აღიარება

823 99 12
                                    

ყველა დიდ დარბაზში შევიდა.
სადაც ყველაფერი დაძველებული და ამავე დროს სასიამოვნო გარემოს ჰქმნიდა.
მოგესალმებით!გაისმა ბოხი ხმა.
-ექიმი ლის თხოვნით,მოხდა თქვენი აქ გადმოყვანა,ალბათ უკვე იცით,რომ შტორმის გამო მოგიწევთ აქ ყოფნა.ეს ყველაფერი თქვენივე უსაფრთხოებისთვის კეთდება.
აქ ყველანაირი პირობაა რომ თავი დაცულად იგრძნოთ,მხოლოდ ერთი პრობლემაა,რომ ჩვენ არ გაქვს საკმარისი საწოლები.ამიტომ ორს ერთსაწოლში ძილი მოგიწევთ.იმედია პრობლემებს არ შექმნით!ახლა კი შეგიძლიათ ოთახებში შეხვიდეთ ამაში კი ჩვენი
დამხმარე პერსონალი დაგეხმარებათ.მშვიდონიან ღამეს გისურვებთ!
თქვა და უცებ გაუჩინარდა ხალხის ბრბოში.

                         * * *

ყველა, როგორღაც მოეწყო.
402 და 312 ერთ ოთახში,ერთ საწოლში აღმოჩნდა.აქამდე არც შუგას და არ ჯიმინას არავისთან არ გაუყვიათ საწოლი. პატარა ოთახში, უხერხული სიმჭიდროვე სუფევდა,რომელსაც თან მძიმე ატმოსფერო ერთვოდა.
ორივე ახალ დაქორწინებული ცოლ-ქმარივით იყო,რომლებსაც პირველი ღამე აქვთ და მორიდებისგან და სირცხვილისგან იწვიან. თუმცა ეს სულ სხვა შემთხვევააა.
არც ერთია ახალდაქორწინებული და არც ცოლ-ქმარი.
-არ გეძინება?იკითხა დაძაბულობის განსამუხტად შუგამ.
-კი,მაგრამ ძალიან პატარა საწოლია ორისთვის.

-სხვა გზა მაინც არ არის.აქ ძილი მოგვიწევს.მიდი დაწექი დაიძინე მე ჯერ არ მეძინება.
ცოტა ხნის შემდეგ 402 ცივი საბანში გაეხვია და სიცივისგან გააკანკალა.
-როგორი ცივია.
კანკალით ამოილაპარაკა.
ამაზე შუგამ ყურები დაცქვიტა.
-გცივა?
-კიიი.
ბიჭს არაფრის გააზრება არ დააცადა,
რომ საწოლში მის გვერდით აღმოჩნდა და წელზე ხელები შემოხვია.
-რა...რაა..რ..ა..ს აკეთებ? შეშფოთებულმა ამოიკნავლა.
-გათბობ!მტკიცედ უპასუხა შუგამ და უფრო მჭიდროდ მოხვია ხელები.
ჯიმინი პომიდორივით გაწითლდა საშინლად დასცხა.
-იცი...დაიწყო ყოყმანით შუგამ- რაღაცნაირად შეგეჩვიე და მგონი ეს უბრალოდ შეჩვევა არ არის!
-რა გულისხმობ?დაბნეულმა ამოილაპარაკა.
-რას და წესით ნამდვილი შუგა მაგრად უნდა გცემდეს...
-მაგრამ შენ უკვე მცემე თან მაგრად..წყენა გამოთქვა 402მა.
-ნუ მაწყვეტინებ!_გაბრაზებით უთხრა._თორემ გადავიფიქრებ და იატაკზე ძილი მოგიწევს ,თან კარგად
გალამაზებულს.
ჯიმინას კიდევ უნდოდა გაპროტესტება,მაგრამ თავში მსუბუქი წამორტყმა იგრძნო და მოკეტა.
-მაცადე,ისედაც სიტყვებს ძლივს ვუყრი თავს!..ხოდა წესით ახლა მართლა ბევრჯერ უნდა მყავდე ნაცემი,საერთოდ არ უნდა გელაპარაკებოდე,როგორც ყველა შენც უნდა მეზიზღებოდე და მძულდე,მაგრამ ასე არაა...ეს ამავე დროს ძალიან მაშინებს და მომწონს კიდეც.აქამდე არავის დაცვის სურვილი არ გამჩენია...შენ კიდევ ....არ ვიცი...შენთან ერთად თავს ნორმალურად ვგრძნობ თითქოს არაფერ დამიშავებია და არაფერი დაუშავებიათ. არ ვიცი როგორ მაგრამ შენ უკეთესს მხდი.ვიცი დიდი ხანი არ არის რაც ვიცნობთ ერთმანეთს მაგრამ ეს საერთოდ არ მაწუხებს.
მართალია,თავიდან კარგად გცემე,მაგრამ მაშინ არავინ და არაფერი მაინტერესებდა.
მინდოდა ყველას ჩემი შიში ჰქონოდა.ხო ვიცი სულელურად ჟღერს ,მაგრამ
მაშინ ყველასა და ყველაფერზე გული მქონდა აცრუებული.
მაგრამ შენ არვიცი როგორ, რანაირად თუმცა  შენ სიცოცხლისკენ მიბიძგე.
მინდა რომ ვიცოცხლო,მხოლოდ შენთვის.
შუგა ამ ყველაფერს ბოხი და დადაბლებული ხმით ამბობდა, თან 402ის თმებს უხახუნებდა ცხვირს.
თითქოს ეს სურნელი აბრუნებდა და ძალას აძლევდა ყველაფრის სათქმელად.ახლაც დაასრულა თუ არა მონოლოგი,ღრმად შეისუნთქა მის ხელებში მომწყვდეული 402ის სურნელი.სუნი ტკბილი და გემრიელი იყო.ეს არ იყო არც სუნამოს ,არც შამპუნის,არც საპონის სუნი,ეს პატარა ჯიმინას კანის სუნი იყო,რომელიც მისთვის ზედმეტად საოცარი იყო.ამ სურნელით გაბრუებული 402ისგან პასუხს ელის. გრძნობს თუ როგორ სწრაფად სცემს მისი გული.
ყურებშიც კი ესმის მისი ფეთქვა.
ჯიმინა კი დუმს.

შუგა უფრო მეტად აღელდა.

იქნებ ასე პირდაპირ არ უნდა ეთქვა ყველაფერი.
იქნებ უნდა მოეცადა,მაგრამ რისთვის? ეს გრძნობა მას უფრო მეტად აგიჟებს.
-ჯიმინააა მითხარი რამე.საყვარლად და გაბზარული ხმით დაუძახა.
-ხელი გამიშვი.
შეწუხებულმა ამოიკვნესა და მკლავებში აფართხალდა.
-რა? ფერდაკარგულმა იკითხა.

თავიდან დაბადებული ✓Where stories live. Discover now