თავი 18

42 6 3
                                    

ჰერას სასტუმრო ფეხზე იდგა, მოსამსახურე პერსონალი იქით აქეთ ირეოდა, რატომღაც ამ ამბავში ჯინიც აღმოჩნდა, როცა ნამჯუნს სთხოვა უნივერსიტეტში წამიყვანეო ამ დროს უფროსი სასტუმროში გაჩერდა...
- მე უნივერსიტეტი გთხოვე ეს ადგილი კი არა
- ვიცი ვიცი! ვნახავ სამზადისი როგორ მიდის და წაგიყვან დამელოდე!
ნამჯუნი გადმოვიდა შენობაში შევიდა ყველაფერი გადაამოწმა და უკან დაბრუნდა..
- ახლა წავედით უკან დაცვა მოგვყვება როცა დაასრულებ მათთან ერთად დაბრუნდი!
- გასაგებია!
ნამჯუნმა ჯინი უნივერსიტეტთან დატოვა, თვითონ კი ისევ ჰერაში დაბრუნდა, რამდენიმე საათიანი მომზადების შემდეგ, დარბაზი შავ შარვალკოსტუმში გამოწყობილმა ხალხმა დაფარა..
იაკუძას უფროსი იამაგუჩი დარბაზში შევიდა, მამაკაცური იერი დაჰკრავდა, მის გვერდით ბრაზილიის მაფიის ლიდერი ხოლო მათ უკან კი დონ ჟაკი და დინარიო აღმოჩნდნენ... დარბაზში ასევე ირეოდა ტაილანდის მაფიის უფროსი, ინდოეთის, არაბეთის, რუსეთის და სხვა...
- ნამჯუნმა  კარგად იცის როგორ დაახლოვოს ხალხი არა ჟაკ?
- დიახ სერ მომწონს ეს ახალგაზრდა მგონი კარგად მოვიქეცით..
გაგიკვირდებათ და  მათ შორის ქალებიც იყვნენ, რომლებიც მამაკაცებს სისასტიკეში არ ჩამოუვარდებოდნენ...
მოულოდნელად ხმაურიან დარბაზში ნამჯუნის ბოხი ხმა გაისმა, რომელიც პატარა მიკროფონიდან მიმართავდა სტუმრებს..
- ბატონებო და ქალბატონებო გთხოვთ მაგიდასთან...
ყველა მაგიდასთან ჩამოჯდა მათ გვერდით დაცვა იდგა, არავინ არ ენდობოდა ერთმანეთს, ნამჯუნი თავში იჯდა შემდეგ კი მიმტამებს თვალი ჩაუკრა და მათაც ფუსფუსი დაიწყეს..
- ჯერ მიირთვით საქმე კი ცოტახნით გადავდოთ..

ჯინი უნივერსიტეტიდან გაბრაზებული გამოვიდა, მისი ლექციის ჩატარება ვერ მოახერხა რადგან რექტორმა დაუშალა..  დაცვით გატენილ მანქანასთან მივიდა და შიგნით ნაცნობი სახე შენიშნა..
- ჰოსოკ? აქ რა გინდა?
- იუნგიმ მომიყვანა დილით ამ დღეს ლექციები არ გვემთხვევა..
- აა თვალის ჩალურჯება გაგდის კაია..
-კი, აბა რა მოხდა? ჩაატარე?
- ვერა..
ჯინი მანქანაში ჩაჯდა და მძღოლს ანიშნა რომ წასულიყვნენ, ისიც უნივერსიტეტს მოსწყდა და სასახლისკენ დაიძრა...
- რა მოხდა რატომ ვერ ჩაატარე?
- რექტორის ბრალია ის ბებერი გველი თავისას არ იშლის!
- არ მჯერა რომ ამდენის უფლებას აძლევს თავს, რადგან ფულს ძლივს იხდი იმას არ ნიშნავს რომ თქვზე გადაგიარონ!
- უი მაგაზე გამახსენდა! თანხა მომთხოვა იქამდე ლექციაზეც არ დაგიშვებო და გამოცდებს დაემშვიდობეო!
- რა? კი მაგრამ ხომ გადაიხადე?
- კი მაგრამ არ მესმის ამ კაცის!
- ისევ ის შემოგთავაზა?
- აჰამ..
ჯინმა ამღვრეული თვალები ფანჯარას მიაპყრო და გზას დაუწყო ცქერა ეს ყოველი სემესტრის დასაწყისში ხდება რექტორო ფულს სძალავს 2 სემესტრისას იხდის ბოლოს ჰოსოკის დახმარებით გადაიხადა, როცა რექტორს დროს სთხოვს იგი მასთან დაწოლას სთავაზობს ჯინი ამას მიჩვეულია მისგან თუმცა ყოველ წელს უარით ისტუმრებდა..
- კაია რომ წელს ბოლო წელია როგორც კი დიპლომს ავიღებთ განთავისუფლდები!
- კი იმედია იქამდე მივალთ... უკაცრავად ეს გზა ნამჯუნის სახლამდე მიდის?
- ეს შემოვლითი გზაა ბოდიშით უკან დიდი ჯიპი მოგვყვება და მინდა რომ პერთმა დააფიქსიროს ამიტომ დიდი გზით წამოვედი..
-  არ მჯერა რომ ჩვენც მოგვდევენ!
- ეს გასაგებიცაა მათ ალბათ ბატონი ჯინი უფროსის შეყვარებული ჰგონიათ ან ახლო ნათესავი..
- და მე?
- თქვენზე ჯერ არავის უთქვამს არაფერი ბატონო ჰოსოკ!
- გასაგებია ჯინ შენი სილამაზე მტრებსაც ნუსხავს!
- სასაცილოა! მე ხომ მისთვის არავინ ვარ
მძღოლმა კიდევ ერთხელ მოუხვიაბშემდეგ კი ზარს უპასუხა
- პერთ რამე გაარკვიე?
- დიდი არაფერი სახლში წადი მოპარული მანქანაა! მძღოლი კი არ ზის შიგნით!
- როგორ?
- ავტომატურად იმართება ავტოპილოტი აქვს!
- გასაგებია!
სახლში სადღაც 20წუთში მივიდნენ, იქ თეჰიონი ელოდა ჯინს მათდა გასაკვირად თემინი ფეხზე იდგა და ისიც გარეთ  იყო..
- ეს ბიჭი გარეთ რას აკეთებს?
- ალბათ იუნგის ელოდება?
ბიჭები მანქანიდან გადმოვიდნენ და ორ ახალგაზრდას მიუახლოვდნენ..
- თემინ გარეთ რატომ ხარ?
- უბრალოდ თეჰიონს გამოვყევი!
- გასაგებია და აქ რატომ დგახართ?
- ჰიონ შენ გელოდით ტესტები გავაკეთე და მინდოდა რომ შეგემოწმებინა! გამოცდები მიახლოვდება!
- გასაგებია!
- თემინს კი უბრალოდ წოლა მობეზრდა..
მათ საუბარში უცებ შინჯეც ჩაერთო რომელიც სახლიდან გამოვიდა და მათ ყური მოკრა..
- თეჰიონ უცნობ ხალხთან ასე ახლოს არ უნდა იყო!
- ისინი უცნობები არ არიან!
- სიტყვის შემობრუნება უკვე უსწავლიათ, შენ ძმას აუცილებლად მოვასხსენებ!
- ....
თეჰიონმა თავი დახარა, შინჯემ კი კმაყოფილი სახით აუარა ოთხივეს გვერდი, დიდი ჯიპში ჩაჯდა და იქაურობას მოწყდა..
- როგორი ცუდი ენა აქვს ბიძაჩენს!
-ჰოსოკ..
ჯინმა მეგობარს მხარზე უბწკინა შემდეგ კი თემინის სლუკუნი გაიგონეს..
- ალბათ ჩემი და ჩემი ძმის ბრალია მალე გადავალთ.!
- ნუ ნერვიულობ თემინ შენ და ჯიმინს აქ დარჩენის უფლება ნამჯუნმა მოგცათ რაც არ უნდა იწუწუნოს ბიძაჩემმა ამ სახლში მხოლოდ ჩემი ძმის სიტყვაა კანონი..
ბიჭები შიგნით შევიდნენ, ისაუზმეს შემდეგ ჯინმა ტესტები შეამოწმა და უმცროსი შეაქო.. ცოტახანში ექიმიც მოვიდა თემინის გასახედად, ბიჭებს დაუბარა ბევრი ჭამოსო ერთი ორი წამალიც მისცა ტკივილების მოსასპობად, შემდეგ კი ჩქარა წავიდა...
- ეს კაცი სულ დაკავებულია!
- ჩვენგან განსხვავებით თავისი საქმე უყვარს ჰოსოკ!
- ნამდვილად!
- ჰიონ ახლა რა ვაკეთოთ?
- არ ვიცი თე ფილმს ხომ არ ვუყუროთ? გარეთ გასვლა მაინც გვეკრძალება ხო მართლა თემინ შენი ძმა ჯიმინი სად არის?
- როგორც ვიცი იუნგიმ სამუშაო უშოვა და მუშაობს...

 love in darknessWhere stories live. Discover now