"მარტოსული"

970 94 7
                                    


     ჯონგინი ფრთხილად მიაბიჯებს სახურავზე, თან ზურგით მჯდომ დიოს უყურებს და მის რეაქციას ელოდება. ფეხის ნაბიჯის ხმაზე კიონგსუ თავს ატრიალებს და მოულოდნელობისა და გაოცებისგან ადგილზე შეშდება. ჯონგინი უახლოვდება და იქვე მდგარ ხის გრძელ სკამზე ჯდება. სკამი აშკარად ხელნაკეთია. მაშ აბა საიდან გაჩნდებოდა სკოლის სახურავზე ასეთი ფართო სკამი, რომელზეც წამოწოლა და ძილიც კი შეიძლება.

     კიმი ისევ კიონგსუს მიშტერებია. ის ასეთი დაჟინებული მზერით არასდროს ათვალიერებს ხალხს, უბრალოდ ახლა დიოს რეაქცია აინტერესებს. დიო კი ვერ ხვდება, რატომ მიაშტერდა ეს ბიჭი და უხერხულობისგან ხან თვალს არიდებს, ხან კი გაოცებული უყურებს.

კიონგსუმ უკვე დიდი ხანია შეამჩნია,რომ ჯონგინი მის გარდა ყველასთან ურთიერთობს, რაც მის გულგრილობაზე მეტყველებს. ახლაკი ჯონგინი სახურავზე მის გვერდით ზის, რაც ძალიან უცნაურია. 

     ბოლოს და ბოლოს კიმი ვეღარ უძლებს კიონგსუს დაბნეული სახის ყურებას და სიჩუმეს არღვევს :

- გამარჯობა, მე კიმ ჯონგინი ვარ.

- ვ-ვიცი. ჩვენ ხომ კლასელები ვართ, - ენის ბორძიკით უპასუხა დიომ.

- კი, მაგრამ მაინც გითხარი, იქნებ არ მიცნობდე. როდის დაიბადე? სულ სახურავზე რატომ ზიხარ? მეგობრები გყავს? ეს სკამი შენ გააკეთე?... - ჯონგინი უცებ გაჩუმდა, რადგან მიხვდა, რომ მისმა ცნობისმოყვარეობამ ყველა ზღვარს გადააბიჯა. უბრალოდ, მას ყველა კითხვაზე ერთბაშად უნდოდა პასუხის მიღება, მაგრამ არც დიოს შეშინება უნდოდა.

კიონგსუ კი უფრო მეტად დაიბნა. ვერ გაეგო, რატომ გადაეკიდა ეს ბიჭი.

- უი, მაპატიე, - მაშინვე მოუბოდიშა ჯონგინმა და ფრთხილად შეაპარა კითხვა. - უბრალოდ, შენთან მეგობრობა მინდა და ხომ შეიძლება?

ფაილი ცარიელია / File is emptyHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin