¤11¤

648 88 17
                                    

~¤~

  თეჰიონის შეტყობინება რომ დახვდა ტელეფონზე, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ალფა მეორე დღეს შეხვედრას თხოვდა და ეს საკმარისი იყო ჯიმინისთვის, რომ ყველა წყენა დავიწყებოდა, რაც თეჰიონის მიმართ დაუგროვდა ალფას უყურადღებობის გამო. იმ წუთშივე ვერ დაურეკავდა, როგორც კი შეტყობინება ნახა, რადგან მუშაობდა დასრულებისას კი პირველი რაც გააკეთა, ეს თეჰიონთან ზარის განხორციელება იყო.

დროზე შეთანხმდნენ უბრალოდ. ბევრი არაფერი უთქვამს კიმს.
არც ახლა შეუწუხებია თავი ეკითხა, თავს როგორ გრძნობდა ჯიმინი.
თეჰიონი ეგოისტი იყო. საკუთარი თავის გარდა არაფერი ანაღვლებდა და სამწუხარო ის იყო, რომ ამ ეგოიზმის გამო ვერ უსაყვედურებდა პაკი.

მათი კონტრაქტი სრულიად თეჰიონის ინტერესებზე იყო აგებული და როცა მას კითხულობდა, შეეძლო მაშინვე ეთქვა უარი და თუ ეს არ გააკეთა, უკვე აღარ ჰქონდა უფლება გაეპროტესტებინა.

-ფრთხილად იყავი ჯიმინ, უბრალოდ მოინდომე რომ შენი ტანჯვა დასრულდეს._ნამჯუნმა როგორც კი გაიგო ჯიმინის სიხარულის მიზეზი, მაშინვე დაავიწყდა დადებული პირობა, რომ ამ თემას აღარ შეეხებოდა. თავის მხრივ ნამჯუნიც ეგოისტობდა, ეჭვიანობდა, ბრაზობდა რადგან არ შეეძლო, რომ ბიჭის ბედნიერების მიზეზი თავად ყოფილიყო.

-ჯუნი...

-მინდა რომ ბედნიერი გნახო, მხოლოდ ესაა._დიახ შეიძლება ეგოისტი იყო კიმ ნამჯუნი, მაგრამ მას შეეძლო საყვარელი ადამიანის გამო დათმობაზე წასვლა. მისი ბედნიერებისთვის თავის თავზე გადაბიჯება.

-ვიცი და არც კი წარმოგიდგენია, როგორი მადლიერი ვარ ამისთვის.

-იმიტომ არ ვაკეთებ, რომ მადლიერი იყო.

-ესეც ვიცი და მიხარია, რომ შენ მყავხარ გვერდით.

¤mark on the ear¤Where stories live. Discover now