ტანჯვით, სისხლით და სიგიჟით გაჟღენთილი სიხარული.

1K 122 11
                                    

შეშინებული საკუთარ საწოლს მიუახლოვდა და დაბნეული გაეხვია ცივ საბანში.
სხეულმა ტემპერატურის ცვალებას წამიერი კანკალით უპასუხა.სიცივისგან პატარა სხეული უფრო მეტად დააპატარავა და მუხლები საკუთარ მკერდს მიაწება,გაყინული თითები კი უფრო მეტად ჩამალა საბანში.მალევე იგრძნო სითბო.დაჭიმული კუნთები მოადუნა და გაყინული ცხვირი რამდენჯერმე შეჭმუხნა.
ქუთუთოებზე სიმძიმეს გრძნობდა,მალევე ჩაეძინებოდა, ხვდებოდა თუმცა ბოლოჯერ უნდა ეცვალა პოზა, სანამ ღრმა ძილს მიეცემოდა.უნდოდა უცნობის მდგომარეობა შემოწმებინა და ამის შემდეგ მშვიდად დაეძინა.
ჩამთბარმა ცივი ადგილისკენ იცვალა პოზა და კიდევ ერთხელ იგრძნო უსიამოვნო სიცივე.
კიდევ ერთხელ იპოვა საკუთარი კომფორტის ზონა და კმაყოფილმა დახუჭა თვალები.
402მა ყოველთვის იცოდა თუ სად შიძლებოდა ბენიერება ეპოვნა და ეს იყოო მისი ფერადი სიზმრები, მისი წარმოსახვით.რა თქმა უნდა,ის ნამდვილად არ იყო ფერადი და კარგი,მაგრამ მაინც სჯობდა სინამდვილეს. დღეიდან კი დარწმუნებული იყო მის ცხოვრებაში,ისევე როგორც სიზმრებში ახალი ფერი შემოვიდოდა.

* * *

დღეები უფერული და მოსაწყენი გახდა.ერთი კვირა მაინც იყო გასული ახალი პაციენტის მოყვანიდან და ის,ისევ დამამშვიდებლების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
თუმცა ის ხომ ოდესღაც გაიღვიძებს?!
აი,მაშინ კი ვიღავის ცხოვრება
სრულიად შეიცვლება,მაგრამ არავინ იცის როგორ,რანაირად და რა მხრივ...

* * *

დილით,402, ჩვეულებისამებრ ზარის ხმა აღვიძებს.შორიდან ესმის პაციენტების ჭირვეული ყვირი და უნდა იმ სიზმარში ჩაიკარგის, რომელსაც ცოტა ხნის წინ ხედავდა.
სამწუხაროდ,ეს შეუძლებელია.
როცა უკვე რეალობას დაუბრუნდა მას გაახსენდა გვერდით მყოფი უცნობი.
თვალი გააპარა 312 ისკენ,რომელსაც კვლავ მშვიდად ეძინა.
მალე ოთახის კარი გაიღო და გამოჩნდა ექთანი,სუ ლი,მომღიმარი და მუდამ კეთილი პაციენტების მიმართ. ბიჭი ლის თავის დაკვრით,უჩუმრად მიესალმა და ჩუმადვე გაჰყვა სასადილო ოთახში.
დილით ყოველთვის, ჭამამდე აუცილებელია აბის დალევა,რომლის დანიშნულება 402მა არ იცის.
შესაბამისად,ამ აბებს ის ვერ ან შეიძლება არ იღებდეს...
შინაგანაწესი კრძალავს ურჩობას,შედეგი არასახარბიელოა.ამიტომ პატარა ჯიმინი დამჯერი ბიჭია და მუდამ ემორჩილება თეთრხალათიანებს.
თუმცა,მათი წესები მხოლოდ იქამდე მოქმედებს სანამ პირი დაიხურება.ვის მოუვა აზრად, რომ ეს პატარა უსუსური ბიჭი,მათ არ დაემორჩილება და წამალს არ გადაყლაპავს?
არც არავის,რა თქმა უნდა.
ისიც ამ წოდებას უკვე წლებია უფრთხილდება და საამაყოდ ატარებს.
იღებს წამალს,უღიმის ექთანს,აჩენს მის ლამაზ კბილებს,აღებს პირს იდებს ენაზე წამალს და წყალს აყოლებს, შემდგომ წელში 45 გრადუსით იხრება და მადლობას იხდის.ხელში კი თეთრი აბი უჭირავს.
მისია შესრულებულია.
უკან ბრუნდება და ლამაზ მცენარეებს უმზერს. რიგში ღიმილით დგება და სიცარიელეში იწყებს ყურებას.
ხელს ფრთხილად იწვდის ქოთნისკენ და მოხერხებულად ტენის მიწაში.
ხან ნარჩენ ფაფაში ტოვებს ამ აბებს,ხან უნიტაზში რეცხავს.ცდილობს მრავალფეროვანებას მიმართოს, რაც აქ ცოტათი რთულია.
თავისი ულუფა აიღო და ცარიელ მაგიდას მშვიდად მიუჯდა. მობეზრებით დააჩერდა თავის საჭმელს და ზანტად დაიწყო ჭამა.

თავიდან დაბადებული ✓Où les histoires vivent. Découvrez maintenant