-ვეღარ გცემ

889 109 5
                                    

-ხო,ბევრი გამოვიდა ვიცი...
მწარედ ჩაიღიმა და მზერა მოაშორა საწოლს.
-სერიოზულად სულით ავადმყოფებსაც კი არ მგონია ამდენი ხანი ჰქონდეთ აქ გატარებული.შენ კიდევ...
მძიმედ კიდევ ერთხელ დაახველა და თავიდან ბოლომდე აათვალიერა მჯდომარე ბიჭი.
-შენ კიდევ შეშინებული ბავშვი ხარ და არ შეშლილი.
დარწმუნებით ჩაილაპარაკა და ჭერს მიაპყრო დაღლილი მზერა.
-ჩემი ნორმალურობა აქ არაფერს აღარ ნიშნავს.აქ ან გიჟი ხარ,ან მკვდარი.დღეს კი ჩვენ ნამდვილად მეორე ვარიანტს დავაგემოვნებთ.

-რატომ?გაკვირვებით ჰკითხა.
-შენ გგონია აქ ვისაც გსურს, იმას ცემ და არ მიიღებ ამაზე საპასუხო რეაქციას? შეიძლება მე სუსტი და მშიშარა ვარ,მაგრამ ისინი არა.

402 მცირე ხნით ჩაფიქრდა.ფიქრობდა გაებედა,თუ არა,იმ კითხვის კითხვა,რაც დიდი ხანია აწუხებს.იქნებ ახლა ისევ ისე გაბრაზებულიყო მისი ახალი,ჯერ კიდევ ამოუცნობი,მეზობელი...
მაგრამ გაბედა.მისი ეს გამბედაობა უკვე საზღვრებს გასცდა მისთვის.
-რაღაც მინდა გკითხო.ხმადაბლა დაიწყო.თან ჩვეულებისამებრ თითების წვალებას მოყვა.-მაგრამ ,იმედია, ისევ წიხლი არ მომხვდება მუცელში.
შუგას გაეღიმა მის ნერვიულობასა და ქცევაზე.მასში რაღაც დადებითს აღძრავდა.
ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ საშინელ მდგომარეობაში მყოფს ყველა და ყველაფერი მტრად მიაჩნდა,ყველა ეზიზღებოდა,მათი დანახვა გულს ურევდა,მათი სუნთქვა 
მომწამლავად მოქმედებდა მასზე.
ხოლო ახლა ეს პატარა არსება, რომელიც ნერვიულობისგან უსაყვარელეს თითებს აწვალებს,საერთოდ არ იწვევს მასში სიძილვილს და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს არც ადრე იწვევდა.მხოლოდ უნდოდა მისგან თავი შორს დაეჭირა და საკუთარი თავი იზოლირებული გაეხადა.გაეწყვიტა კონტაქტი სამყაროსთან მაგრამ მოულოდნელად ახალი კავშირი გაჩნდა,კავშირი სამყაროსა და მას შორის,სახელად ჯიმინი.

თავიდან დაბადებული ✓Onde histórias criam vida. Descubra agora