16✨

469 56 13
                                    

-მეზიზღება! ვერ ვიტან! ყველაფერზე მეტად მძულს! - უნიტაზთან მუხლიჩოქა მჯდარი ილანძღებოდა ჯიმინი და ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლებს ხელის გულებით იმშრალებდა. ჰობიც მის გვერდით იყო, შუბლზე ცივ, სველ ნაჭერს ადებდა და ცდილობდა აზრზე მოეყვანა.

-გინდა ვაგინო?

-თავხედი, უმადური ნაბიჭვარია!

-კარგი, დამშვიდდი. დარწმუნებული ვარ მიზეზი ჰქონდა, რომ არ მოგწერა. - სცადა დაეწყნარებინა, მხრებში ხელი მოკიდა, ფეხზე წამოაყენა და საპირფარეშოდან საძინებელში გაიყვანა.

-გააჯვი! მიზეზი არა ჩემი ტრაკი! უკვე რამდენი დღე გავიდა მას შემდეგ. დავიჯერო ამდენად არ მოვწონვარ? ჰოსოკ, მახინჯი ვარ? - ჯიმინი აღარ ტიროდა, მაგრამ ხმაზე ეტყობოდა ისევ აპირებდა.

-ნუ ბოდავ! - უსაყვედურა მეგობარმა, საწოლში მის გვერდით დაწვა, თითებით შუბლზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია და მზრუნველი ტონით განაგრძო - მშვენიერი ხარ. რაღაც არაამქვეყნიური, განსხვავებული სილამაზის მატარებელი.

-ხო, ალბათ ზედმეტად დავაბრმავე-ცინიკურად ჩაილაპარაკა პაკმა და კედლისკენ გადატრიალდა.

-ჯიმინ, ვიღაც სირი ადამიანების გამო განწყობას ნუ იფუჭებ!

-არასდროს მიმართლებს.

-მაგიტომ დალიე?

-რა?

-ჯონგუკის გამო დალიე?

ჯიმინს არაფერი უპასუხია. მხოლოდ რაღაც სრუტუნის მაგვარ ხმებს გამოსცემდა.

-მოგწონს? - რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ განაგრძო ჰობიმ.

-არ ვიცი...

-კარგი, დაიძინე - ღრმად ჩაისუნთქა, მეგობარს ზურგზე მიეხუტა და თავადაც სცადა დაძინება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

ფიქრები არ ასვენებდა...

დარწმუნებული არ იყო ჯიმინს ჯონგუკი მართლა მოსწონდა თუ არა, მაგრამ ფაქტი, რომ ის პრინციპული ახვარი აიგნორებდა აშკარაა მასზე ცუდად მოქმედებდა.

როდესაც დარწმუნდა, რომ ჯიმინს ეძინა მისი მობილური აიღო, ჯონგუკის ჩათში შევიდა და ისეთი რამ გააკეთა, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდა.



Park_jm-ის და Bunny_gukk-ის პირადი მიმოწერა


Park_jm:
არ გინდა მოგცე?

Black Beauty/შავი სილამაზეWhere stories live. Discover now