თავი 19

33 4 1
                                    

წვეულებაზე ნამჯუნი დინარიოს მიუახლოვდა...
- დონ დინარიო თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს!
- გისმენთ ნამჯუნ!
- დონ როჯერსი ვიპოვეთ!
დინარიოს სახეზე კმაყოფილების ღიმილი დაეტყო, თუმცა წვეულებაზე როჯერსის ამბის გაგება არ ისურვა, ნამჯუნს შეხვდრა დაუთქვა ვიწრო გარემოში..
- თქვენი ბიჭიც მოიყვანეთ!
- ბიჭი?
- დიახ თქვენ სახლში ვნახეთ ქერა თქვენი საყვარელია?
- ა! მოვიყვან! თუმცა ჩემი საყვარელი არ არის!
- ოჰ მაშ გასაგებია! გოლფის თამაში თუ გიყვართ ბატონო ნამჯუნ?
- ხანდახან ვთამაშობ!
- მაშინ გოლფზე შევხვდეთ ხვალ! ასე 5სკენ!
- გასაგებია!
წვეულების შემდეგ ნამჯუნი სახლში დაბრუნდა, სხვა მაფიოზებიდან ზოგიერთი თავის ქვეყანაში გაემგზავრა, მხოლოდ კლარა დარჩა კორეაში გასართობად...
სახლში შესულ ნამჯუნს მისაღებ ოთახში არავინ დახვდა, მხოლოდ ლორენი შეეგება თბილი ღიმილით, თუმცა ქალს ეტყობოდა სიბერისგან უკვე ფეხზე დგომა უჭირდა...
- ლორენ როგორ ხარ?
- მე კარგად ბატონო ნამჯუნ თქვენ? როგორ ჩაიარა თქვენმა შეხვედრამ?
- კარგად ლორენ შენთან სასაუბრო მაქ!
ორივე კაბინეტში ავიდნენ, თუმცა გზად ნამჯუნს თეჰიონის ოთახიდან ხმები მოესმა და როცა თავი იქით გააქნია ლორენმაც არ დააყოვნა
- ფილმს უყურებენ ბატონო ნამჯუნ!
- ყველა იქაა?
- დიახ სერ!
- ჰმ არადა ქვედა სართულზე კინოთეატრი გვაქ!
- მეც გამიკვირდა სერ...
ოთახში როცა შევიდნენ, ნამჯუნმა მაგიდაზე დადებული კონვერტი გაუწოდა, მოხუცებულ ქალს..
- ეს ავანსია ლორენ დრო მოვიდა!
- სერ გთხოვთ ამ სახლიდან ნუ გამიშვებთ!
- ლორენ! შვილიშვილთან წადი დაისვენე ამდენი წელი აქ მუშაობდი დროა შენ თავზე იზრუნო
- სერ გთხოვთ მამათქვენს როცა ასე ვხედავ გული მიკვდება! მომეცით უფლება მივხედო!
- მაშინ მამაჩემს გაბარებ! დაჩაზე ვერ მიდის, ოთახიდანაც გამოსვლა არ სურს დღეს დაველაპარაკები მისთვის კარგი ადგილი ვიპოვე...
- რას გულისხმობთ სერ!?
- დედას დაკრძალვაზე მთხოვა ისეთი ადგილი მიპოვე სადაც სულიერად დასვენებას ვცდიო მეც მოვუძებნე!
- გასაგებია სერ!
- შენც გაყევი! აქ შენი ნდობით აღჭურვილი პირი დანიშნე შენს ადგილას ამის სრულ უფლებას გაძლევ!
- გმადლობთ სერ...
ნამჯუნი ოთახიდან გამოვიდა და თეჰიონთან შევიდა...
- ჯინ გამომყევი სალაპარაკო მაქვს!
- ჰიონ ჯინი სად მიგყავს!
- დავაბრუნებ ორი წუთით მჭირდება!
ჯინთან ერთად ამჯერად თავის საძინებელ ოთახში შევიდა, უმცროსი უცნაურად გაჰყურებდა..
- რამე მოხდა?
- გოლფის თამაში იცი?
- არა მაგრამ ადვილი უნდა იყოს ფილმებში ნანახი მაქვს!
- კარგი! ხვალ ჩემთან ერთად მოდიხარ!
- მოიცა სად?
- გოლფზე!
- რატომ?
- დონ დინარიოსთან ერთად უნდა ვითამაშოთ
- და მე რატო?
- მოეწონე და შენი ნახვა სურს!
- ჰა?
- გეხუმრე უბრალოდ მოგიწვია შენც
- გასაგებია მაგრამ მე იქ რა უნდა ვაკეთო?
- ითამაშო მეტი რა უნდა ქნა!
- კაი ხო! მაგრამ..
- არავითარი მაგრამ შენმა სახემ მოხიბლა ალბათ!
ჯინს ნერვები მოეშალა და ოთახიდან გამოვიდა, შემდეგ კი ისევ უკან შებრუნდა..
- რა ჩავიცვა?
- მმმმ იმ დღეს რომ გეცვა კაზინოში ისე ჩაიცვი...
- დარწმუნებული ხარ?
- კი
მეორე დღეს ნამჯუნი ჯინთან ერთად გოლფის სათამაშოთ წავიდა, იუნგი სახლში დატოვა თან მხოლოდ მარკი და 2 კაცი გაიყოლა... როცა მივიდნენ, ჯინს თვალს არავინ აშორებდა თუმცა უმცროსმა შენიშნა, რომ ყველას სპორტული ფორმები ეცვათ.
- რა ჯანდაბააა!
- რა იყო!
- ყველას სპორტულები აცვია თან ფორმები რატომ მითხარი რომ ეს ჩამეცვა!
- ნუ ნერბიულობ აქ გამოიცვლი!
დინარიო უკვე მათ ელოდა ჟაკთან ერთად, როცა ჯინი დაინახეს სახეზე კმაყოფილების გამომეტყველება დაეტყოთ, თუმცა მათ უკან მდგარი ქალბატონის დანახვა ნამჯუნს არ მოეწონა..
- გამარჯობათ!
- ძალიან მიხარია თქვენი მოსვლა..
- არ მეგონა ქალბატონი კლარაც აქ თუ იქნებოდა!
- ჩვენც შემთხვევით შევხვდით! კიმ სოკჯინი არა?
- დიახ..
- სასიამოვნოა!
დინარიომ ბიჭს ხელი გამოუწოდა, რაზეც ჯინი დაიბნა და ხელი ჩამოართვა ჟაკს ჩაეცინა..
- წესები არ ცოდნია ბატონი ნამჯუნ!
- ასეთ წრეში პირველადაა მოგვიტევეთ!
ჯინი დაბნეული უყურებდა მათ საუბარს, შემდეგ მისკენ მომართული ქალის მზერა შენიშნა, რომელმაც არაკომფორტულ სიტუაციაში ჩააგდო...
- ქალბატონი კლარაც შემოგვიერთდება!
- გასაგებია! გამოვიცვლით და ახლავე მოვალთ!
ნამჯუნი და ჯინი გასახდელისკენ დაიძრნენ..
- ხელზე უნდა ემთხვიო!
- რა?
- ხელზე უნდა ემთხვიო იტალიაში ასეა მიღებული!
- მე ხომ მაფიოზი არ ვარ საიდან უნდა მცოდნოდა არც შენ გითქვამს!
- არაუშავს!
ნამჯუნის ტანი აქაც ვერ გაექცა ჯინის მზერას, ბიჭი მის ტატუს მიკროსკოპის თვალებით აკვირდებოდა..
- რა იყო მოგეწონე?
- არა უბრალოდ ამხელა ტატუ თან ასეთი არ მინახავს ადამიანის ტანზე!
- ტსკ
ნამჯუნს ოდნავ ჩაეცინა, შემდეგ კი მაიკა გადაიგდო ტანზე..
- გამოიცვალე!
- აჰამ...
ჯინის თეთრი კანი ნამჯუნმაც შეათვალიერა, " ჩალურჯებები საერთოდ აღარ აქვს" გაიფიქრა, შემდეგ მასთან ერთად გარეთ გავიდა, გოლფის მოედანზე დინარიო,ჟაკი და კლარა იდგნენ, თამაში უკვე დაწყებულ ჰქონდათ..
- ვეღარ დაგელოდეთ ბატონო ნამჯუნ!
ალმაცერად მიუგო კლარამ, ქალს გრძელი შავი თმა ჰქონდა აწეული, კოჭებამდე სწვდებოდა კუდი, ზამთარის სუსხი იგრძნობოდა ამიტომ თბილად ეცვა თუმცა გამომწვევად, მისი სხეული გამოკვეთილი იყო შარვალშიც და ზედაშიც...
- არაუშავს ქალბატონო კლარა!
- წყვილებში ვერ ვითამაშებთ ქალბატონი მარტო დარჩება ამიტომ ერთმანეთის წინააღმდეგ ვითამაშოთ!
- ჯინმა თამაში არ იცის ამიტომ ფორა ხომ არ მივცეთ?
- თქვენ როგორც იტყვით ბატონო ნამჯუნ!
ჯინს უხერხულობა დაეტყო, თუმცა არაფერი უთქვამს, მაფიოზებთან თამაში დიდად არ ახარებდა განსაკუთრებით ამ ქალთან რომელიც ყიველ მის დარტყმაზე წარბაწევით შესცქეროდა... ცოტახანში პატარა კაფეში დაჯდნენ რომელიც გოლფის მოთამაშეებისთვის იყო, კლარამ გადაწყვიტა შეკვეთის გაკეთება ჯინი კი უკან გააყოლეს რათა დახმარებოდა ყავების მოტანაში...
- რა ცუდია აქ მიმტანები რომ არ ყავთ!
- დიახ!
- ბატონო ნამჯუნ ჩვენი საუბარი საქმეზე არ გამოვიდა აქ! ქალბატონი კლარას აქ ყოფნის გამო!
- გოლფის შემდეგ რესტორანში წავიდეთ და იქ ვისაუბროთ!
- კარგით!
კლარა და ჯინი სალაროსთან იდგნენ, იმ დროს როცა ყავების წამოღებით დაკავდა ქერათმიანი ქალმა ისეთი რაღაც გადაჩურჩულა, გაშეშდა და ოდნავ სიბრაზეც მოერია... შემდეგ მაგიდასთან მიიტანა და დაჯდომა არ სურდა, თუმცა ნამჯუნის გამომეტყველებამ მიახვედრა რომ მის გვერდით უნდა დაეკავებინა ადგილი, მაგრამ აქაც ქალბატონმა დაასწრო..
- წინააღმდეგი ხომ არ იქნებით ნამჯუნ!?
- არა რას ამბობთ..
ჯინი მათ მოპირდაპირედ დაჯდა, შემდეგ კი საპირფარეშოში გასვლა მოიმიზეზა, იქაურობას რომ გაშორდა ამოისუნთქა, თუმცა ჟაკი შემოყვა.. ხელის დაბანის დროს უფროსმა სიჩუმე დაარღვია..
- ქალბატონი კლარა დროს არ კარგავს არა?
- ჰა?
- ვერ ხედავთ? ბატონ ნამჯუნს უმიზნებს!
- ნუ გამაცინებთ! არამგონია რამე გამოუვიდეს!
- ასე დარწმუნებული ბრძანდებით?
- დიახ!
- როგორც ვხედავ ენდობით!
- რა? ვის?
- ნამჯუნს! რადგან კლარა ის ქალი არაა რომელიც მის ნადავლს ასე ადვილად უშვებს ხელიდან უფრთხილდით კონკურენტი გყავთ!
- რას გულიხმობთ?
ჟამკმა გაუღიმა ჯინს, უმცროსი ვერაფერს მიხვდა, მაგრამ როცა უფროსი კარებში იდგა, ზუსტად მაშინ დაარტყა თავში რასაც გულისხმობდა...
*ჯანდაბა მე რა მათაც ნამჯუნის საყვარელი ვგონივარ?* როცა იქაურობიდან გამოვიდა, შენიშნა კლარას სიახლოვე, უფროსთან და თავში მისთვის სასაცილო აზრმა გაუელვა...
- ნამჯუნ შეიძლება დავილაპარაკოთ?
- რამე მოხდა!?
- დიახ!
ჟაკმა და დინარიომ ერთმანეთს თვალებით შეხედეს, რაც ჯინმა კარგად შეამჩნია* დაე ეგონოთ! ეს სიტუაცია კი ეჭვს უფრო გაუღვივებთ!*
- კარგი წამოდი!
ორივე კაფედან გავიდა, შემდეგ კი მოშორებით გაჩერდნენ..
- რა მოხდა! ჟაკმა ხომ დაგიშავა რამე?
- არა რა ჟაკმა! უბრალოდ გავერთე !
- ჰა?
- უბრალოდ მათ შენი საყვარელი ვგონივარ! ვიფიქრე ახლა თუ გამოგიყვანდი ეჭვს გავუღრმავებდი!
- და ეს რას გაძლევს?
- რას? ხალხს შენი საყვარელი ვგონივარ გგონია ეს არაფერს მაძლევს? რომ დავფიქრდი მივხვდი რომ ბევრის უფლებას მაძლევს, ნუ გატაცებას თუ არ ჩავთვლი..
- თავში ნუ აგივარდება!
ჯინი ნამჯუნს მიუახლოვდა, და ქვევიდან მისი დიდი თვალებით შეხედა..
- პირიქით მადლობა უნდა თქვა რომ შენ შეყვარებულად აღმიქვამენ! მე ხომ მისტერ მსოფლიო ვარ!
- ისევ ეს ნარცისიზმი!
ნამჯუნმა თვალები გადაატრიალა და მთელი სხეულით შებრუნდა..
- მოიცა სად მიდიხარ!
- უკან ვბრუნდები ყავა გამიცივდება!
- კარგი!
ჯინიც უკან გაყვა, კლარა ისევ იქ იჯდა, ქერათმიანმა კი გამარჯვებულის სახე მიიღო, თითქოს ქალს ეუბნებოდა არაფერი გამოგივა კაცს ვერ წამართმევო.. ყავის დალევის შემდეგ, ქალბატონმა ყველას რესტორანში შესთავაზა წასვლა, უარის თქმა ეუხერხულად და დათანხმდნენ მარტო უმცროსმა გამოთქვა პრეტენზია, ისიც ნამჯუნის მანქანაში ჯდომისას..
- რატომ უნდა წავიდეთ რა საჭიროა ამდენი სმა ჭამა!
- ეს ფორმალობაა!
- მაშინ მე სახლში წამიყვანე!
- არ გამოვა!
- რატომ?
- ახლა რომ წახვიდე უხეშობა იქნება!
- ის არ არის უხეშობა რომ გვპატიჟებს?
ნამჯუნმა, თვალები ისევ გადაატრიალა, ჯინის ქაქანი უკვე მობეზრებული ჰქონდა, თუმცა გასაკვირი ის იყო რომ ჰერას რესტორანში დაჯდნენ სასაზურმოდ, მაგრამ სანამ მანქანიდან გადმოვიდოდნენ, უმცროსმა ისევ უკმაყოფილება გამოთქვა..
- რა სისულელეა! შენს რესტორანში გპატიჟებს?
ნამჯუნმა ჯინს გაბრაზებული სახით გამოხედა, რაზეც უმცროსი მიხვდა რომ უნდა მოეკეტა, ისინი პატარა მაგიდასთან, დასხდნენ, შემდეგ საჭმელი შეუკვეთეს..
- ბატონო ჯინ რას საქმიანობთ?
- მე?
- დიახ!
- მასწავლებელი ვარ!
- ვის ასწავლით? სკოლის ბავშვებს?
კლარას ეს კითხვა ჯინისთვის შეურაცხმყოფი აღმოჩნდა..
- არა! ბავშვებს ვამზადებ მისაღები გამოცდებისთვის და ლექციის ჩატარებას ვაპირებ იმ უნივერსიტეტში სადაც ვსწავლობ!
- ოჰ ჯერ არ დაგისრულებია?
- არა წელს ვასრულებ!
- გასაგებია! რა პროფესიაზე სწავლობ?
- ბიზნესზე!
კლარა და ჯინის ტონი მგლის და ვეფხვისას გავდა, თითქოს ჩვეულევრივი საუბარი იყო თუმცა კარგად, რომ მოგესმინა იფიქრებდი ერთმანეთის დახრჩობა უნდათო....
- ბატონო ნამჯუნ! თქვენთვის საბუთები მაქვს გადმოსაცემი იქნებ ცოტახანი ჩემთან ავიდეთ!?
- კარგით!
ჯინი უკვე საპირფარეშოში, გახლდათ გასული როცა ნამჯუნი, კლარას აყვა თავის ოთახში, ჟაკს და დინარიოს უთხრეს 5 წუთში დავრბუნდებითო მათაც არ შეაჩერეს ისინი, როცა უმცროსი დაბრუნდა და ისინი ვერ დაინახა ცოტა აფორიაქდა..
- ამ უკაცრავად ნამჯუნი სად არის?
- კლარას გაყვა მალე დაბრუნდებიან საბუთების მიცემა სურდა..
- საბუთების მიცემა თუ სურდა რატომ არ ჩამოუტანა!
- ჰაჰა ეს ხომ მაფიააა ჩვენ ერთმანეთს არ ვენდობით, აი ჩვენც საიდუმლო თემაზე გვსურდა ბატონ ნამჯუნთან საუბარი თუმცა კლარა არ გაგვშორდა და დღევანდელი დღე ფაქტიურად დაიკარგა!
- რა უცნაური ხალხი ხართ! გეთქვათ რომ საქმე გქონდათ და ცალკე წასულიყავით რა საჭიროა ამ ქალთან ლოლიავი მეგონა ყველა მაფიოზი ჯერ საქმეს აყენებდა წინ..
- არა არა ჩემო კარგო ეს ლოლიავი არ არის ეს ქალის მიმართ პატივისცემაა!
- გასაგებია!
სადღაც 10 წუთი ელოდნენ კლარას და ნამჯუნს, ამასობაჟი ჟაკს ტელეფონზე დაურეკეს, მამაკაცი საპასუცოდა გავიდა უკან კი ზუსტად 5წუთში დაბრუნდა..
- მამა უნდა წავიდეთ მნიშვნელოვანია!
- ჰმმ ბატონ ნამჯუნს და ქალბატონ კლარას ბოდიში მოუხადეთ ჩვენგან..
- დიახ...
მათი წასვლის შემდეგ, ჯინი უფროსებს სადღაც 15 წუთი ელოდა, შემდეგ კი გადაწყვიტა ზევით ასულიყო, დიახ უტაქტობა იქნებოდა ორ მაფიოზთან საქმის გარჩევის დროს ავარდნა, თუმცა მას ხომ ნამჯუნის საყვარლად იცნობენ ამიტომ ამის უფლება ნამდვილად ქონდა.. თუმცა გულში ფიქრობდა ახლა რომ საწოლში იწვნენ მაშინ სცენა დავდგა თუ უთქმელად გამოვბრუნდეო, მისი შინაგანი მე ეუბნებოდა სცენა დადგი ნამჯუნი ღირსია აქ რომ მოგიყვანა და სწავლის დღე დაგაკარგვინაო... გზად ოთახის ნომერი იკითხა, თავიდან არ უთხრეს თუმცა შემდეგ მარკიც დაეხმარა..
- ჯინ ნამჯუნი თუ გაბრაზდა ვერ გადაგარჩენ!
- ნუ ნერვიულობ!
ზევით მარტო ავიდა მარკი ქვევით დატოვა, ოთახთან როცა მივიდა რაღაც ხმები შემოესმა, ეს კი ნამდვილად არ იყო საუბარი, უფრო კვნესას გავდა...


 love in darknessWhere stories live. Discover now