კოცნა

883 113 25
                                    

-რა კი არა იდიოტო ხელი მეტკინა.ზედ მაწევხარ.უთხრა საყვარელი ხმით და ფართხალი დაიწყო.
შუგა ცოტათი დამშვიდდა,მაგრამ მერე ისევ აღელდა.
- ვერ გაიგე რა გითხარი წეღან? ხმამაღლა ჰკითხა შუგამ.
-გავიგე! 
-მერე?
-რა მერე?
- არაფერი გაქვს  სათქმელი?
- რისი გაგონება გინდა?
-რამე მითხარი,გინდა მეჩხუბება გინდა მირტყი,გინდაა..
402მა აღარ დაამთავრებინა და მოულოდნელად უცებ გადაბრუნდა შუგასკენ და  ლოყაზე ხმაურით აკოცა.შუგა თავიდან 
შოკირებული იყო.თვალები სასაცილოდ დაეჭყიტა და ვერაფერს აკეთებდა.ჯიმინას თვალები ძლიერად დაეხუჭა და საყვარლად მიაწება მისი ტუჩები 312ს.
შუგამ გაანალიზა კარგად რაც ამ წამს ხდებოდა მის თავს და უცებ გამოსწია.
შოკირებულია.
განა მას ეს უნდოდა? 
ნუთუ არასწორად ახსნა და არასწორად გაიგო პატარა ჯიმინამ?
თუ უნდოდა?

ჯიმინი  დარცხვენილია.ახლა ფიქრობს რომ არასწორად გაიგო მისი მეზობლის სიტყვები და ამაში უფრო მეტად რწმუნდება როცა მის შოკირებული სახეს უყურებს.
-შუგა....მე...არ...ვ ი ც ი...რა მომი..ვი
..და...მე ძალიან სულელი ვარ.
არ..მინდოდა ასე...გამო..სული.
ყო.დაიწყო დარცხვენილმა და გაწითლებულმა დამარცვლით საუბარი.
-ალბათ...არასწორად გავიგე...შენი სიტყვები....ბოდიში.
-ბოდიშს რატომ იხდი?უპასუხა ახლა უკვე ნორმალური  გამომეტყველებით.
-მე..... დამნაშავესავით  თავი დაბლა დასწია და პატარა თითების წვება გააგრძელა.
-სულელოოო.რატომ ხარ ასეთი საყვარელი.შემი ბრალი არაფერი არ არის.და რომ იცოდე კოცნის აზრზე არ ხარ!
-რა?გაკვირვებულმა თავი ასწია და თვალები დააჭყიტა საყვარლად.
-ასეთი საყვარელი ნუ ხარ.ვითომ გაბრაზებით უთხრა.-რა და კოცნა საერთოდ არ გამოგდის.ტუჩები სხვა ადგილას უნდა დაადოო.მე გასწავლი.

უთხრა და ჯიმინის ხელი წელზე მჭიდროდ მოხვია და თავისთან მიიზიდა.
- აი ასე.
გააზრება არ აცადა,როცა თავისუფალი ხელი თმებში შეუცურა და მისკენ მსუბუქად დაქაჩა.ბიჭის დაბნეულობა გამოიყენა და რბილ ბაგეებს მისი უხეში ტუჩები შეაგება.
ოხ რა ტკილი და რბილი იყო მისი ფაფუკი ტუჩები.ბევრისთვის აქვს ნაკოცნი მაგრამ ასეთი გემრიელი  არავის ჰქონია.გრძნობდა როგორი დაძაბული იყო მისი მეწყვილე,ამიტომ მის პირშივე ამოილაპარაკა.
-ნუ ხარ დაძაბული,მე მომენდე.
ჯიმინს აჩქარებული გული უფრო მეტად გაუგიჟდა.საშინლად გაწითლდა და აკანკალდა სიამოვნებისგან.მის წელზე არსებული ხელი მატერიის ქვეშ შეძვრა და ცივი თითები ცხელ კანს ნაზად დაუყვა.ასე არავინ შეხებია,მის სხეულთან ასე ახლოს არავინ მიუკარებია და არა მარტო სხეულთან...
შუგა უფრო გაათამამა და კოცნა უფრო მომთხოვნი და ვნებიანი გახადა.402 მუცელში არც პეპლები და არც ზოოპარკი არ გასჩენია.ეს იყო უფრო მეტად კარგი და გასაოცარი.
ბიჭმა ბაგეები გახსნა და 312მაც არ დააყოვნა მაშინვე შეაცურა მისი ენა მის პირში და სინქრონულად ამოძრავდნენ.
ორივე გრძნობდა,რომ მალე ჟანგბადი გამოელეოდათ ამიტომ ნელა დააშორდნენ ერთმანეთს.
- ეს არის კოცნა.ახლა გასაგებია?
402 კიდევ ეიფორიაში იყო,ვერ იჯერებდა მომხდარს.ეს ყველაფერი ისეთი კარგი და სასიამოვნო იყო მზად იყო ყოველ წამს იგივე გაემეორებინა.
-როგორი იყო მოგეწონა??
ინტერესიანი მზერა მიაპყრო 402ს და თან  მის ზემოთ მოკალათდა. ისე,რომ ეს ცოტა უხერხულიც კი იყო.რადგან ორივე ერთმანეთს მეტად ინტიმურად ეხებოდნენ და ეს 402ზე ზედმეტად მოქმედებდა.ხოლო შუგასაც ეს უნდოდა,ახლა მასში მიძინებულმა ცხოველმა გაიღვიძა,რომელიც 
თავის ჰორმონებს ვერ აკონტროლებდა.თვალებით მის ქვემოთ მყოფს ვნებამორეული უმზერდა.
-კიი, არაჩვეულებრივი იყო.ასეთი რამ არასდროს მიგრძვნია.
-უფრო მეტის სწავლას ვაპირებ.
ზემოდან დახედა ბიჭის სახეს და დაიფიცება ასეთი ლამაზი არაფერი ენახა.მის ქვეშ მოქცეული სხეული,სრული ხელოვნების ნიმუში იყო მისთვის.ტუჩები რომელზეც მისი კვალი აღინიშნებოდა და თვალები სადაც თავად ის ირეკლებოდა.

-მაგრამ მოდი სწავლა სხვა დროს გადავდოთ,ახლა კი დავიძინოთ.

პატარა ცხვირზე აკოცა და თავად მის ყელში ჩარგო თავი.შიგადაშიგ კი რბილ კანზე პატარა კოცნებს ტოვებდა,განაბული სხეული კი უაზროდ ღიმილს განაგრძობდა.

✍✍✍
ვაიმე ქალეებოოო.
ამის კითხვაში მე თუ მოტივაცია დამიბრუნდაა
GavGIJdeBiii

თავიდან დაბადებული ✓Where stories live. Discover now