¤24¤

582 72 18
                                    


~¤~

 

(შენიშვნა: ისტორიაში, ჯინი თეჰიონზე უმცროსია. ალბათ თავიდანვე მიხვდებოდით, მაგრამ მაინც გავაკეთე მინიშნება. ასევე მექანიკურად შეიძლებოდა დამეშვა შეცდომა და ის უფროსად მომეხსენიებია, თუ სადმე შეგხვდათ მსგავსი, მიმინიშნეთ.)

კიმ სოკ ჯინს იდეალური ბავშვობა ჰქონდა. არასდროს შეუწუხებია ზედმეტად თავი იმაზე ფიქრით, რაც მას არ ეხებოდა. ჰყავდა მზრუნველი დედა და მამა, რომელიც მისით ამაყობდა. ჰქონდა ყველაფერი, რასაც ისურვებდა და არასდროს დაჭირვებია ბრძოლა რაიმეს მისაღებად. არც პრიორიტეტების გადანაწილება უჭირდა ამის გამო. ჯერ გართობა, შემდეგ წინსვლაზე ფიქრი. მარტივი იყო ჯინის ცხოვრება და ამ სიმარტივით ბედნიერი იყო იგი.
უფროსი ძმის თავის ცხოვრებაში გამოჩენა კარგად არ ახსოვდა, საკმაოდ პატარა იყო წმინდად რომ შემოენახა მის მეხსიერებას ეს კადრი, მაგრამ ახსოვდა როგორი ჩაკეტილი ბავშვი იყო თეჰიონი. არასდროს მოწონდა ამის გამო. ჯინი, რომელსაც ყოველთვის გართობა და თამაში სურდა, არ იყო კმაყოფილი ასეთი თავის თავში ჩამწყვდეული ძმის ყოლით.
არც ის იცოდა, როდის დაუახლოვდა საკუთარ ძმას, ყოველთვის უხეში და ცივი იყო თეჰიონი, მაგრამ ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ მის კამპანიაში ყოფნა მოწონდა. ის არ გავდა არც ერთ მის მეგობარს და იმაზე საინტერესო იყო, ვიდრე ყველა მისი მეგობარი ერთად აღებული.
პირველად რომ შენიშნა მშობლების დამოკიდებულება თეჰიონის მიმართ, სწორედ მაშინ გაუჩნდა პირველი პროტესტის გრძნობა.
მათმა დაახლოებამ, საინტერესო დაკვირვების ობიექტად აქცია უფროსი და თუ აქამდე ვერაფერს ამჩნევდა და არც აინტერესებდა, ახლა ყველა წვრილმანს ღრმად უკირკიმალებდა. უფროსი ძმა არასდროს უპირისპირდებოდა ღიად მამას და უკვირდა ჯინს, ამდენად მეამბოხე სულის ადამიანს, როგორ შეეძლო უსიტყვოდ მიეღო ის როლი, რომელიც მისმა მშობლებმა გაწერეს მისთვის.
ეს სანამ, კაბინეტიდან მათი კამათის ხმას გაიგონებდა.
რაღაც ენის აღუწერელი სიამოვნება იგრძნო ამ დროს. თეჰიონი იბრძოდა საკუთარი თავისთვის, ამით ის მისაბაძ მაგალითად იქცა უმცროსი ძმისთვის. ასეთი კამათი ბევრი გაუგონია უჩუმრად და მალე დადგა დღე, როცა ცალკე გადასვლა მოისურვა თეჰიონმა.
მაშინ ჯინი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო და ამის ნებას არ რთავდნენ მშობლები, თუმცა უფროსმა ალფამ ეს ნაბიჯი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში გადასვლით გადადგა.
ჯინის დედა ბედნიერი იყო ამ ფაქტით. მანამდე ხშირად აკეთებდა კომენტარს, როდის დადგებოდა დღე, როცა თეჰიონი დამოუკიდებლად იცხოვრებდა. ახლა კი ბედნიერი, მსუბუქად დაფარფატებდა სახლის კედლებში. ერთი შეხედვით თითქოს და არაფერი იყო ქალის სურვილებში საწყენი, მაგრამ ჯინს ხშირად შეუმჩმევია მისი უკმაყოფილო და ბოღმიანი სახე, როცა თეჰიონის დამოუკიდებლად გადასვლაზე საუბრობდა. ალბათ უფროსი ძმის ადგილზე, დასანახად შეძულდებოდა ქალბატონი კიმი და ვინ იცის, შეიძლება ასეც იყო, თუმცა არასდროს მოქცევია მას უპატივცემულოდ.
ეს კიდევ ერთი იმ ღირსებათაგანი იყო, რომელიც აღაფრთოვანებდა სოკ ჯინს. ყველაფრის მიუხედავად, ცუდი იყო თუ კარგი, ქალი დედა იყო მისი.

¤mark on the ear¤Where stories live. Discover now