"პირველი მცდელობა"

792 94 29
                                    


   ჯონგინი სახლში დაახლოებით საღამოს შვიდზე დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც კიონგსუმ სეჰუნს დაურეკა.

კიმმა გადაწყვიტა კარებზე დაზარუნების გარეშე შესულიყო სახლში, მაგრამ როდესაც რაღაც ხმები მოესმა, ადგილზე გაშეშდა. კორიდორიდან კიონგსუსა და ვიღაც გოგოს ხმა გამოდიოდა. ბიჭი მოიღუშა, მაგრამ გადაწყვიტა ჯერ არ შესულიყო და საუბარი მოესმინა.

- ოპპა, მადლობა კონსექტებისთვის. მართლა, დღეს რას აკეთებ? - მოისმა წყნარი მდედრობითი სქესის ხმა. - იქნებ სადმე წავსულიყავით?

- მე... არა, ვწუხვარ, არ შემიძლია. - იუარა კიონგსუმ.

- აჰ, იქნებ ხვალ? - გოგონას ხმაში იმედი იკითხებოდა.

- მაპატიე, მაგრამ მე შეყვარებული ბიჭი მყავს. - ცოტა დაბნეულად უპასუხა დიომ.

- რა? ნუ იტყუები. არავინაც არ გყავს. - თავდაჯერებულად უარყო გოგომ.

ჯონგინმა ჩაიცინა და კარები შეაღო.

- სახლში ვარ, - ხმამაღლა დაიყვირა მან, თითქოს არ იცოდა, რომ კიონგსუ კორიდორში იდგა. - ო ჰიონგ, მომენატრე. -  ის მაშინვე ჩაეხუტა კიონგსუს და ტუჩებში აკოცა. კიმმა შეამჩნია, რომ მის შეყვარებულს ახალი კრემისფერი პერანგი და მუქი ფერის ჯინსები ეცვა, შავი თმები კი ლამაზად ჰქონდა გადავარცხნილი.

- ჯ...ჯონგინ, მოიცადე. - ჩაიბურტყუნა დიომ და ჩახუტებისგან თავი გაითავისუფლა. უმცროსმა გაბრაზებული სახით შეხედა გოგონას, რომელიც ამ მოქმედებამ ადგილზე შეახტუნა.

- სტუმრები გვყავს? - ჯონგინის ხმა გასაოცრად რბილი იყო და საერთოდ არ შეესაბამებოდა მის გაბრაზებულ სახეს. მაგრამ ახლა კიონგსუ ვერ ხედავდა მის სახეს, ხოლო გოგონა უნდა მიხვედრილიყო, რომ ჰიონგი კიმს ეკუთვნოდა.

- მე, ალბათ, წავალ. - ამოიწკნავლა მან და წამში სახლიდან აორთქლდა.

ფაილი ცარიელია / File is emptyWhere stories live. Discover now