¤26¤

868 78 30
                                    

~¤~

   პირველად რომ დაინახა, ჯერ კიდევ არ ეჯერა რომ იმ პატარა არსებას მისი შვილი ერქვა და ასეთი მომცრო, უსუსური, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ამდენად ძვირფასი. მხოლოდ მაშინ შეიგრძნო და გაიაზრა ის გრძნობები, რის შესახებაც ჯონგუკი ეუბნებოდა იქამდე. მომცრო თითები, პატარა სახე, გაურკვეველი ფერის თვალები, რომელიც მთელს გალაქტიკას იტევდა თითქოს. პატარა გოგონა, პატარა ჰა-ნული.

და მაინც, ყველაზე ამაღელვებელი თავისი ომეგას სახის დანახვა იყო მისთვის. ომეგასი, რომელმაც ამდენი გამოიარა მისთვის. ბიჭის, რომელიც ამ პატარა არსებასთან ერთად იწვა საწოლზე და ორივენი, ენით აღუწერელ ესთეტიკას ქმნიდა ალფასთვის.
უღიმოდა, ახლოს მისვლას თვალებით თხოვდა. სხეულს ჯერ ვერ ამოძრავებდა ბოლომდე გაუტკივარების გამო, მხოლოდ ხელით ეჭირა პატარა და მის მოცუცქნულ ხელს ცერა თითს ატარებდა.

ყველაფერი იყო ერთად და უფრო დიდი ბედნიერების წარმოდგენაც არ შეეძლო თეჰიონს.

პირველად რომ დაიჭირა ხელში ჰა-ნული, შეეძლო დაეფიცებინა, რომ მალე გული გაუსკდებოდა ნერვიულობისგან. ჯონგუკი კი ჩუმად ხითხითებდა ამ სცენის დანახვისას.

აი პირველად რომ შეაბიჯა სახლში მათთან ერთად, მიხვდა რომ მთლიანად სავსე იყო მისი ცხოვრება.
ოჯახი ჰყავდა, რომელიც ფაქტიურად არასდროს ჰყოლია და იცოდა, როგორი მამა უნდა ყოფილიყო პატარა გოგონასთვის.

საგულდაგულოდ მოწყობილ საბავშვო ოთახში, ერთი ღამეც კი არ გაუტარებია ჰა-ნულს პირველი სამი თვის განმავლობაში. როგორც კი თეჰიონის სიშორეს იგრძნობდა, მაშინვე ტირილს იწყებდა და ცოტა ეგოისტობდა კიდეც ჯონგუკი.

საზეიმო დახვედრა სწორედ სამი თვის შემდეგ მოუწყვეს ახალშობილს და თუ წიგნები არ ტყუოდნენ, ხასიათი ამ პერიოდიდან უნდა ეცვალა ბავშვს.
ყველა ესწრებოდა წვეულებას. ჯონგუკის მშობლები, რომლებიც აღფრთოვანებულები იყვნენ შვილის ბედნიერებით და არაჩვეულებრივად ითავსებდნენ ბაბუების როლს ბექიონთან ერთად. ნამჯუნი, რომელიც თავიდან ყოყმანობდა წასულიყო თუ არა წვეულებაზე, რადგან ჯიმინი გამორჩეულად არავის დაუპატიჟებია და მის გარეშე წასვლა არ სურდა, სანამ ჯონგუკმა თავად არ ახსენა ბეტა და თხოვა ბიძას, მასთან ერთად წამოეყვანა.
ვერ ვიტყოდით, რომ თეჰიონი აღფრთოვანებით შეხვდა ამ ამბავს, თუმცა ჯონგუკის მოჭერილი ხელი, ღიმილს აიძულებდა.
ჯინი და იუნგი, რომლებმაც სწორედ წვეულების დღე შეარჩიეს თავიანთი საიდუმლო ნიშნობის გასამჟღავნებლად და რატომღაც ძალიან მკვლელი მზერით უყურებდა ჯონგუკი იმ წამს თეჰიონს.

¤mark on the ear¤Where stories live. Discover now