თავი 13

59 7 1
                                    

- მამა! უნდა დავილაპარაკოთ!
ნამჯუნი და ჯივუ კაბინეტში ავიდნენ, ბიჭმა ვისკი დაისხა, გადაკრა შემდეგ კი სიგარა ამოიღო კოლოფიდან და გააბოლა..
- მამა! ჩემს საქმეებში მეორედ აღარ ჩაერიო!
- რა!?
- ეს ბიზნესი ხომ მთლიანად მე გადმომიფორმე და ახლა თეჰიონის წილიც მომეცი!
- თეჰიონის წილიც?
- კი მისი წილი მომეცი! მას ამ საქმეში ხელის გასვრა არ სურს შენც კარგად გაიგონე!
- უბეში გველი გამიზრდია!
- და რატომ გველი? შენ მე გამზარდე როგორც შვილი და მადლიერი ვარ უბრალოდ თეჰიონს არ სურს ამ საქმეში ხელის გასვრა არ მინდა დავაძალო!
- გინდა რომ შენი სიტყვები დავიჯერო?
ნამჯუნმა გაბრაზებული დაახეთქა ჭიქა მაგიდაზე..
- რა გგონია ბიზნეს გართმევ? თუ გგონია 0-ზე დაგტოვებ?
- ორივე!
- აჰჰ სრულიად არ მენდობი ამდენი წლის შემდეგ! მთელი ბავშვობა ვცდილობდი შენი ნდობა მომეპოვებინა ჩემში ეჭვი არ შეგეპარა მეგონა ნდობა მოვიპოვე თურმე ვცდებოდი!
- მე ხომ გასწავლე ოჯახის წევრსაც არ უნდა ენდო თუკი ეს ფულს ეხება...
ნამჯუნს ჩაეცინა, შემდეგ  ჯივუს ღიმილით შეხედა..
- გგონია ფულს გართმევ? გგონია მსიამოვნებდა ამდენი ხალხის ხოცვა როცა პატარა ვიყავი? გგონია მსიამოვნებდა როცა ჩემ ტოლა ბავშვებთან თამაშს მიკრძალავდი? გგონია მსიამოვნებს როცა თეჰიონს უსუსურს და ნაგავს ეძახი?
- ნამჯუნ ბევრს ბედავ!
- არა მიპასუხე! რატომ არ მენდობი? მეტი რა უნდა გავაკეთო რომ მენდო? ბიზნესი გავაფართოვე, იაკუძას შევეკარი, ახლა იტალიის მაფიასთანაც გავაფორმებ ხელშეკრულებას.. ნავთობზეც მალე დავაბანდებ ფულს გგონია ამ ყველაფერს უბრალოდ ვაკეთებ? რამდენი ხალხი მოვკალი შენი ბრძანებით ისეთები დავხოცე რომელსაც წლები ეძებდი და ამდენი წლის შემდეგ ისევ არ მენდობი?
- .......
ჯივუმ ნამჯუნის უპასუხოდ დატოვა, უმცროსმა ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქა..
- კარგი! რა კაცზე საუბრობდა თეჰიონი? ვისი სიკვდილის ყურება დააძალე?
- ის კაცი ვის შვილთანაც მეგობრობდა..
ჩემთან მუშაობდა შენ არ იცნობ მაგ დროს აქ არ იყავი!
- გასაგებია! ეს ხელშეკრულებაა თეჰიონის წილის გადმოფორმებასთან დაკავშირებით მინდოდა წყნარ გარემოში მეთქვა მაგრამ... ხელი მოაწერე და გადმომიფორმე მთლიანი ბიზნესი მომეცი! ერთხელ მაინც მენდე მამა.. ამას დაგიტოვებ და დაფიქრდი.. ის კაცი რა დააშავა?
- ჩემთან მუშაობდა და ჩვენი მონაცემები პოლიციას მისცა შემდეგ გაქცევას აპირებდა..
- გასაგებია.. რაზეც გითხარი იმაზე დაფიქრდი გადაწყვეტილება კი მალე მიიღე!
ნამჯუნი კაბინეტიდან გამოვიდა ჯივუ მარტო დარჩა, ტყავის კრესლოში ჩაეშვა და ფანჯრიდან ეზოს გაჰყურებდა..
ნამჯუნი საკუნჭნაოში ჩავიდა, მთელი მისი სიბრაზე კაკუჩოზე გადმოანთხია, საწამლავის გაკეთება გადაიფიქრა, რაც ძალი და ღონე ქონდა ურტყავდა რომ ბეზრდებოდა ისვენებდა, შემდეგ ისევ აგრძელებდა...
- იუნგი ძალიან გამხეცებულია იქნებ შეხვიდე?
- შანსი არაა ჯობია გადმოანთხიოს...
ნამჯუნმა გათიშული კაკუჩო ჯაჭვიდან 4 საათის წამების შემდეგ მოხსნა, ხელში დიდი დანა აიღო და ყელი ნელნელა გამოჭრა, სისხლი მთელ იატაკზე გუბესავით იდგა... შემდეგ ნაჯახით მთლიანი თავი მოჭრა.... როცა საქმეს მორჩა სიგარა ისევ გააბოლა და გარეთ გავიდა...
- იუნგი მისი თავი გაყინეთ იამაგუჩის უნდა მივუტანო....
- გასაგებია.. სად მიდიხარ?
- უბრალოდ სუფთა ჰაერს ჩავიყლაპავ!
- ასე?
ნამჯუნი უთქმელად ჩაჯდა მანქანაში, ყველას დარჩენა უბრძანა და ეზოდან გავიდან 1 საათიანი ბოდიალის შემდეგ კი ფიქრებმა ჯინთან მიიყვანა, თვითონაც არ ესმოდა იქ რატომ მივიდა ან რა მიზეზით... ქერათმიანი თავის გაფუჭებულ ნოუთბუქში პედეეფს კითხულობდა როცა კარზე ზარის ხმა შემოესმა საღამო იყო და არ ეგონა თუ ვინმე ასეთ დროს მოვიდოდა მასთან... ძლივს წამოდგა და კარი ბანცალით გააღო..
- შენ? აქ რა გინდა? მეგონა მეორედ აღარ მოხვიდოდი! ა არა 3ედ!
- უბრალოდ შემომიშვი..
- ხელზე რა გჭირს? ეს სისხლია?
ჯინი ბიჭს ხელზე ეცა და დაკვირვება დაიწყო..
- ჩემი არაა! შემომიშვებ?
- აჰჰ შემოდი ბოდიში!
ნამჯუნმა მოსაცმელი გაიხადა, შემდეგ გარდერობი გააღო და პატარა უჯრიდან ტანისამოსი ამოიღო... ჯინი გაკვირვებით უყურებდა უფროსს..
- აბაზანას მივიღებ!
- კარგი!
ქერათმიანი ისევ ნოუთბუქს მოუბრუნდა, სადაც წიგნს კითხულობდა... ნამჯუნი 1საათიანი ბანაობის, შემდეგ გამოვიდა, ზევიდან შავი მოკლესახელოებიანი მაიკა ეცვა ხოლო ქვევიდან, ნაცრისფერი სპორტული...
- რას კითხულობ?
- პედეეფია ბიზნესზე
- აა თვალები არ გტკივა?
- არა! მხოლოდ ერთი მტკივა რადგან გასიებული მაქ!
- გასაგებია! სხეულის სხვა ნაწილები?
- ჰა?
- ტკივილები გაქ?
- სანამ მოხვიდოდი გამაყუჩებელი გავიკეთე და წამლებიც დავლიე..
- საჭმელი რამე ჭამე?
- კი ჰოსოკმა დამიტოვა ამდენი კითხვები რა საჭიროა?
- უბრალოდ გეკითხები!
- ხო მაგრამ რა საჭიროა?
- კარგი აღარ გკითხავ! შეიძლება დავრჩე?
- შენი ბინაა როგორც გინდა ისე მოიქეცი!
- კარგი!
ნამჯუნი ლოგინზე გადაეშვა, შემდეგ ჯინს დაუწყო ცქერა... ვეღარ მოითმინა და წამოდგა..
- ეს ის წიგნია არა რომელიც თეჰიონმა გათხოვა?
- კი მაგრამ ვიღაცის გამო ვერ წავიღე!
- ა ხო! გამახსენდა!
შაგრემანმა ბიჭის სახეს დაუწყო ცქერა..
- იცი რომ სახე ლამაზი გაქ?
- კი ვიცი!
- ალბათ მიჩვეული ხარ !
- რას?
- კომპლიმენტებს!
- აჰჰჰ ჩემს სახეზე სალაპარაკოდ მოხვედი?
- არა ! მითხარი!
- რა?
- მითხარი მომიყევი შენზე!
- რატომ? ისედაც გაიგებ ხომ იძიებდი ჩემზე ყველაფერს! ან რაში გაინტერესებს ან რატომ უნდა გითხრა ვინ ხარ?
- აჰჰჰჰ! ჩემი ძმის ბინა დაგითმე ფულს არ გთხოვ იქით გიხდი და შენი წარსული მაინც და მაინც პერთს უნდა ამოვაქექინო?
- დედმამა ავტოავარიაში გარდამეცვალა ბებიასთან და ბიძასთან გავიზარდე..
- მერე?
ნამჯუნი დივანზე ჩაეშვა, მოკეცილი ხელი თავქვეშ ამოიდო და ისე უყურებდა ჯინს რომელმაც თვალი გადააბრუნა, და მობეზრებულმა შემოხედა უფროსს..
- რაში გაინტერესებს?
- უბრალოდ მომიყევი მაინტერესებს! აქ დაჯექი სკამზე ტრაკი გეტკინება!
ჯინი წამოწითლდა და უფროსს კალამი ესროლა, შემდეგ ნამჯუნი წამოდგა, ქერათმიანი ლოგინზე გადასვა..
- აქ დაჯექი უფრო რბილია!
- დამცინი?
- უბრალოდ წამოწოლა მსურს! ხვალაც წაიკითხავ იმას ახლა მომიყევი!
- რატომ? ასეთი ინტერესი საიდან? ან სისხლი ვისი იყო?
- ვირთხის!
- ვ..ირთხა ხელით მოკალი?
- სხვა გზა არ მქონდა!
- გიჟი ხარ!
- ვიცი!
ნამჯუნი გვერდზე გადატრიალდა, შემდეგ კი ისევ ჯინს მოუბრუნდა და წამოჯდა..
- თეჰიონი სახლიდან წავიდა!
- რა!? რატომ?
- გრძელი ამბავია!
- ალბათ შენი ბრალია!
- რატომ ჩემი?
- შენი ეშინია! ვერ ხედავ? ვერ ამჩნევ? როცა ბრაზდები კანკალებს, ან როცა რაღაცას ამბობს თვალებში გაკვირდება რომ რამე არ უთხრა..
ნამჯუნი ოდნავ დაფიქრდა, ნუთუ მის ძმას ასე ეშინია მისი, კი ის მკაცრია, მაგრამ ამას ხომ თეჰიონისთვის აკეთებს, მიუხედავად იმისა რომ ქვის ქული აქვს მასზე ზრუნავს..
- არ შემიმჩმევია უფრო მეგონა ჩემი ერიდებოდა..
- რა სისულელეა! ეშინია! ალბათ ახლაც რაღაც უთხარი და შეეშინდა!
- ნეტა მე მეთქვა!
ჯინმა უფროსს შეხედა და მის სახეზე მწუხარება ამოიკითხა, ნუთუ კიმ ნამჯუნი წუხს ძმის გაქცევას სახლიდან? ნუთუ მას მეორე მხარეც აქვს?
- უბრალოდ დაელაპარაკე და ყველაფერი მოგვარდება თხოვე სიმართლე გითხრას თუ რატომ ეშინია და შემდეგ გამოსავალსაც იპოვი..
- ასე ფიქრობ?
- არ მჯერა მაფიის წევრს რჩევას ვაძლევ!
- აჰჰ
ნამჯუნს სიცილი აუტყდა შემდეგ რბილ ლოგინზე გასწორდა და ჭერს დაუწყო ცქერა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მასთან ყოფნა შვებას გვრიდა.
- მითხარი ცხოვრება რატომ მოგბეზრდა?
- რა?
- მახსოვს რაც თქვი!
- არ მინდა ამაზე საუბარი!
ჯინი წამოდგა და ოდნავ შებარბაცდა თუმცა თავი გაისწორა, ნამჯუნი მასთან ერთად წამოჯდა, უმცროსის ქათქათა ხელს დაეწაფა და მისკენ შემოაბრუნა..
- მითხარი! არ მენდობი?
- და რატომ უნდა გენდო ჩემი ნაცნობი ხარ?
- გასაგებია!
უფროსმა ბიჭს ხელი გაუშვა, წამოწვა და ზურგი შეაქცია... ჯინმა ნოუთბუქი გათიშა და ისიც დაწვა.. ახლა მარადისებულ სიჩუმეში იყვნენ, რომელიც ქერათმიანმა დაარღვია.
- უბრალოდ დაელაპარაკე და ჯონგუკთან მეგობრობა აღარ აუკრძალო!
- ყველა ფულის გამო ემეგობრება!
- ჯონგუკი სხვანაირი ბავშვია მიეცი შანსი ყველა ფულზე არ იყიდება ბატონო ნამჯუნ!
- არც შენ?
- მე? გააჩნია!
- რა?
- ვხუმრობ ვხუმრობ! რომ არ მიჭირდეს თეჰიონს უფასოდაც ვამეცადინებდი! უნივერსიტეტისთვის თანხა მჭირდება ნუ ხომ გესმის!
- კი!
- ალბათ რთულია ამხელა კომპანიების მართვა!
- არც ისე!
ორივე ზურგშექცევით იწვა, სრულ სიბნელეში ნამჯუნს გონებაში თეჰიონის მტირალა სახე უტრიალებდა..
- ბავშვივით ტიროდა!
- .......
- მე კი ვიდექი და ვუყურებდი!
- ჯონგუკთან წავიდოდა სახლში მიაკითხე და სადმე წაიყვანე რამე ადგილზე სადაც დაილაპარაკებთ!
- რა ადგილზე?
- რამე ადგილი არ გაქვთ სადაც ერთად თამაშობდით? საყვარელი ადგილი?
- არა!
- რანაირი ძმები ხართ?
ჯინი წამოჯდა და ნამჯუნისკენ მიაბრუნა თავი..
- არა მართლა ძმები რომელსაც საერთო ადგილი არ აქვთ?
- არც გვითამაშია არაზდროს!
- ვოუ რატომ?
- მე სულ ვსწავლობდი! თამაშის უფლება არ მქონდა!
- თქვენ მშობლებს გავესაუბრებოდი დიდი სიამოვნებით!
ნამჯუნს ჩაეღიმა, შემდეგ წამოჯდა და მანაც ჯინისკენ მიატრალა თავი, რატომღაც ამ ადამიანთან ერთად თავს კარგად გრძნობდა, თავისი სასტიკი მხარე გაქრა და ქერათმიანთან სულ სხვა მაფიოზი იჯდა..
- არამგონია ჩემ მშობლებს შენთან საუბარი მოსწონებოდათ!
- მასე ფიქრობ? მაშინ დავაბამდი და ლექციას ჩავუტარებდი! ალბათ ძალიან გსურდა თამაში და ბავშვებთან ერთად ყოფნა.
- არც ისე! ვერაზდროს ვუგებდი ბავშვებს რომლებიც სათამაშოებში ატარებდნენ დღეს, თუმცა გამოცდილების მიღება კარგი იქნებოდა..
- გასაგებია მაშინ მშობლების ბრალი არ ყოფილა, უცნაური ხარ..
- არც ვჩივი რომ ასეთი ვარ ნახე რამდენს მივაღწიე!
- კი კი მაფიით!
- ცხოვრება არაზდროს არის სამართლიანი როცა იქ იბადები სადაც გადარჩენა რთულია!
- ჰოსოკმა მითხრა ნაშვილებიაო მართალია?
- კი ჩემი მშობლები მოკლეს!
- ძალიან ვწუხვარ!
- არაუშავს! ისინი უკვე დიდად არც კი მახსოვს მათი მკვლელები კი მკვდრები არიან!
ჯინმა ოდნავ შეწუხებული შეხედა უფროსს, შავგრემანი კი მიხვდა რომ ბოლო სიტყვები ზედმეტი იყო..
- გადავაჭარბე!
- არაუშავს! ალბათ რთული იყო! ხალხის დახოცვა!
- არც ისე! მაგრამ მირჩევნია მე ვხოცო ვიდრე თეჰიონმა აიღოს ასეთი ტვირთი...
- უთხარი! ისევე როგორც ჩემთან გულწრფელად თქვი მასაც უთხარი, რას გრძნობ და ისიც მოგიყვება!
- კარგი!
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, ჯინმა ჩაისუნთქ-ამოისუნთქა..
- სახლიდან მეც გამოვიქეცი!
- .....
- ბებიაჩემის გარდაცვალების შემდეგ იქ ყოფნა გაუსაძლისი იყო ბიძაჩემს ყოველდღე ქალები მოყავდა... იქ ყოფნა მახრჩობდა..
- ალბათ რთული იყო!
- არც ისეო ვერ ვიტყვი! უნივერსიტეტში მოხვედრის შემდეგ ის ბინა ვიპოვე იქამდე ხან სად ვრჩებოდი ხან სად, ზოგჯერ გარეთაც კი ვიძინებდი...
- ......
ჯინის ლოყაზე ცრემლებმა იკვლიეს გზა, ბიჭს ყელში ბურთულა ახრჩობდა, მას არავისთვის მოუყოლია ეს ყველაფერი განსაკუთრებით ბიძასთან გატარებული რთული დღეების შესახებ, ნამჯუნთან თავს დაცულად გრძნობდა, სურდა ყველაფერი ეთქვა...
- ნუ ტირი!
უფროსმა მას ცრემლები მოწმინდა, ჯინს ოდნავ თვალი აეწვა და წამოიკვნესა ტკივილიგან..
- ნუ ტირი უფრო გეტკინება!
- უბრალოდ...
- კაი კაი ნუ ტირი!
ნამჯუნი დაიბნა, ხალხის დამშვიდება ნამდვილად არ ეხერხება, მაგრამ მის წინ მჯდომ ქერათმიანი ბიჭის ცრემლები გულს ტკენდა, გადაწვიტა ჩახუტებოდა რადგან არ იცოდა როგორ მოქცეულიყო..
ჯინი მისი ქმედებით გაკვირვებული დარჩა, მაგრამ ჩახუტება ისეთი თბილი იყო, რომ არ განძრეულა სანამ არ ჩაეძინა მოთქვამდა...
- არადა ძლიერი ვარო!
ნამჯუნმა უმცროსი ლოგინზე გაასწორა, ზევიდან თბილი საბანი მოაფარა მის გვერდით დაწვა თუმცა რამდენიმე წუთში ზურგი შეაქცია და თვითონაც ჩაეძინა...
დილით ჯინი საჭმლის სუნმა გააღვიძა..
- რა სუნია!
- გაიღვიძე?
ნამჯუნი მაგიდასთან იჯდა და საუზმობდა..
- ადგები? თუ დაგეხმარო?
- ჩემითად კარგად ავდგები!
- კარგი!
- შენ მოამზადე?
- არა! შევუკვეთე!
- გასაგებია!
ჯინიც მაგიდასთან მოთავსდა..
- დღეს უკეთ გამოიყურები!
- წამლები ჩქარა მოქმედებენ ბატონი როჯერსი მართლა კარგი ექიმია..
- კაი გამახსენე დღეს მოვა რომ შეგამოწმოს!
- გასაგებია! მაგრამ ნამდვილად არ იყო საჭირო!
- ჩვენს გამო ხარ ამ მდგომარეობაში ასე რომ..
- თეჰიონთან აპირებ წასვლას?
- ჯერ არა!
- ააამ!
- უი ხო პერთმა დამირეკა იმ სახლის მისამართი მითხრა სადაც ცხოვრობდი!
- რა? და მერე?
- არაფერი გადავამოწმეთ ბიძაშენს გაუყიდია და გადასულა!
ჯინს ცივმა ოფლმა დაასხა, რატომღაც ის მოხუცი ქალი გაახსენდა, რომელმაც სახლიდან გამოაგდო, თავში მილიარდი კითხვა გაუჩნდა სურდა ეკითხა უფროსისთვის ის თუ გაიგე სად წავიდაო მაგრამ წარსულის ტკივილმა ხმის ამოღების უფლება არ მისცა...

 love in darknessOnde histórias criam vida. Descubra agora