20✨

496 55 27
                                    

Your_hope:

Likes: 6 282 893Your_hope: My everything! 💫

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

Likes: 6 282 893
Your_hope: My everything! 💫


comments...



Mr_joon: სიყვარულები 🌈

wwh_jin: აბა, ვგრიალებთ ქორწილში?

Min_suga: მე ჩემი საწოლით წამოვალ.


***



-ჰოსოკ, რა იცოდი, რომ დღეს გუკი სახლში არ იქნებოდა? - იკითხა თემ, დივანზე კომფორტულად მოეწყო და თავი მის კალთაზე დაასვენა.

-ჯიმინთან ერთად უნდა გასულუყო.

-რატომ? - გაუკვირდა თეს.

-მე რა ვიცი, გგონია მათ საქმეში ვერევი??

-მობილური მათხოვე, უნდა დავურეკო.

-აცადე განმარტოვება, მურმანის ეკალო. - ლოყაზე მსუბუქად უპწკინა და არეული თმა უარესად აუჩეჩა.

-გთხოვ მითხარი, რომ უბრალოდ სასეირნოდ გავიდნენ და მეტი არაფერი.

-დარწმუნებული არ ვარ. - ჰობის უკვე აშინებდა თეჰიონის შეშლილი შეკითხვები. - ხომ იცი როგორც ხდება, ჯერ გაცნობა, შემდეგ გავლა, ბოლოს კი რბილი საწოლი და დასვრილი თეთრეული..

-ჯანდაბა შენს თავს! - ლამის იყვირა თემ და დივნიდან ფეხზე წამოხდა.

-რა ხდება გამაგებინე.

-ის მაინც იცი სად წავიდნენ?

-არ ვიცი, არა. და რატომ შემეცი, ცოტას გაერთობიან და დაბრუნდებიან.

-წარმოდგენაც კი არ გაქვს შენი მეგობარი ახლა რა შარშია.

-შარი არ ვიცი, მაგრამ წესით უკვე ასტრალში უნდა იყოს. - ჩაეცინა, როდესაც მეგობრის ორგაზმისგან დაცლილი, აწითლებული სახე წარმოიდგინა. რას არ მისცემდა ოღონდ ახლა მისთვის ფოტო გადაეღო

-იცი ჯონგუკს შეყვარებული რატომ არასდროს ჰყოლია?

-რატომ?

-იმიტომ, რომ პირველი ღამის შემდეგ ყველა უკან მოუხედავად ტოვებდა.

-ასეთი ცუდია სექსში? - წარბები შეკრა ჰოსოკმა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა.

თეჰიმ თავი გააქნია.

-მას სიუხეშე მოსწონს, ტკივილი და მეტი არაფერი. მისთვის ესაა სიამოვნება. სწორედ ამიტომ ვთხოვე თავიდანვე ჯიმინისგან თავი შორს დაეჭირა. არ მინდა რამე დაუშავდეს...

Black Beauty/შავი სილამაზეWhere stories live. Discover now