¤22¤

640 88 28
                                    

~¤~

  ნამჯუნის ზარმა თავდაყირა დააყენა თეჰიონის სამყარო. მხოლოდ ორი სიტყვა უტრიალებდა გონებაში_ჯონგუკი საავადმყოფოშია.
არ ანაღვლებდა წითლად მოციმციმე შუქნიშნები გზაზე, არც იმ გამაყრუებელ სიგნალს აქცევდა ყურადღებას, თითოეული მანქანის მძღოლი რომ აძლევდა, რომელსაც კი გვერდს ჩაუვლიდა. იმაზე იყო კონცენტრირებული, რაც შეიძლებოდა სწრაფად მისულიყო მისამართზე, რომელიც ნამჯუნმა მიწერა ზარის დასრულების შემდეგ.
საავადმყოფო ქალაგარეთ იყო და ყველა სიჩქარის მიუხედავად ერთი საათი მაინც დასჭირდა ადგილზე მისასვლელად.
ყველაზე მეტად რამაც ალფას გაოცება გამოიწვია, ეს ჯიმინის ხილვა იყო საავადმყოფოს მოლოდინის ზონაში, მაგრამ ეს იმდენად მეასე ხარისხოვნაი იყო იმ წამს, რამდენადაც საერთოდ ბეტას არსებობა წარმოადგენდა თეჰიონისთვის.
უნდოდა ეყვირა, ნამჯუნთან მივარდნილიყო და ეყვირა, სად იყო ჯონგუკი, როგორ იყო, თუმცა მცდელობის მიუხედავად კითხვები მხოლოდ მის თავში მეორდებოდა და ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა.

გაფართოებული თვალებით, კითხვის ნიშნებით სავსე მზერით უყურებდა უფროს ალფას და ევედრებოდა მის ამოუთქმელ კითხვებზე პასუხები გაეცა.

-დამშვიდდით ბატონო კიმ, ბავშვი კარგადაა._პირველი იყო, რას ნამჯუნისგან მოისმინა და თითქოს სიმშვიდე უნდა ეგრძნო, მაგრამ უფრო მეტად აანერვიულა ამ ფრაზამ. რატომ დაიწყო საუბარი პირველად ბავშვის შესახებ? არ ანაღვლებდა თუ ვინმე ჩათვლიდა უგულო ნაბიჭვრად, რომელსაც საკუთარი შვილის მდგომარეობა არ აინტერესებდა ამ წამს, მხოლოდ სურდა გაეგო ის როგორ იყო, ჯონგუკი როგორ გრძნობდა თავს.

-ჯ-ჯონგუკი...

მხოლოდ ომეგას სახელის თქმა მოახერხა.

-ისიც, თავს კარგად გრძნობს მხოლოდ დასვენება ჭირდება. ბავშვისთვის კი...

¤mark on the ear¤Where stories live. Discover now