42✨

428 53 9
                                    

-ჯიმინ.. - დაიწყო უმცროსმა და საწოლში მუცელზე მწოლიარე ჯიმინს შიშველ ზურგზე მოეფერა. -ეს მართალია?

-რა?

-წარწერა, ჩვენს ფოტოზე.. მართლა გიყვარვარ?

ჯიმინს ჩაეცინა ჯონგუკის მორცხვობაზე. ზოგადად, ასეთი გუკის ნახვა ძალიან იშვიათი და საყვარლობა იყო მისთვის.

-ასეთი რთული მისახვედრია?

-არ ვიცი, უბრალოდ აქამდე არასდროს გითქვამს.

-არც შენ.

-როგორ არა - შეიცხადა ჯონმა-სექსის დროს სულ გეჩურჩულები ყურში.

-სულელო.

ჯონგუკმა მსუბუქ გალანძღვაზე არაფერი თქვა,  თავი მისკენ შეატრიალა, საკუთარი თითები მისსაში ახლართა და კარგად დააკვირდა, როგორ ლამაზად გამოიყურებოდნენ ისინი ერთად.

-იცი, ვერასდროს ვიფიქრებდი თუ შენნაირი ლამაზი ადამიანი ჩემთან ამდენ ნაბიჯს გადმოდგამდა.

-ნუ აზვიადებ, მხოლოდ ერთხელ მოგწერე.

-მართალია, მეორედ უკვე საკუთარი თავი შემომთავაზე. - გახსენებაზე გულწრფელად გამეცინა ჯონს. - უნდა ვაღიარო, ნამდვილად თამამი ნაბიჯი იყო.

-რას ნიშნავს საკუთარი თავი შემოგთავაზე? - წარბის აწევით შეხედა პაკმა.

-ზუსტად მაგას. "არ გინდა მოგცე?" - გაუმეორა და ლოყაზე ოდნავ უჩქმიტა - ოღონდ არ მითხრა, რომ დაგავიწყდა.

-არაფერი მსგავსი არ მომიწერია შენთვის.

-შეხედე. - დასამტკიცებლად მობილური გახსნა, მათ ესემესებს აუყვა და ზუსტად ის წინადადება აჩვენა, რაზეც საუბრობდნენ.

ჯიმინი კარგა ხანს უყურებდა მობილურის ეკრანზე არსებულ მისთვის სრულიად უცხო ტექსტს. თავიდან ფიქრობდა, რომ ჯონგუკს ჩათი აერია, მაგრამ ზემოთ არსებული მისი სახელი სხვა რამეს ჰკარნახობდა.

-შემახსენე სახლში როდის ვბრუნდებით? - ავისმომასწავლებლად ჩატეხა ტუჩის კუთხე.

მისთვის უკვე ცხადი გახდა ვინ იყო ამ საქმეში გარეული და ნამდვილად არ აპირებდა ასე უმოქმედოდ  დარჩენას.

-ალბათ 2 დღეში, მოხდა რამე?

-ვიღაცას საჩუქარი მინდა ჩავუტანო.

Black Beauty/შავი სილამაზეWhere stories live. Discover now