თავი 9

76 9 0
                                    

ქერათმიანი სახლში არ წასულა, იქამდე დარაჩა სანამ ექიმი გამოიძახეს, შემდეგ კი მის გამოსვლას დაელოდა თეჰიონთან ერთად ნამჯუნის ოთახის წინ...
- სიცხე აქვს სად გაცივდა?
- არ ვიცით სერ!
- ეს წამლებია მალე კარგად გახდება თეჰიონ ნუ ნერვიულობ...
ჯინმა ეს მამაკაცი იცნო მოსვლისთანავე, ის ხომ ის ექიმია რომელმაც მას რაღაც გადასხმა გაუკეთა.. ჯეიმზმაც იცნო ბიჭი და თბილად გაუღიმა..
- ამ წამლების ყიდვას ვინმეს დავავალებ!
- მომეცით და მარკს ვეტყვი რომ მოიტანოს
განუხცადა მოხუცებულმა მოსამსახურემ თეჰიონს, მანაც დაუფიქრებლად მისცა ჯეიმზის გამოწერილი წამლების სია...
- კარგით ახლა წავალ თქვენ თუ მიდიხართ შემიძლია წაგიყვანოთ!
- არა სერ ჩემი...
- გთხოვთ უტაქტობაში ნუ ჩამომართმევთ ატვობუსის გაჩერებამდე გაგიყვანთ..
ჯინი დათანხმდა ამ შემოთავაზებას სხვა გზა არ ჰქონდა, თეჰიონს ძმის გამოჯანმრთელება უსურვა, შემდეგ კი დაემშვიდობა  ექიმის პატარა მანქანაში ჩაჯდა, ჯეიმზმა იქაურიბა აჩქარებულად დატოვა მეორე.პაციენტთან უნდა მოსულიყო...
- როგორ ბრძანდებით?
- კარგად გმადლობთ დამხარებისთვის!
- არაფრის ჩემზე მეტი მაინც ნამჯუნმა გააკეთა..
- ....
- თქვენ მადლობის სათქმელად იყავით მისული?
- არა მისი ძმის მასწავლებელი ვარ!
- გასაგებია თეჰიონს ნამდვილად ესაჭირეობა პირადი მასწავლებელი!
ავტობუსის გაჩერებასთან ჩამოსვა, ქერათმიანი და გზა განაგრძო, ჯინი თავის ავტობუსს დაელოდა, სახლში როცა მივიდა პორთველი მოისროლა გახეხილ დივანზე და ლოგინში ჩაეშვა, რატომღაც გონებაში ბებიის ხმა ამოუტივდივდა, * ბები ხომ იცი კარგი ბიჭი ხარ კარგად ისწავლე და ცხოვრებაში ბევრს მიაღწევ ჩემზე არ იდარდო*
ბიჭმა ნოსტალგიამ შეიპყრო და ცრემლები გადმოსცვივდა მოულოდნელად ხმამაღალი ტირილი მორთო როცა დიდი ემოციებისგან დაიცალა, თვალები ჩაუსივდა ნეტა იცოდა ბებიამ? იცოდა რა ხდებოდა ჯინის თავს სიკდვილის წინ? იცოდა სად ტოვებდა მას? ან ვისთან? სიკვდილის წინ მოხუცი ქალი ბოლოს დილით ნახა მას უკვე დიდად საუბარი არ შეეძლო იმდენად იყო დამოხუცებული, ზურგში ჩახრილი თითქოს თვალებით აუწყებდა რაღაცას, თითქოს ქალი წუხდა წუხდა და თვალებით ეუბნებოდა არ დანებდე, არ გახდე სიკდვდილის მსხვერპლიო...

 love in darknessKde žijí příběhy. Začni objevovat