"მამა"

Magsimula sa umpisa
                                    

ბიჭი საპირფარეშოში დიდხანს გაჩერებას არ აპირებდა, უბრალოდ ხელები დაიბანა, მაგრამ ... უეცრად მან გასარეცხი ტანსაცმლის ყუთი დაინახა და ადგილზე გაშეშდა. კიმმა საკუთარი თავის დარწმუნება დაიწყო : " მე არ ვარ გარყვნილი, არ ვარ გარყვნილი, არ ვარ, არ... ", მაგრამ საღ აზრს არ უნდოდა გამარჯვება. ხელი თავისით გაექცა თეთრი მაისურისკენ, რომელიც სახურავგადახდილი ყუთიდან მოჩანდა. ჯონგინმა ფრთხილად აიღო ქსოვილი და ჩაიბურტყუნა :

- ღმერთო ჩემო, სულ გავგიჟდი. ისეთივე გარყვნილი ვარ, როგორიც სეჰუნია ...

ჯონგინმა გაითავისა ეს არასასიამოვნო აღმოჩენა და მაისურის სურნელი შეისუნთქა. კიმს ასე ახლოს არასდროს ჩაუსუნთქავს კიონგსუს არომატი. ეს სიტუაცია ახლა ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა. სასიამოვნო სურნელის გამო, ჯონგინს თავბრუ დაეხვა და ძალიან მოუნდა დიოს გულში ჩახუტება.

უეცრად კარებზე დააკაკუნეს.

- ჯონგინ მალე გამოხვალ? რამიონი თითქმის მზადაა. - გაისმა კიონგსუს ხმა.

- უკვე მოვდივარ, - მიუგო გონზე მოსულმა კიმმა, მაისური თავის ადგილას დააბრუნა, ცივი წყალი სახეზე მიიპკურა და სამზარეულოში გავიდა.

ჯონგინი მამა დოს მოპირდაპირედ დაჯდა და მძიმედ ამოიოხრა. მართალია ახლა ის უკვე დარწმუნებული იყო თავის გარყვნილობაში, მაგრამ კიონგსუსთვის თვალის გასწორება ძალიან ერიდებოდა. მასთან მალე კიონგსუმაც მიირბინა, მაგიდაზე თეფშები გაშალა და მის გვერდით დაჯდა.

- გემრიელად მიირთვით. - თქვა მამა დომ, მაგრამ ჩუმად ჭამას სულაც არ აპირებდა. საუბარი ჯონგინის მეგობარ სეჰუნზე წამოიწყო. კიმს უცნაურად ეჩვენებოდა ის ფაქტი, რომ ასეთი მამის გვერდით კიონგსუ ჩუმი და მარტოსული გაიზარდა. როგორც ჩანს, დიოზე დედის გარდაცვალებამ და მამის მწუხარებამ ძალიან იმოქმედა. ამასობაში მამა დო საუბარს აგრძელებდა : - მიხარია, რომ კიონგსუს ასეთი მეგობარი გაუჩნდა. ის ხშირად საუბრობს შენზე და უფრო მხიარულია, ვიდრე ადრე.

მამა... - გამაფრთხილებელი ტონითწაიბურტყუნა კიონგსუმ, მამა დომ კი შეთქმულივით თვალი ჩაუკრა ჯონგინს, თითქოს რაღაცსაერთო საიდუმლო ჰქონოდეთ. ჯონგინი ვერ მიხვდა ამ ჟესტის მნიშვნელობას და შეცბუნდა,ის ხომ მამაკაცი იყო, რომელიც ძალიან ჰგავდა კიონგსუს.

მათ მეგობრობის გარდა კიდევ ათას თემაზე ისაუბრეს, რის გამოც საღამომ მხიარულად და სწრაფად ჩაიარა. ჩაის დალევის შემდეგ, ჯონგინი წამოდგა და წასასვლელად მოემზადა.

- მე ალბათ წავალ, უკვე გვიანია.

- უკვე? - მოიწყინა მამა დომ. - იმედია კიდევ მოხვალ. თქვენ ხომ მეგობრები ხართ. ძალიან მინდა, რომ ხშირად ეკონტაქტებოდეთ ერთმანეთს.

- კარგით, მადლობა. - უხერხულად დაეთანხმა ჯონგინი. მამა-შვილმა ის კარებამდე მიაცილა. კიმმა ფეხსაცმელები ჩაიცვა და დამშვიდობების ნიშნად თავი დაუკრა.

- ნახვამდის მამა დო. დროებით კიონგსუ.

- დროებით, - ხელი დაუქნია კიონგსუმ.

- შეხვედრამდე, - არ ჩამორჩა დიოს მამაც, შემდეგ კი გულწრფელად დაამატა, - დიდი მადლობა.

კიმმა კიდევ ერთხელ დაუკრა თავი და სახლიდან გავიდა. მეგობრობის სანაცვლოდ მისთვის მადლობა არასდროს გადაუხდიათ, მითუმეტეს იმათ მშობლებს, ვისთანაც უმეგობრია. მაგრამ ჯონგინი ხვდებოდა, რომ კიონგსუს მამა თავს დამნაშავედ გრძნობდა ასეთი რომ გაეზარდა შვილი და სწორედ ამიტომ იყო კიმის მადლიერი.

უეცრად ჯონგინმა მამა დოს წინაშეთავი დამნაშავედ იგრძნო. მას ხომ დიო სხვანაირად უყვარს და მისგანაც საპასუხო გრძნობასელის, მამამისს კი ალბათ შვილის გვერდით ცოლი და ბავშვები ურჩევნია. კიმმა სევდიანადამოიოხრა და მთელი დღის ნაგროვები კარგი განწყობა წამში აორთქლდა.

ფაილი ცარიელია / File is emptyTahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon