
ტყუილი სიმართლით უნდა შეფუთო და შენ იგრძნობ შვებას.
ეს ყველაფერი კი ეს უნდა მოახერხო რომ ამ შეფუთვას სინდისის ურომ ბზარი არ გაუჩინოს.

თავს ვიტუებთ და ვატყუებთ რომ გვიყვარს.როდესაც დანაკლისს ამოვივსებთ ერთმანეთისთვის უსარგებლო ნივთად ვიქცევით.
თუმცა...ყველა ნივთი უსარგებლო როდისააა.

* * *

რა ლამაზი გრძნობაა,როცა შენს გვერდით ის ადამიანი წევს ვისი არსებობაც გაბედნიერებს.
ყველას უნდა ეს ბედნიერება სამუდამოდ გაგრძელდეს.
402ც და 312ც ბედნიერები არიან.დიახ,მათთვის სრულიად საკმარისია ეს ყველაფერი.

მშვენიერ დასასრულად გამოდგებოდა,ეს ღამე,ეს სიჩუმეში გაფანტული ბედნიერება,მაგრამ
არ შეგვიძლია ის დავასრულოთ, რაც ჯერ არ დაწყებულა.ეს ყველაფერი
დასაწყისია,რომელიც დასრულების ფაზაშია,რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეს.

თავიდან დაბადებული ✓Where stories live. Discover now