"სურნელი"

800 93 9
                                    


- აბა ბავშვებო, ყველანი ხართ? - გაისმა მასწავლებლის მჭექარე ხმა.

- არა მასწავლებელო. დო კიონგსუ გვაკლია, - უპასუხა ჯონგინმა და შეწუხებული სახით ტელეფონის ეკრანს დააცქერდა. კიონგსუ ზარს არ პასუხობდა, რის გამოც კიმი ძალიან ღელავდა.

- კაი, დამშვიდდი. ეტყობა ცოტა აგვიანდება. ბოლო-ბოლო დილის შვიდი საათია. - სეჰუნი შეეცადა მეგობარი დაეწყნარებინა.

- ხო მაგრამ, უკვე წასვლის დროა. მასწავლებელს მალე ყელში ამოუვა ლოდინი...

- შენ, როგორც მომავალმა ფსიქოლოგმა, გაატოკე ტვინი და მითხარი, რის გამო შეიძლება აგვინდებოდეს მას... მოიცა, აღარაა საჭირო. აი ისიც, მორბის შენი დიდთვალება. - მიუთითა სეჰუნმა.

     ჯონგინი იმ მხარეს მიტრიალდა, საითაც მეგობარმა მიუთითა და კიონგსუ დაინახა, რომელიც კისრის ტეხით მორბოდა მათ მხარეს. სწორედ ამ დროს, მასწავლებელმა გამოაცხადა, რომ ყველა ავტობუსში ჩამსხდარიყო. ავტობუსში სულ ბოლოს კიმი ავიდა, რომელიც აქოშინებულ კიონგსუს ეხმარებოდა ბარგის ატანაში.

 - ჰიონ, რატომ დაიგვიანე? უკვე ვფიქრობდი, რომ წამოსვლა გადაიფიქრე, - უთხრა უმცროსსმა.

- ბოდიში, ჩამეძინა. გუშინ გვიან დავწექი და დილით მაღვიძარის ხმა ვეღარ გავიგე, - დამნაშავესავით მიუგო დიომ.

- კაი, არაუშავს. წამოდი დავსხდეთ. - მხიარულად გაიღიმა ჯონგინმა და რადგანაც წინ ყველა ადგილი დაკავებული იყო, მეგობარი ავტობუსის ბოლოსკენ წაათრია. ისინი მარტოდ მჯდომი სეჰუნის უკან დასხდნენ და საზურგეებზე გადაწვნენ.

- ახლა ხომ ყველანი ვართ? - იკითხა მასწავლებელმა. - დო კიონგსუ, მეორედ აღარ დაიგვიანო.

- დიახ პატივცემულო.- თავი დაუქნია დიომ.

ამ დროს ავტობუსიც დაიძრა და ზოგიერთმა მოსწავლემ დაძინება გადაწყვიტა, რადგან წინ ერთი საათის გზა ელოდათ.

ფაილი ცარიელია / File is emptyWhere stories live. Discover now