18✨

501 56 32
                                    

მას შემდეგ რაც თეჰიონმა კარი მათ ზურგს უკან დახურა და ჰობის შიგნით მორცხვად შეუძღვა ჰაერი თითქოს რაღაც არაამქვეყნიური ელექტრო ენერგიით დაიმუხტა.

ჰოსოკი მთელი არსებით ცდილობდა ყურადღება არ გაემახვილებინა აჩქარებული გულისცემისთვის, რომელიც არამხოლოდ სუნთქვას უკრავდა, არამედ ყველანაირ რაციონალურ აზრს აქრობდა მისი გონებიდან.

თეჰიონს გრძელი, თეთრი საროჩკა და აშკარად მოკლე შორტი ეცვა, რადგან შორიდან ისე ჩანდა, თითქოს მხოლოდ ზედის ამარად იყო. ამის შემხვედვარე ჰოსოკს ფიქრები უარესად აერია ერთმანეთში. საშინლად უნდოდა თეჰიონის ყოველი ფორმის და მისი დელიკატური ნაწილების საკუთარი სხეულით შეგრძნება. უნდოდა მის შავ, სქელ თმას ჩასჭიდებოდა და თავისკენ მოექაჩა..

-ხელებს დავიბან - ესღა მოიმიზეზა უფროსმა და აჩქარებული სუნთქვით სააბაზანოს მიაშურა.

რამენაირად თავი ხელში უნდა აეყვანა, სანამ რაიმე ისეთს გააკეთებდა, რაც მის ყველანაირ შერჩენილ სინდისს გაუქრობდა.

-ჰობი... - თეს ნაზი, მაგრამ ჩვეულებრივზე ამაღლებული ხმა, გაისმა დახურულ კედლებში. მეორე წამს კი თავადაც შეაბიჯა შიგნით, უკან ამოუდგა და ნაზი თითებით წელზე გველივით შემოეხვია.

-ასე ნუ მომმართავ. - ხმა ჩახლეჩილს ესღა აღმოხდა. კონტროლი სულ უფრო და უფრო უსხლტებოდა ხელიდან.

-რატომ? - თეჰიონის ხმა გაცილებით უფრო ახლოდან გაისმა.

-იმიტომ, რომ ეს მანდომებს ისეთი რამ გავაკეთო, რაც შესაძლოა დღის შუქზე ინანო. მე კი ვერ დავუშვებ  ასეთი ნაბიჯი მანამ გადავდგა, სანამ დარწმუნებული არ ვიქნები, რომ ეს ნამდვილად გენდომება. მინდა,  როდესაც ამას გავაკეთებ და შენში ღრმად ვიქნები, ვიცოდე, რომ ჩემი ხარ.

- და იქნებ, ეს სწორედ ისაა, რაც მე მსურს? -  ჩურჩულით დაილაპარაკა თემ მის ყურთან ახლოს.  ეს კი  სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ  ჰოსოკს ყოველგვარი კონტროლი დაეკარგა. ნაჩქარევად შემოტრიალდა მისკენ, თბილ ლოყებზე ხელის გულებით შეეხო, თავვისკენ მიიზიდა და გაშმაგებით დაუწყო კოცნა  ღია ვარდისფერ ბაგეებს.

Black Beauty/შავი სილამაზეKde žijí příběhy. Začni objevovat