თავი 15

63 8 1
                                    

იუნგი ნამჯუნთან 1საათში გაჩნდა.. უფროსი კომპანიაში ელოდა მას.
- იუნგი მინდა ვინმეს ერთი დავალება მისცე!
- გისმენ!
- ვინმე გაუშვი რომ ეს კაცი იპოვოს! პერთს ვუთხარი და მასთან კონტაქტი ქონდეს!
- ვინ არის? რატომ ეძებ?
- ჯინის ბიძაა!
- რატომ ეძებ?
- უბრალოდ თვალი მინდა ვადევნო ესაა და ეს!
- ნამჯუნ! კარგად გიცნობ!
- თუ მიცნობ უნდა იცოდე რომ ახსნა განმარტებების ჩაბარება არ მიყვარს!
- და მაინც რატომ?
-  იუნგი!
- უბრალოდ მაინტერესებს!
- ინტერესმა შეიძლება მოგკლას!
- მემუქრები?
- ასეც რომ იყოს?
ნამჯუნმა სიგარა საფერფლეზე დააკუჭა შემდეგ თვალებით, მწვანეთმიანს ახედა..
- დიდიხანია არ გვივარჯიშია ხომ არ გავიხსენოთ ძველი დრო?
- თუ დაგამარცხებ მეტყვი?
- რა თქმა უნდა!
- კარგი!
- ბატონო ნამჯუნ!
ოთახში მოულოდნელად პერთი შემოვიდა..
- გისმენ!
- სერ ის კაცი რომ დამავალეთ მგონი მივაგენი!
- იუნგი ვინმეს გაგზავნის მას რომ უთვალთვალოს არა იუნგი?
- კი! გავაგზავნი რადგან ასე გსურს..
ბიჭმა ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან, ვიღაცის ნომერი მოძებნა შემდეგ დააჭირა და ყურზე მიიდო..
- შენთვის სამუშაო მაქ!
ყურმილიდან ვიღაცის ყვირილის ხმა გაისმა..
- ნამჯუნთან!
ისევ ღრიალის ხმა..
- ნუ ნერვიულობ საშიში არ არის! კარგი 1 საათში მოდი ლოკაციას გამოგიგზავნი!
ნამჯუნი სავარძლიდან ადგა .
- წავიდეთ?
- კი!
- ამ მე?
- პერთ შენ თავისუფალი ხარ რაც დაგავალე ის გააკეთე!
- დიახ!
ნამჯუნი და იუნგი ერთ ღია ყავისფერ შენობასთან გაჩერდნენ, შიგნით ხალხის ხმა ისმოდა, როცა შეაბიჯეს მათ წინ უდიდესი რინგი გადაიშალა სადაც ორი დაკუნთული მამაკაცი იბრძოდა...
- ნამჯუნ?
- ტონი! დიდი ხანია აქ არ მოვსულვარ! რინგი შეგიცვლიათ!
- კი თან ახლა უფრო დიდია!
- მე და იუნგის ასპარეზობა მოგვენატრა ვიფიქრეთ შევივლითთქო!
- იუნგი როგორ ხარ!
- კარგად ტონი !
ბიჭებმა ტანისამოსი გამოიცვალეს და რინგი მათ დაუთმეს..
- რამდენი რაუნდი?
- როგორც ყოველთვის 3!
- კარგით აბა წავიდა!
ნამჯუნს ყბაში ისე ძლიერ მოხვდა ძირს დავარდა, ამას არ ელოდა.. წამოდგომისღანავე იუნგის მხარში ეცა ძირს დააგდო ზევიდან მოექცა სახეში უთავაზა, ბიჭს ტუჩიდან სისხლი წასკდა ისე ჩხუბობდნენ გეგონება მტრები იყვნენო.. მწავანეთმიანმა 2 რაუნდი მოიგო, მაგრამ ნამჯუნმა შემდეგი 3ის მოგება მოახერხა...
- როგორც ყოველთვის ჩქარობ!.
- კარგი იყო...
- ნამჯუნ მაინც რატომ ?
- ჯინზე მეტის გაგება მსურს! თან როგორც მივხვდი ბიძასთან არ კონტაქტობს, ამიტომ მინდა ვიცოდე იმ კაცის თითოეული ნაბიჯი...
- გასაგებია..
იუნგის ოდნავ ჩაეღიმა, შემდეგ კი მისი სახელი გაისმა მთელ დარბაზში ახალგაზრდა ბიჭი კარებთან იდგა და ეძახდა..
- ესაა?
- ხო ჯიმინ! მოდიი!
ჯიმინი შავგრემანი ბიჭი იყო, გადაპარსული თავით, ზევიდან დიდი ჰუდი ეცვა, ქვევით კი შავი ჯინსი, რომელიც ისე ჩანდა თითქოს დიდი ქონდა, ზურგზე ჩანთა ეკიდა, ბიჭი ძუნძულით შემოიჭრა შენობაში...
- ჰიონ! მოვედი როგორც კი დამირეკე!
- ხო ხო როგორც კი!
იუნგიმ თვალები გადაატრიალა..
- გამარჯობათ!
ჯიმინმა ნამჯუნს თავი დაუკრა, შემდეგ  წელში გაიმართა და მწვანეთმიანს გაუღიმა..
- ჰიონ აბა რა სამუშაოა!
-ვიღაცას უნდა უთვალთვალო შეძლებ?
- უკაცრავად მე ჩემს ჰიონს ვკითხე!
ნამჯუნმა ბიჭს უცნაური სახე მიაპყრო შემდეგ კი იუნგის ახედა...
- ეს ნამჯუნია ჩემი უფროსი ნორმალურად ესაუბრე!
- ა უი ესაა უი ბოდიში!
ჯიმინმა ისევ თავი დაუკრა ნამჯუნს..
- იუნგი დარწმუნებული ხარ რომ შეძლებს?
- ნუ ნერვიულობ შეძლებს! არა ჯიმინ?
- კი სერ ამ სამუშაოს თვალისჩინივით მოვუფრთხილდები!
- ამ კაცს უნდა უთვალთვალო! პერთის ნომერს მოგცემ ჩვენი ჰაკერია და მასთან კონტაქტი გექნება გასაგებია!
- ხომ იცი რომ მარტო მიყვარს მუშაობა!
- ამჯერად არ გამოვა, მის ყველა გადაადგილებას პერთს გაუგზავნი!
- ხელფასი?
- ამაზე მერე ვისაუბროთ!
- შენ იუნგის ნახევარძმა ხარ არა? ესაა იუნგი?
- დიახ ნამჯუნ!
- გასაგებია!
ნამჯუნი წამოდგა და სააბაზანოში შევიდა..
- ჯიმინ! თმა ისევ გადაგპარსეს?
- ა? ეს უბრალოდ ასე მომინდა!
- სიმართლე მითხარი!
- მამას არ მოსწონს რომ ვიზრდი გუშინ გადამპარსა!
- ეგ ახვარი!
- ჰიონ რაღაც უნდა მეთქვა!
- გისმენ!
- მინდა რომ სახლიდან წამოვიდე ჰიონ!
- მერე თემინი?
- თემინსაც წამოვიყვან!
- თემინს არავინ წამოგაყვანინებს ჯიმინ! ჯერ 18ის არაა!
- ვიცი მაგრამ იქ ცხოვრება გაუსაძლისი ხდება ჰიონ! ყოველდღე ახალახალი ქალები! ახლა კი..
- რა?
- კაცებიც ჰიონ!
სანამ ძმები საუბრობდნენ, ნამჯუნი სააბაზანოდან გამოვიდა მათ საუბარს კი კარგად ისმენდა..
- ოჯახში სირთულე გაქვთ იუნგი?
- ნამჯუნ! ეს შენ არ გეხება!
- ხომ იცი დახმარება თუ დაგჭირდება !
- ვიცი! ვიცი უბრალოდ!
- იუნგი გაძლევ უფლებას ისე მოიქცე როგორც გსურს!
- დარწმუნებული ხარ?
- კი! დღეს საქმე მაინც არ გვაქ !
- სასახლეში მიგიყვან!
- არაა საჭირო ჯინთან გავივლი შენ წადი!
- მიგიყვან!
- კაი!
ჯიმინი იუნგის ნახევარ ძმა იყო, რომელსაც ერთი ღვიძლი ძმა ყავს თემინი.. მათ დედა დაიღუპა მამამ კი მეორე ცოლად იუნგის დედა მოიყვანა,
ნწვანეთმიანის ბავშვობა იმდენად კარგი არც ყოფილა სანამ ნამჯუნს არ შეხვდებოდა და მასთან არ დაიწყებდა სამუშაობას...
- მანქანა ბინასთან გაჩერდა ჯონგუკი და თეჰიონი უკვე წასულიყვნენ ხოლო ჰოსოკი იმ მომენტში გამოდიოდა როცა ნამჯუნმა კარი გააღო..
- აჰ შენ!
- შენ ჰოსოკი გქვია არა?
- კი!
- ჯინ უნდა წავიდე მაგრამ თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე!
- ჰოსოკ მანქანას რას უზავ?
- დავტოვებ მაინც გაფუჭდა!
- ფეხით წახვალ ამ სიშორეზე?
- ნუ ნერვიულობ, მეგობარს დავურეკავ!
- მე წაგიყვან!
იუნგიმ უცებ ჩააგდო სიტყვა მეგობრების საუბარში, ნამჯუნმა ბიჭს გაკვირვებული შემოხედა..
- ხო მე წაგიყვან პრობლემა არაა!
ჰოსოკს რომ არ აგვიანდებოდეს ალბათ უარს იტყოდა, ჯინმაც დააძალა..
ნამჯუნმა კარი მოიხურა ხოლო შავგრემანი იუნგის ჩაყვა, ხმას არ იღებდა უფროსი კი აკვირდებოდა.. როცა მანქანასთან აღმოჩნდნენ, ჰოსოკმა ჯიმინი შენიშნა და გულზე მოეშვა მარტო არ ვიქნები ამ ადამიანთანო..
- ჯიმინ ჰოსოკიც რომ წამოვიდეს პრობლემა ხომ არ იქნება...
- არა !
- ამ ჰოსოკ ძაან გაგვიანდება? ჩემთან უნდა გავიარო!
ბიჭმა საათს დახედა შემდეგ კი იუნგისკენ გაასწორა მზერა..
- ისე რომ დავფიქრდე არც ისე იქ 6ზე უნდა ვიყო!
- მაშინ მოვასწრებთ..
იუნგიმ მანქანა დაქოქა და ადგილს მოწყდა, გზაში ხმა არცერთს ამოუღია.. ნახევარი საათის შემდეგ შენობასთან გაჩერდნენ, რომელიც ხულიგნების ადგილს გავდა...
- აქ რა გვინდა?
ჩუმათ იკითხა ჰოსოკმა...
- შენ არა ჩვენ გვინდა ცოტახნით დაგველოდე!
- შეილება რომ წამოვიდე? ასეთ ადგილებში არ მიყვარს ყოფნა მითუმეტეს მარტო!
- მანქანაში ხარ!
- მერე რა? მოპარვა რო გადაწყვიტოს ვინმემ?
ჯიმინს ჩაეცინა...
- არავინ მოუპარავს მაგრამ ჩვენი ოჯახის დრამის ნახვა თუ გირჩევნია პრობლემა არაა!
- ოჯახის დრამა მირჩევნია ქურდთან გადაყრას!
- პოპკორნიც ხომ არ გინდა?
- რატომაც არა!
ჯიმინს და ჰოსოკს ხმამაღლა გაეცინა, იუნგი ორივეს ჩუმად უყურებდა, 3ვე მანქანიდან გადმოვიდნენ.. პატარა შენობაში შევიდნენ თუ არა ღრიალის და ყვირილის ხმა მოესმათ ჯიმინმა ჰოსოკს მხარი ჰკრა და წინ გაიქცა ბინაში შევარდა...
- ჰოსოკ შიგნით ნუ შემოხვალ!
- კაი აქ დაგელოდებით..
- ჯიმინ მოიცადე..
ბიჭი ბინაში შევიდა და მის წინ გადაშლილი სურათი არც ისე ოჯახური იყო რაც დახვდა..
- თემინს თავი დაანებე!
ჯიმინი ახალგაზრდა ქალს გიჟივით ეცა და ხელი ჰკრა, შემდეგ ბიჭს შემოუბრუნდა რომელიც ძირს ჩაკუზული იყო და ხელები თავზე ქონდა აფარებული...
- რა ჯანდაბას აკეთებ!
- შე უგუნურო ბავშვო ხმას როგორ მიწევ!
- თემინს შეეშვი! რამდენჯერ გითხრა მასზე ხელს ნუ აწევთქო!
- დააშავა და უნდა დაისაჯოს!
ქალმა ხელი პოლის ჯოხს მოკიდა რომ ბიჭებზე დაერტყა თუმცა იუნგის როგორც კი თვალი მოჰკრა მისკენ გააქანა..
- არ შეცვლილხარ! ჯიმინ! ნივთები აიღე!
- ჰიონ? მარტო არ დამტოვო!!
მტირალა თემინი ჯიმინს ჩამოებღაუჭა და ხელს არ უშვებდა, ჩალურჯებული თვალებით შეჰყურებდა უფროსს და მოთქვამდა...
- თემინ შენც აიღე შენი ნივთები!
უმცროსმა იუნგის შეხედა და უცებ წამოდგა, ჯიმინთან ერთად ოთახში შევიდა, მწავანეთმიანმა არეულ სახლში ადგილი იპოვა და ჩამოჯდა...
- ბიჭები დღეიდან ჩემთან იცხოვრებენ.
- ამის უფლება არ გაქვს მათი მეურვე მე ვარ!
- ჯიმინი ზრდასრულია სრული უფლება აქვს წავიდეს!
- თემინი აქ დარჩება!
- არ დარჩება შეგიძლია ისევ მიჩივლო როგორც მაშინ!
- იუნგი ვერ წაიყვან არ გაგატან!
- მაგასაც ვნახავთ...
ჰოსოკი ბინიდან გამოსულმა ყვირილმა დაააბნია, მაგრამ ბიჭებს გარეთ ელოდა, მოულოდნელად უკნიდან ვიღაცამ უკანალზე ხელი ამოარტყა, ბიჭმა შოკისკან თავი მოაბრუნდა და ხელში ოდნავ ხანშიშესული მამაკაცი შერჩა..
- შენნაირი მადისაღმძვრელ ბიჭს აქ რა უნდა? ჩემ ცოლთან ხარ??
- უკაცრავად?
- წამოდი ნუ გრცხვენია! კლიენტი ყავს?
- არა მეგობარს ველოდები!
- წამოდი წამოდი!
ჰოსოკს ხელი ჩაავლო მხარში, ბინის კარი გააღო და შიგნით შეათრია...
- პატარავ ნახე როგორი კლიენტი გელოდება რატომ არ იღებ?
მამაკაცი მობრუნდა და იუნგის დანახვაზე სახე სრულიად შეეცვალა...
- შენ?!
ჰოსოკი საწყლად იყურებოდა აქეთ იქით.. მამაკაცი ხელს არ უშვებდა, შემდეგ მისი ხელები წელზე იგრძნო რაც არაკომფორტული იყო მისთვის, იუნგი ამის დანახვაზე ფეხზე წამოდგა და მათ მიუახლოვდა...
- ხომ გითხარი გარეთ დამელოდეთქო!
- რა გარეთ !? ჩემი ბრალი არაა ..
- მანქანაში ვიგულისხმე!
- ........
ჰოსოკი ცდილობდა უცხოსგან თავის დაღწევას, მაგრამ ამაოდ, იუნგი კი მას ესაუბრებოდა თითქოს არაკომფორტულ სიტუაციაში არ იყოს...
- იცნობ?
- უკაცრავად ხელი გამიშვით!
- რატომ ლამაზო! ეს რომ წავა ჩემი ცოლი მოგხედავს!
- ....
იუნგი მამაკაცის ხელს ეწაფა და ამოუბრუნა შემდეგ კი ტანისამოსზე მიაგდო, რომელიც აშკარად გასარეცხი იყო და დაგროვილი..
- აქ რა ჯანდაბა გინდა?
- ძმების წასაყვანად მოვედი!
- ისინი ჩემი შვილები არიან ხელსაც არ მოკიდებ!
- ჯიმინი სრულწლოვანია და სადაც მოესურვება იქ წავა! თემინზე კი შეგიძლია მიჩივლო!
- ჯიმინ მალე! აქაურობა ყარს!
ჰოსოკი გაკვირვებული გაჰყურებდა, მის წინ არსებულ სიტუაციას, სახლი მართლა ყარდა, ეს უცხო ხალხი კი მთელ ხმაზე უღრიალებდა მწვანეთმიანს...ბიჭი უხერხულში ჩავარდა უკვე წასვლა სურდა, რასაც იუნგი მიხვდა და მისკენ მთელი სხეილით მოტრიალდა...
- ნუ ნერვიულობ მალე წავალთ!
- არ ვნერვიულობ!
- უხერხულობა გეტყობა..
მოულოდნელად იუნგის მხარში ალკოჰოლის ბოთლი გადაამტრვია ქალმა..
- არსად წამოვა თემინი გასაგებია!
- მაგასაც ვნახავთ!
თემინი და ჯიმინი ოთახიდან გამოვიდნენ, ჰოსოკთან დადგნენ, უფროსი ბიჭებს უყურებდა მათ მიმართ სინანულის გრძნობა გაუჩნდა, განსაკუთრებით თემინის, ბიჭი სუსტი იყო ჯიმინთან შედარებით, თმა მასაც გადახოტრილი ჰქონდა, თუმცა ძმისგან განსხვავებით მისი თავი სრულიად სუფთა იყო თმისგან, თვალები ჩასიებული და ჩალურჯებული ქონდა, ჩანთა ხელში ძლივს ეჭირა ფეხებიც უკანკალებდა.. * ამ ბავშვს არ აჭმევდნენ?*
- ჰიონ აქ არ დამტოვო გთხოვ!
ბიჭი ცრემლებად დაიღვარა, უფროს ძმებს ევედრებოდა ნუ დამტოვებთო... იუნგიმ ჰოსოკს მათი გაყვანა და მანქანასთან დალოდება სთხოვა..
- შეგიძლია ისინი გაიყვანო და მანქანასთან დამელოდოთ!?
- კი კი პრობლემა არ არის!
ბიჭმა ორივე წინ დაიყენა და ისე გავიდნენ ბინიდან... იუნგი მათი გასვლის შემდეგ ორივე მშობელს მოუბრუნდა და სახეში ფული ესროლა..
- ეს გეყოფათ! ბოლოა ამის შემდეგ ერთ კაპიკსაც ვერ ეღირსებით!
ბიჭმა კარები გამოიხურა მათთან კამათი და ყვირილი არ სურდა, მანქანასთან მივიდა თუ არა თემინის სახეს შეხედა...
- ჰმმ ჩემ ბოსთან მიგიყვანთ! იქ იქნებით ცოტახნით დაცულები იქნებით ამათგან, თემინ სკოლიდან გამოგიყვან!
- რა?
- სხვაგან შეგიყვან! ნუ ნერვიულობ მაქვს იმდენი ძალაუფლება რომ ორივეს მოგიაროთ! ამჯერად თქვენს თავს ვერ წამართმევენ!
- ჰიონ!
თემინმა პატარა ბავშვივით ტირილი მორთა და იუნგის ჩაეხუტა, სლუკუნებდა ერთი წინადადების გადაბმას ვერ ახერხებდა...
- ჩაჯექით და წავიდეთ!
სანამ ყველა მანქანაში ჯდებოდა, იუნგის მამინაცვალი სტეკლოს ბოთლით ხოლო მისი დედა დანით მორბოდნენ, ჰოსოკს თვალები გაუფართოვდა და მის წინ მდგარი თემინი სასწრაფოდ ჩატენა უკანა მგზავრის სკამზე, ჯიმინი მეორე მხარეს იდგა და რეაგირება ვერ მოასწრო ისე გაისმა იარაღის ხმა ჰაერში..
- გგონიათ ასე უბრალოდ მოვედი?
ორივე მშობელი გაჩერდა და მწვანეთმიანს დაუწყეს ცქერა, რომელსაც ისინი მიზანში ყავდა ამოღებული..
- ჰოსოკ ჯიმინ ჩაჯექით!
ოროვე უსიტყვოთ დაემორჩილა უფროსს შემდეგ იუნგი მძღოლის ადგილზე დაჯდა იქაურობას გასცილდა.... ბიჭების სასახლეში მიყვანისას ნაცნობი სახეები შენიშნეს, თეჰიონი და ჯონგუკი სახლის კართან იდგნენ, მწვანეთმიანმა მანქანა შეაყენა...
- გადადით!
ყველა უსიტყვოდ გადმოვიდა, მათი მოსვლა თეჰიონს არ გამორჩენია თვალთახედვიდან, პირველი კი ჰოსოკი შენიშნა რომელთანაც გიჟივით მივარდა ღიმილით, რომელიც უცებ გაუქრა როცა მანქნიდან გამოსული  გალახული თემინი დაინახა..
- ეს რა არის იუნგი! შენ გალახე? ჩემმა ძმამ გიბრძანა?
ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს, იუნგიმ წარბები ასწია...
- არა თეჰიონ ჩემი ძმაა პატარა ინციდენტი მოხდა სახლში და მათი აქ მოყვანა  მომიწია..
- როჯერს დავურეკავ ეს პატარა????????
თემინი ძლივს იდგა, ჰოსოკმა შეამჩნია, რომ ბიჭი უძლურად გამოიყურებოდა და ჩამთა გამოართვა...
- სახლში შევიყვანოთ პირველად დახმარებას გავუწევ თორემ ძლივს დგას!
- მართალი ხარ!
ყველა სახლში შევიდა, ჯიმინმა პირი დააღო, შესასვლელს ისე უყურებდა თითქოს მუზეუმში იყოსო, შემდეგ უფროს ძმას გაუღიმა ქუდი მოუხსნა და თავზე ხელი გადაისვა, გეგონება თმა ქონდეს და უკან იგდებსო..
- ჰიონ აქაურობა ულამაზესია!
- ზედმეტი არ მოგივიდეს!
ჯონგუკმა ჯიმინს თვალი შეავლო, და უცებ მიხვდა, რომ ერთი წლისები იყვნენ, მის სახეზე ჩალურჯება შენიშნა და დაჯდომა შესთავაზა, ჰოსოკს პირველადი დახმარების ყუთი მოუტანეს თემინის დაზიანებები, როგორც კი დაამუშავა ბიჭი ერთერთ ოთახში წამოაწვინეს...
- დაიძინე ყველაფერი კარგად იქნება როცა მორჩები დაცვის ოთახში გადაგიყვ...
- რა დაცვის ოთახი? იყოს აქ! ამ სახლში იმდენი ოთახია ჩემი ძმა უარს არ იტყვის!
- თეჰიონ არ მინდა ნამჯუნი შეწუხდეს
- არ შეწუხდება!
იუნგის კამათის თავი არ ჰქონდა, ამიტომ დანებდა...
- ჯიმინ შენც დაისვენე სამუშაოს შესრულებაზე კი ხვალ გადადი!
- კაი როგორც იტყვი, აქ რომ მოვიდნენ?
- მარკს გავაფრთხილებ აქ ვერ მოვლენ, დამიჯერე...
იუნგი მეორე სართულიდან ქვევით ჩავიდა სადაც ტელეფონზე მოსაუბრე ჰოსოკს მიუსწრო..
- ხომ გითხარი 6ზე მეთქი! მანქანა გამიფუჭდა!
ბიჭმა ტელეფონი გათიშა და სახეზე  სიბრაზე ეტყობოდა...
- წამოდი წაგიყვანო!
- ა? არაა საჭირო! ტაქსით წავალ!
- ხომ გითხარი წაგიყვანთქო ! წამოდი!
მანქანაში ჩაჯდნენ და წავიდნენ, იუნგიმ მხარში ტკივილები იგრძნო თუმცა არ შეიმჩნია.. 3 საათი გზაში იყვნენ..
- აი აი იქ გამიჩერე!
- აქ რა ჯანდაბა გინდა?
- საქმე მაქვს გამიჩერე!
- აქ?
- ხო!
- ამ შუაგულ ტყეში?
- ხო!
- დამცინი?
- არა რატომ უნდა დაგცინო!
- ვის ხვდები აქ?
- და შენ ვინ ხარ რომ გითხრა? კაი მადლობა შეგიძლია წახვიდე!
- მოიცა უკან არ გინდა დაბრუნება?
- უკან ტაქსით წავალ!
- დაგელოდები!
- არაა საჭირო!
- ჰოსოკ რა ხდება?
- ოოოო
ბიჭი მანქანიდან გადმოვიდა და კარები მიაჯახუნა შემდეგ ტყეში შევიდა, იუნგიმ მხარი აიქნია ტკივილისგან შემდეგ კი ჰოსოკს გაყვა...
- ამ ტყეში რა გინდა მაინც ვერ გავიგე!
- რატომ მომყვები?
- უბრალოდ ვერ გამიგია ამ ტყეში რა დაკარგე!
- აიშს!
ბიჭები ერთ პატარა ქოხთან მივიდნენ, ჰოსოკმა კარზე დააკაკუნა.. რომელიც ახალგაზრდა ბიჭმა გააღო..
- მოხვედი?
- არა გზაში ვარ!
- შემოდი ეს ვინა ?
- არავინ დაიკიდე გამომყვა ნაცნობია!
- ხომ გითხარი ზედმეტი ხალხი არ გვინდათქო!
- როდის მითხარი ეგ?
- ყველაფერზე პასუხი გაქ!
- მე ხომ ჰოსოკი ვარ!
ბიჭები შიგნით შევიდნენ...
-დღეს რა ხდება !
- რომ წააგო თავს წაგაჭრით! ჩვენი ფული გმართებს!
- ვიცი ვიცი!
- შენი წიწილა როგორაა?
- ჯინს მასე ნუ მიმართავ! და კარგად!
- ხომ იცი დღეს შენი იმედი გვაქვს!
- ხო ხო!
ბიჭი ქოხის უკანა ეზოში გავიდა სადაც ნახევრად გახდილი და გალახული ხალხი იდგა, იუნგიმ გაკვირვებისგან სახე ვერ დამალა, რაც ჰოსოკმა შეამჩნია, არალეგალური ბრძოლები, მთავრობამ ისინი 8 წელია რაც აკრძალა..
- ქოხის უკან ამხელა ეზო თუ იყო ვერ შევამჩნიე!
- თვალები უნდა გაახილო! აქაურობა შემოღობილია!
- გასაგებია!
- წამოდი იმ შენობაში გამოვიცვლი!
ბიჭები ეზოს კუთხეში არსებულ პატარა შენობაში შევიდნენ, ჰოსოკი სრულიად შავ სპორტულებში გამოეწყო..
- მოიცა შენ რა ჩხუბს აპირებ?
- ხო!
- აქ?
- ხო
- ეს ხომ აკრძალული ბრძოლებია!
- და ვის რაში აინტერესებს!
შენობიდან გამოსულებს დიდი კავკასიური ძაღლი დახვდათ გარეთ რომელსაც პიტბულთან უნდა ებრძოლა, იუნგიმ უცებ ნამჯუნის რეაქციაზე გაიფიქრა ეს ყველაფერი, რომ ენახა ალბათ აქაურობას გადაწვავდა თავის შემქნელთან ერთად თუმცა უცებ მწვანეთმიანმა ნაცნობ ადამიანს მოჰკრა თვალი და გაკვირვებისგან ღიმილი ვერ დამალა, ჰოსოკს ეს არ შეუმჩნევია იგი ეზოს მეორე ნახევარში რინგზე გავიდა და მასზე ორჯერ დიდ ყმაწვილს შეებრძოლა ყველას გასაკვირად მოიგო, თუმცა ერთი თვალი კინაღამ დაკარგა...


 love in darknessWhere stories live. Discover now