"ახალი სახლი"

913 88 62
                                    


ჯონგინი გაჩერებაზე იდგა და ტელეფონს დასცქეროდა. მხარზე ზურგჩანთა ჰქონდა მოკიდებული, ერთი ხელით კი სამგზავრო ჩანთა ეჭირა. ერთწამიანი ყოყმანის შემდეგ, მობილურზე დარეკვის ღილაკს დააჭირა და რამდენიმე ზარის შემდეგ კიონგსუმ უპასუხა.
- ალო? ჯონგინ-ა?
-  კი, ჰიონგ, მე ვარ, - გაეღიმა კიმს. დიო ყოველთვის ასე პასუხობდა ზარებს, თითქოს უკვირდა, რომ მას ვინმე მაინც ურეკავდა. ადრე ხომ მის ტელეფონში მხოლოდ მამამისის ნომერი ეწერა, შეტყობინებებს კი მხოლოდ სარეკლამო კომპანიებისგან იღებდა. სამაგიეროდ, ახლა მამამისის ნომერს ჯონგინისა და სეჰუნის ნომრებიც მიემატა, SMS-ების ფაილი კი კიმის შეტყობინებებით აქვს გავსებული.
- რამე მოხდა? - შეშინებული ხმით ჰკითხა დიომ.
- ისე, უბრალოდ არ შემიძლია დაგირეკო? - ჩაიბურტყუნა ჯონგინმა. - მაგრამ ამ ჯერად, მართლაც რაღაც მოხდა... შენი შეწუხება არ მინდოდა, მაგრამ სეჰუნი ლუჰანთან გადავიდა საცხოვრებლად, ამიტომაც მათ თავზე ვერ დავადგები, ასე რომ... - კიმი გაჩუმდა და აღელვებისგან ტუჩზე იკბინა.
- რა მოხდა მითხარი! - შიშისგან დიოს გული უკვე ამოვარდნაზე ჰქონდა.
- შეიძლება შენთან რამდენიმე დღე დავრჩე?
- რ-რა თქმა უნდა, - ძლივს ამოღერღა კიონგსუმ. - მაგრამ რა მოხდა?
- დღეს მშობლებს ვუთხარი, რომ ფსიქოლოგობას ვაპირებ და ჩვენი ურთიერთობის შესახებაც ვაცნობე. ხო და სახლიდან გამომაგდეს... - მიუგო ჯონგინმა.
ამ პროფესიის არჩევის გამო მისი მშობლები ძალიან განაწყენდნე, რადგან, მათ იმედი ჰქონდათ, რომ მომავალში ჯონგინს სასტუმროს მართვაში დაიხმარებდნენ. მისი ორიენტაციის გამხელის შემდეგ კი, მშობლები საბოლოოდ გამოვიდნენ მწყობრიდან და შვილი სახლიდან გამოაგდეს. მათი გათვლების თანახმად, ჯონგინი ერთი-ორი დღე სეჰუნთან დარჩებოდა და თავის საქციელზე დაფიქრდებოდა, შემდეგ კი დაბრუნდებოდა სახლში, უარს იტყოდა ერთადერთ ოცნებასა და საყვარელ ადამიანზე და დასთანხმდებოდა მათ სასტუმროში მუშაობაზე. როგორც ყოველთვის, მისი მშობლები არასწორად მსჯელობდნენ და შვილის ოცნებებს სისულელედ მიიჩნევდნენ.
- უი, ცუდია. ძალიან ცუდია, - კიონგსუს ხმაში ცრემლები იგრძნობოდა. გული სწყდებოდა თავის შეყვარებულს ასე სასტიკად რომ მოექცნენ მშობლები, იმის მაგივრად, რომ მხარში ამოსდგომოდნენ.
- გთხოვ, არ ინერვიულო ჰიონგ, - შეეხვეწა ჯონგინი. - აბა რას იტყვი, მოვიდე შენთან?
- კი, ახლავე გავაფრთხილებ მამას შენი დარჩენის შესახებ...
- ხო მართლა, მამაშენს უკვე უთხარი... ჩვენს შესახებ ? - აღელვებით ჰკითხა კიმმა და ავტობუსში ავიდა.
- მე... ჯერ არა. - მიუგო კიონგსუმ.
- დღეს უნდა ვუთხრათ, - მტკიცედ განაცხადა ჯონგინმა.
- მაგრამ...
- არანაირი " მაგრამ ", ორი დღე თქვენთან უნდა ვიცხოვრო, ამიტომ მან უნდა იცოდეს სიმართლე. ჩვენ მაინც მალე მოგვიწევდა სიმართლის გამხელა. უკვე ავტობუსში ვარ და მოვდივარ. გკოცნი. - და მან ყურმილი დაკიდა. ამასობაში, კიონგსუ ყოყმანით უყურებდა მობილურს და უნდოდა, რომ ხელახლა დაერეკა ჯონგინისთვის და სიმართლის გამხელაზე უარი ეთქვა, მაგრამ სიტყვა "ჩვენ" გულს უთბობდა და გამბედაობას მატებდა. მამამისი მას გაუგებს, ის ხომ მამაა.

ფაილი ცარიელია / File is emptyWhere stories live. Discover now