თავი 16

56 6 1
                                    

- ასეთი ტალანტი თუ გქონდა არ ვიცოდი!
-შენ ჩემზე ბევრი რამ არ იცი! აუჩ
იუნგი ჰოსოკის თვალს ამუშავებდა, თუმცა მისი მხრის ტკივილი არ ეშვებოდა.. ბიჭებთან ოთახში მოულოდნელად მამაკაცი შემოვიდა რომელსაც ზოლებიან შარვალკოსტუმი ეცვა, თმა გადაწკეპილი ჰქონდა, ხელში ჯოხი ეჭირა მისი ხმა იუნგიმ კილომეტრებიდან იცნო..
- მოგესალმებით ! შენი ჩხუბის სტილი მომწონს მინდა ჩემთვის იმუშაო..
ჰოსოკს სიტყვის თქმა იუნგიმ დაასწრო..
- ბოდიშით ინდივიდუალურად ვმუშაობთ!
- შენ ვინ ხარ?
- მე მისი მენეჯერი ვარ!
- მენეჯერი აკრძალულ ბრძოლებში?
- დიახ! რატომაც არა!?
- კარგ ფულს შემოგთავაზებთ!
- არა! ბოდიშით!
იუნგიმ მამაკაცს თავი დაუხარა, ჰოსოკს რაღაცის თქმა სურდა თუმცა ხელზე უბწკინა და გააჩუმა, უცნობმმა მათ შანსი მაინც მისცა სავიზიტო ბარათის დატოვებით..
- შენ რა გაგიჟდი ?
- მე არა შენ წამოდი წავიდეთ!
- რა ეს 1ლი რაუნდი იყო!
- ასეთი, შემდეგ ბრძოლებს წააგებ ჰოსოკ!
- შენ რა იცი!
- დარწმუნებული ვარ თვალში ძლივს იხედები დღეს 1 რაუნდით დაასრულე!
- ხო მაგრამ!
- წამოდი! ჯანდაბა!
ბიჭმა როგორც კი ჰოსკს ხელი ჩაავლო მხრის ტკივილმა თავი ამჯერად სასტიკად გაახსენა, უმცროსმა შეამჩნია..
- მხარი გტკივა?
- ოდნავ!
- რა ოდნავ! მანახე!
- არაა საჭირო!
- მანახე !
იუნგიმ კოსტუმი და პერანგი გაიხადა, მხარი ჩალურჯებული ჰქონდა ბოთლის გადამტვრევის გამო, ჰოსოკმა პირველადი დახმარება აღმოუჩინა გადაუხვია..
- კარგი წავიდეთ! მანქანას მე წავიყვან!
- ამ თვალით?
- ოოოო
ჰოსოკი გაბრაზებული წამოდგა, იქაურობა ჯაჯღანით დატოვეს, უმცროსის მეგობრებიც უკმაყოფილოები დარჩნენ მისი ქცევით..
- ჯანდაბა რა! არადა დღეს 5 რაუნდს ვაპირებდი!
- წამოდი წამოდი!
იუნგიმ ბიჭი მანქანაში ჩასვა და იქაურობას მოშორდნენ, თუმცა ჰოსოკის გასაკვირად ისინი ჯინთან მივიდნენ...
- აქ რატომ?
- ნამჯუნთან საქმე მაქვს!
- რა?
- რა იყო?
- ჯანდაბა ჯინმა არ იცის რომ არალეგალურ ბრძოლებში ვიღებ მონაწილეობას!
- ნუ გეშინია არ წამომცდება!
- თუ წამოგცდება მოგკლავ!
- კი კი!
ბიჭები მანქნიდან გადმოვიდნენ, ბინაში ჯინი და ნამჯუნი უბრალოდ სადილობდნენ, კარები ქერათმიანმა გააღო და ჰოსოკის დანახვისთანავე პირი დააღო..
- ჰოსოკ! რა მოგივიდა!
- არაფერი ისეთი!
- რა? ეს შენ ქენი?
- არა არა! ინციდენტი მოხდა დედაჩემის გამოქანებული მუშტი მოხვდა..
- რა?
- ჰოსოკი მოგიყვება მე ნამჯუნთან ვარ მოსული!
იუნგი ბინაში უტიფრად შეიჭრა და ნამჯუნთან მივიდა თუ არა უთხრა სხვა ოთახში გასუხლიყვნენ.. ორივე კაბინეტში შევიდა..
- რა ხდება იუნგი?
- შენ რომ გაიგო ახლა ვინ ვნახე!
- ვინ?
- გახსოვს? დონ როჯერსი!
ნამჯუნს სახეზე ისეთი მანიაკალური ღიმილი დაეტყო იუნგი რომ მიჩვეული იყო და ამას ელოდა...
- სად?
- არალეგალური ბრძოლები!
- ანუ იქიდან მოდიხართ?
- კი!
- და ეს ბიჭიც იქ დაშავდა?
- ეგეც კი მაგრამ ჯინს არ უთხრა!
- გასაგებია!
- რას ვაპირებთ!
- ჯერჯერობით არაფერს იუნგი! როჯერსი თუ აქაა და დანარჩენი იტალიის მაფიიდან ყველა აქ ჩამოვა ეს ჩვენთვის ბინგოა!
- წარმოგიდგენია სად იმალება ამდენიხანი ეგ ნაძინარალა? ბატონი დენარიო კმაყოფილი დარჩება!
- რა თქმა უნდა თუმცა ჩვენ ვიქნებით ოდნავ ცუდ მდგომარეობაში იუნგი!
- რატომ?
- კორეაში იმალებოდა ეგ ახვარი! თან არალეგალურ ბრძოლებს მართავს!
- მისი შექმნილი არაა ის ადგილი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს!
- ესეიგი ფულს იქიდან შოულობს! და ვინ შექმნა? ან რა ადგილზეა?
- სეულსა და პუსანს შორის  არსებულ ტყეში დიდი არეალია ყველა აკრძალული  ბრძოლებიც იქ ტარდება!
- ყველა?
- კი ცხოველებიც ძაღლები, ფრინველებიც!
- ჯექსონს დაურეკე და უთხარი გაარკვიოს ამას ვინ აკეთებს იუნგი ღალატის სუნი მცემს! სახლში დაცვა გააორმაგე და ჩემ მშობლებთანაც გაგზავნე!
- გასაგებია!
- ჯანდაბა!
- რა იყო?
- დედაჩემი ახლა კორეაში არ იმყოფება! საჩქაროდ დარეკე ლეისთან ჩინეთში და დღესვე გადმოაფრინონ ორმაგი დაცვით! ჰერას სასტუმროშიც იგივე გააკეთე!
- გასაგებია ყველაფერს ვიზავ, ამ ბიჭს რას უზავ?
- სახლში წავიყვან!
- რა?
- აქ დაცვის დაყენება უაზროა!
- გასაგებია!
- ჩემი ღალატი ვინ გაბედა! ვინ! 
ნამჯუნი მაგიდას ხელებით დაეყრდნო და მწვანეთმიანს ეჭვისთვალით შეხედა, არავის ენდობოდა მითუმეტეს ახლოს მყოფ ხალხს.. ოთახიდან როგორც კი გადმოვიდნენ გადაწყვიტა ჯინისთვის სიტუაცია აეხსნა...
- რატომ უნდა წამოვიდე აქ დავრჩები!
- ისევ გაგიტაცებენ!
- არ გამიტაცებენ ნუ ნერვიულობ!
- ჯინ იქნებ გაყვე!
- ჰოსოკ! არავინ გამიტაცებს ან მე რა კავშირი მაქვს შენთან!
- წინაზეც არ გქონდა მაგრამ დარტყმის ზონაში აღმოჩნდი!
- ეგ სხვა თემაა!
- ჯინ მოგიწევს წამოსვლა!
იუნგი ფანჯარასთან მივიდა სანამ მისი ბოსი და ჰოსოკი ჯინთან კამათობდნენ, ფარდა უეცრად გადაწია, ქვევით ჩაიხედა თუ არა მანქანასთან უცნობი მამაკაცები შენიშნა, რომელბსაც შავები ეცვათ ისინი შენობაში შევიდნენ...
- ახლავე უნდა წავიდეთ!
- ჰა?
- მგონი მართალი ხარ ნამჯუნ ვიღაცამ გიღალატა ალბათ იქ მიცნეს სადაც ვიყავით და ამ ბიჭის ან მოსაკლავად მოდიან ან წასაყვანად!
- რამდენი ხალხია!
- სადღაც 10ს მოვკარი თვალი, უკანა გასასვლელით მოვასწრებთ გასვლას!
ჯინმა მხოლოდ ლეპტოპის და წიგნის აღება მოასწრო.. კარები დაკეტეს და უკანა მხარეს გაიქცნენ, სანამ ქვევით ჩავიდოდნენ ორი უცნობი მაინც გადაეყარათ, რომელიც იუნგიმ იარაღით მოიშორა.. ყურზე ყურსასმენი გაიკეთა ტელწფონში ვიღაცის ნომერს დააჭირა...
- მარკ! სასახლის დაცვა გააორმაგეთ სასწრაფოდ სახლიდან არავინ უნდა გავიდეს და არავინ შემოვიდეს!
***
დიახ!
***
შემდეგ სხვა ნომერზე დარეკა სადაც ნამჯუნის მშობლების, და ჰერას დაცვის გაორმაგების ამბავი ამცნო თავის ხალხს, ლეისთან კი ზარს ვერ უშვებდა..
შენობიდან უპრობლემოდ გავიდნენ, რამდენიმე გამოგზავნილი კაცის მოკვლის შემდეგ, უკანა მხრიდან კრუგი მოარტყეს მანქანაში ჩაჯდნენ და იაქაურობას მოწყდნენ, სასახლეში მისულებს მთელი ხალხი იქ დახვდათ...
- ყველა შენობაში შემოდით!
ჯინი და ჰოსოკი გაოცებულები იყვნენ თუმცა სირბილით დაღლილები, მათი დანახვა თეჰიონს გაუხარდა, მაგრამ ძმის სახის გამოხედვამ მიახვედრა რომ რაღაც რიგზე არ იყო..
მისაღები ოთახის შიკაშკაშე შავებში ჩაცმულმა ხალხმა გადაფარა, ნამჯუნი დივანზე ჩამოჯდა ყველა უცქერდა და მის სიტყვებს ელოდა..
- მიღალატეს! თუ თქვენგან ვინმე დაკავშირებულია მოღალატესთან თავისი პირით თქვას! თორემ ჩემით თუ მივაგენი კარგად იცით რაც მოხდება!
სრული სიჩუმე ჩამოწვა, ყველა ერთმანეთს აპარებდა თვალს, გეგონება  ეძებენ ერთმანეთში მოღალატეს, მოულოდნელად სახლთან მანქანა გაჩერდა დიდი შავი ჯიპი იქიდან, ყავისფერ შარვალ-კოსტუმში ჩაცმული მამაკაცი გადმოვიდა, უკან გადაწკეპილი თმა ჰქონდა, სასახლეში შეაჭრა, მას უკან კიდევ ერთი ჯიპი მოჰყვა, რომლიდანაც ჯივუ გადმოვიდა ორივე შენობაჟი შევიდა, ნამჯუნი მათ გამოჩენას დიდად არ ელოდა...
- მამა? აქ რა გინდა?
- ნამჯუნ რა ხდება სახლთან დაცვა რატომ გააორმაგე ?
- შეგძლო დაგერეკა მამა მოსვლა საჭირო არ იყო ჩამოჯექი!
ჯივუ დივანზე დაეშვა, ცოტახანში ორივემ შენიშნა ყავისფერებში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც დუმდა..
- შინჯე შენ აქ რა გინდა?
- ძმისშვილს ჩამოვაკითხე!
- ბიძა შინჯე მიხარია შენი ნახვა!
- მეც ნამჯუნ!
- რატომ არ შემატყობინე რომ ჩამოდიოდი ხალხს დაგახვედრებდი!
- რა საჭიროა, ნამჯუნ ისედაც ბევრი დაცვა მყავს!
- გასაგებია!
- აქ რა ხდება? ამდენი ხალხი შენობაში რატომ არის!
- ვირთხას ვეძებ! მიღალატეს
- ვინ გაბედა!
- ჯერ არ ვიცი მაგრამ მალე დავადგენთ! ამიტომ გავაორმაგე დაცვა მამა დაჩაზე!
- სანა ჯერ არ ჩამოსულა ჩინეთშია!
- იუნგი ცდილობს ლეის დაუკავშირდეს აუცილებლად ჩამოვიყვანთ კერძოთი გადმოვაფრენ..
ნამჯუნმა ხალხი გარეთ გაუშვა დროებით მამა და ბიძა კაბინეტში აიყვანა, შემდეგ ქვევით ჩამოვიდა, რადგან გაერკვია იუნგიმ შეძლო თუ არა ლეისთან დაკავშირება..
- რა ხდება?
- იუნგი ლეი ტელეფონს არ იღებს!
მოულოდნელად ლეისგან ვიდეო ზარი შემოვიდა..
- უპასუხე!
ბიჭებმა კამერაში შავებში გამოწყობილი კაცები დაინახეს რომლებსაც ქურდის  ნიღაბი ჰქონდათ!
- გამარჯობა კიმ ნამჯუნ!
- ვინ ჯანდაბა ხარ!
- ამის გაგება შენთვის საჭირო არ არის!
კამერაში კარგად ჩანდა უგონოდ მყოფი ლეი, რომელიც დაბმული იყო ხოლო მის გვერდით სანა ყავდათ სკამზე, ქალს თმები აჩეჩილი ჰქონდა ეტყობოდა, რომ გალახული იყო..
- დედა!
თეჰიონმა კამერას თვალი მოჰკრა როცა უკნიდან მიუახლოვდა ნამჯუნს, მისი ხმა იუჯიმაც გაიგო და კაბინეტიდან გამოვარდა ტელეფონიდან ვიდეო ზარი პერთმა რომელიც 15 წუთის მოსულიყო იყო დიდ ტელევიზორზე გადაიტანა...
- რა ხდება! სანა! ვინ ხარ როგორ ბედავ ჩემი ცოლი ახლავე გაუშვით!
- შენი ქმარი შენზე ნერვიულობს!
მამაკაცმა ქალს თმები მოქაჩა და სახე ააწევინა, სანას თვალებიდან ცრემლები გადმოცვივდა...
- რა გინდა!? საქმეზე გადადი!
ნამჯუნი კატეგორიულად სერიოზული და სრულიად ცივსისხლიანად იჯდა, იუჯისგან და თეჰიონისგან განსხვავებით თვალიც არ აუტოკავს, ახლად ჩამოსული სინჯეც კი შემძრალი იდგა ოთახში ყველა გასუსული იყო მხოლოდ უმცროსი ბატონი მოთქვამდა...
- შენი შვილი როგორი საქმიანია!
- რამდენი გინდა?
- ოჰჰ კიმ ნამჯუნ ფული არ გვსურს ჩემმა დამკვეთმა გადმოქცა შურისძიების დრო დადგა..
ეს სიტყვები დაასრულა თუ არა მამაკაცი ქალს მოსცილდა ლეის მიუახლოვდა და თავი ააწევინა, ბიჭი გონზე იყო მოსული და მხოლოდ ერთი წინადადების თქმა მოასწრო
- მაპატიე ბოს!
მისი ყელი შუაზე გაიხსნა და სისხლმა ჩანჩქერივით იჩქება, ყმაწვილის უგონო სხეული სკამიანად იატაკზე მოისროლეს..
იუჯის სხეულში ცივმა ოფლმა დაასხა მიხვდა, რაც მოხდებოდა, ჯერ თეჰიონს შეხედა, რომელიც თვალებ გაფართოვებული გაჰყურებდა ეკრანს ერთ მხარეს სრულიად შოკირებული შვილი იატაკზე ეგდო, ხოლო მეორე მხარეს ცივსისხლიანი ნამჯუნი, რომელსაც სახეზე არაფერი არ ეტყობოდა, მამაკაცი მიხვდა, რომ სანას ვერაფერი ვერ დაიხსნიდა...
- შურისძიება რისთვის?
- დამკვეთს ეს არ უხსენებია ჩვენც რაც დაგვავალეს იმას ვაკეთებთ!
- თქვენი დამკვეთი ვინაა?
- კიმ ნამჯუნ ასეთი დებილებიც არ ვართ!
- დედაჩემს გამოუშვებთ! თუ არადა მთელ თქვენს ოჯახს ძირიანად ამოვწყვიტავ მიწიდან ამოგიღებთ!
- გაგვაფრთხილეს და ვიცით ვინც ხარ და რაც შეგიძლია! ოჯახები არ გვყავს!
- ნამჯუნ!
მოულოდნელად ქალის სუსტი ხმა გაისმა..
- დედა?
- თავი არ დაუხარო მათ! რაც არ უნდა მოხდეს ვინც არ უნდა იყოს ყველა გაანადგურე, რომც მომკლან გთხოვ თეჰიონს და მამაშენს მიხედე!
ნამჯუნი ფეხზე წამოდგა  თეჰიონის ქვითინიც კი შეწყდა, ბიჭი პანიკაში ჩავარდა, იუჯი მიხვდა, რომ ამას ნამდვილად ვერ აიტანდა ამიტომ მივიდა და გულში ჩაიკრა, მამაკაცი ცახცახებდა ეს შვილმაც იგრძნო, ჯინი და ჰოსოკი სრულიად შოკში იყვნენ, ქერათმიანს ის გაახსენდა როცა მის წასაყვანად მოვიდნენ, ახლა შეიძლებოდა ისიც ამ ქალის მსგავსაც მოეკლათ და ნამჯუნი მას ვერ დაიხსნად ამჯერად ის უძლური იყო, ჯინს უფროსი ყოვლის შემხლე ეგონა ამ დღემდე, ჯონგუკიც უხმოდ იჯდა ისევე როგორც სხვები ყველა შავგრემანს უყურებდა, ეკრანს კი თვალს აპარებდნენ..
- დამპირდი რომ მათ მიხედავ ნამჯუნ!
ნამჯუნი დუმდა თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ პურიბოაზე დათანხმდა ქალს, რომელიც განწირული ღიმილით შესცქეროდა მას. ირგვლივ ყველა გაქრა, გაუჩინარდა, შავგრემანის გონებაში ახლა მხოლოდ ის და დედა დარჩა, რომელსაც შუბლზე იარაღი მიადეს, ქალი ღიმილს არ იშორებდა, ეკრანში მხოლოდ ნამჯუნს უყურებდა, რამდენიმე წუთიც და გასროლის ხმაც გაისმა, მისი სხეული სკამიანად გადაყირავდა, ამას კი უცხო მამაკაცების სიცილის ხმა მოჰყვა...
- ესეც ასე! ჩვენი საქმე შევასრულეთ!
ცოტახანში კი სუიციდით დაასრულეს სოცოცხლე კამერის წინ..
- იუნგი! აეროპორტში დარეკე პერთ!
- უკვე დავადგინე ნამჯუნ! ამ.. სერ ეს ბინა ლეი თავისი ოჯახით აქ ცხოვრობდა...
- ყველა აქ დარჩით! იუნგი, მარკ, პერთ და ჯიმინ თქვენ წამოხვალთ!
- მეტი..
- დაცვა არ მჭირდება აქ დარჩება ყველა..
- მეც წამოვალ!
- ბიძა?
- მეც წამოვალ იუჯის და თეჰიონს ხომ ხედავ? შოკში არიან წამოვალ დაგეხმარები!
- კარგი..
ნამჯუნი ჩინეთში, რამდენიმე საათში გაფრინდა, ლეის ბინაში რომ მივიდნენ პოლიცია იქ იყო, თუმცა მას ყველა იცნობდა ასე რომ ხელი არავინ დაუშალა, შავგრემანი ოთახში შევიდა და თვალწინ საშინელი სურათი დახვდა, მისი ძმად ნაფიცი ლეის ოჯახი სრულიად ყველა მკვდარი იყო, 5წლის ბავშვსაც კი ყელი გამოჭრეს, ნამჯუნი დედის სხეულს მიუახლოვდა, თოკები შეხსნა და მუხლებზე დაიწვინა, ბიჭს ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია თვალებიდან, ემოცია სადღაც გაქრა, ჩაიკარგა აორთქლდა, ქალის ხელებს შეეხო, შემდეგ ხელი სახეზე დაიდო და პირობა ისევ გაუმეორა...







 love in darknessWhere stories live. Discover now