29✨

440 56 7
                                    

შავგვრემანი ნაცნობი შენობის კართან ჩერდება. გარშემო იხედება და ჰაერს ღრმად უშვებს ფილტვებში. მიუხედავად იმისა, რომ აქ პირველად არის თავს ისე გრძნობს, თითქოს უკვე სახლშია..

კიბეებზე ასვლას არ ჩქარობს, თითოეულ ნაბიჯს ფრთხილად ადგამს, კონცენტრაციას მხოლოდ ერთ ადამიანზე ახდენს და შავ რკინის კარებზე იქამდე ურტყამს გადაბმულად ხელს, სანამ ნახევრად არ იღება და ჯიმინის ჩამწყდარი ხმა არ ისმის.

-გთხოვთ, პიცა კართან დატოვეთ.

-ჯიმინ-აჰ. - მხოლოდ სახელის თქმას მოაბა თავი შავგვრემანმა, ხელის გულით კარს მიაწვა და შიგნით პირველი ნაბიჯიც შედგა.

უფროსი შეკრთა ნაცნობი სხეულის დანახვაზე, თავი სწრაფად ჩახარა და ზურგი აქცია.

-რატომ მოხვედი? - ცივად დასვა შეკითხვა და მისგან შორს გაწევა დააპირა, რომ უეცრად ძლიერი მკლავების მსხვერპლი გახდა.

-მომენატრე. - პაკის კისერში დაილაპარაკა ჯონმა და მსუბუქად შეეხო თბილ, რძისფერ კანს.

-ჯონგუკ.. - თავი გააქნია მინიმ, მის თეძოებზე შემოჭდილ თითებს შეეხო, ნაჩქარევად გააშვებინა და ამჯერად მართლა შორს დაიხია. - წადი აქედან.

-რატომ უხეშობ?!

-უბრალოდ მინდა წახვიდე. ასეთი რთულია გასაგებად?

-იქამდე არ წავალ, სანამ არ ვისაუბრებთ.

-და რა გვაქვს სალაპარაკო. ოღონდ არ მითხრა, რომ იმ ღამის შემდეგ ასე უბრალოდ შეგიყვარდი და ახლა ჩემთან ყოფნა გსურს. - ჯიმინს გაეცინა, მაგრამ უფრო ისტერიკულად, ვიდრე ჩვეულებრივ.

-თვალებში შემომხედე და მითხარი, რომ ჩემს მიმართ გულგრილი ხარ. თუ ამას გააკეთებ, გპირდები, ვეღარასდროს მიხილავ. - მშვიდად თქვა გუკიმ. ცდილობდა გულში მოწოლილი სიმძიმე ჯანდაბაში გაეშვა, მაგრამ რატომღაც ახლა ამის გაკეთება საშინლად რთული იყო.

ჯიმინი ჩუმად დარჩა. ვერაფერი თქვა. ამის ნაცვლად წელში მოიხარა და ჩუმი სლუკუნი დაიწყო.

ჯონი მოიღუშა მის საქციელზე. არ იცოდა რა სჭირდა, მაგრამ აშკარა იყო ემოციურად ახლა მას ძალიან უჭირდა.

ნელ-ნელა მიუახლოვდა, მის წინ მუხლებზე დადგა და თითები ნიკაპ ქვეშ ამოსდო. სცადა ისევ ეპოვა საყვარელი, თაფლისფერი თვალები, უნდოდა მის სიტკბოსა და სიმხურვალეში კიდევ ერთხელ, თუნდაც უკანასკნელად, მაინც ჩაძირულიყო, მაგრამ გაშეშდა.. ერთინად დაიძაბა.. მოეჩვენა, რომ სისხლიც კი გაეყინა, როცა მათ ნაცვლად, ამღვრეულ და მწუხარებით სავსე თვალებს წააწყდა, რომლის გარშემო, მთელს ნახევარ სახეზე, იისფერ, აქა-იქ წითელ ლაქებს მოეყარათ თავი.

-მოვკლავ. - კბილებში გამოსცრა უმცროსმა და მუშტი ძლიერად შეკრა, როდესაც ჯიმინის ცრემლმა, რომელიც აქამდე ლოყაზე ნელა მოცოცავდა ცერა თითი დაუსველა. ფეხზე ნაჩქარევად წამოიმართა, გასასვლელს ეცა და რამდენიმე საფეხურ კიბეს ფაქტობრივად გადააფრინდა.

ჯიმინი უკან აედევნა. ეძახდა, დაბრუნებას ევედრებოდა, მაგრამ ჯონგუკს არაფერი ესმოდა. თავი უსკდებოდა მრისხანებისგან. ერთადერთი, რაც ახლა უნდოდა თემინის ხელში ჩაგდება და მისი დანაწევრება იყო.

Black Beauty/შავი სილამაზეWhere stories live. Discover now