12✨

455 55 2
                                    

ჯონგუკი მისაღებში იჯდა, სიგარეტს აბოლებდა და გიტარაზე ახალ აკორდებს აწყობდა.

უკვე ღამის ორი საათი იქნებოდა დასაძინებლად წასვლა რომ გადაწყვიტა, მაგრამ მოულოდნელმა წკაპუნმა, რომელიც მის მობილირმა გამოსცა აიძულა შეჩერებულიყო.

სმსებს ძირითადად თავისი პატარა მოსწავლისგან იღებდა, ამიტომ ახლაც ჩათვალა, რომ ის იქნებოდა, თუმცა ჯეიდის ნაცვლად სრულიად სხვა ადამიანს წააწყდა.

Park_jm followed you

Park_jm sent a message:
"ვიფიქრე არსებობდა მცირედი შანსი, რომ ჩვენი ჯერ არ არსებული ურთიერთობა დაგველაგებინა"


შავგვრემანმა მხოლოდ მსუბუქად ჩაიცინა, როდესაც გაიაზრა ვის ეკუთვნოდა გამოგზავნილი მესიჯი. თვალწინ დაუდგა მომხდარი სცენა, დარტყმა, რომელიც მან მიაყენა და პატარა, თითქმის შეუმჩნეველი შრამი, რომელიც მისმა ბეჭედმა დაუტოვა სახეზე.

მობილური ხელში რამდენჯერმე დაატრიალა და ისე, რომ მისი გამოგზავნილი წერილი არ გაუხსნია ჯიმინის მთავარ ექაუნთზე გადავიდა, ფოტოების დასათვალიერებლად.

ბოლო სურათმა, სადაც ხერხემალზე მთვარის ფაზები უჩანდა, ზედმეტად მოხიბლა. ნერწყვი მძიმედ ჩაყლაპა და ტუჩები დაისველა. საშინლად მოუნდა თითოეული ტატუ საკუთარი ენით შეეგრძნო. წარმოუდგებლად ბინძური აზრზები იყრიდა ერთდროულად თავს მის ტვინში... ისე უღრნიდა თითოეულ უჯრედს, რომ მზად იყო ყველაფერი დაეკიდა, მასთან მისულიყო და სულის ამოხდამდე ეხმარა.

-სულელი ბავშვი. - ოხვრას ამოაყოლა შავგვრემანმა. საკუთარ თავს ძალა დაატანა, მობილური დივანზე მოისროლა და შხაპის მისაღებად სააბაზანოსკენ დაიძრა.

Black Beauty/შავი სილამაზეWhere stories live. Discover now