¤3¤

559 90 12
                                    

~¤~

  მთელი მივლინების მანძილზე იმაზე მეტად სერიოზული იყო კიმ თეჰიონი, ვიდრე ეს ჩვეულებრივ შემთხვევაში ხდებოდა.
საქმის დასრულების შემდეგ, უბრალოდ ოთახში იკეტებოდა და იქედან არ გამოდიოდა.
მკაცრად გააფრთხილა ჯონგუკი, ასეთ დროს არ შეეწუხებინა, თუმცა გვიან ღამით ფინჯანი ჩაის შეტანას მაინც თხოვდა დაძინებამდე.
ამაში თითქოს უცნაური არაფერი იყო. ჯეონი მისი მდივანი გახლდათ და ეს საქმიანობა მოვალეობათა ნუსხაშიც კი ეწერა, თუმცა უცნაურობა იმაში იკვეთებოდა, რომ ეს ყოველივე თავის მხრივ სასტუმროს მომსახურეობაშიც შედიოდა და ისეთივე ერთი ზარი იყო საჭირო, როგორც ჯონგუკის შემთხვევაში.

თავს დამნაშავედ გრძნობდა ომეგა. სულ ხუთი წუთი თუ რჩებოდა კიმის ნომერში და გრძნობდა, როგორ თვალმოუცილებლად უყურებდა ალფა. თვალებით, რომლითაც არასდროს შეუხედავს მისთვის. არა მარტო ჯონგუკისთვის. არავინ გამხდარა ამ მზერის ღირსი.
თითქოს ცოტა ხნის მანძილზე ტრანსში იყო ალფა და როგორც კი იქედან თავისუფლდებოდა, მაშინვე ანიშნებდა წაბლისფერთმიანს მარტო დაეტოვებინა.

მარტო თეჰიონი არ იყო მსგავს სიტუაციაში. თავად ჯონგუკიც ამჩნევდა ცვლილებებს საკუთარ თავში და ორგანიზმში. პირველ რიგში სურნელი შეეცვალა. თავიდან იფიქრა, რომ ეს უბრალოდ დენიდან გამოყოლილი სიმპტომი იყო, მაგრამ შეცდა.
თუ აქამდე მხოლოდ დენის დროს ასდიოდა ფერომონების სურნელი, ახლა ისე გამოიყურებოდა მისი მდგომარეობა, თითქოს რეცესიულიდან დომინანტურ მდგომარეობაში გადავიდა.
გადაწყვიტა, როცა სახლში დაბრუნდებოდა, აუცილებლად ეწვეოდა ექიმს საკუთარი მდგომარეობის გასარკვევად. მანამდე კი დღეში ორჯერ უწევდა ბლოკატორის დალევა.

-გეგმის ნუსხას არაფერი დამატებია ბატონო კიმ, ხომ არ გნებავთ უკან დავბრუნდეთ._ინტერვიუდან გამოსულ ალფას გვერდით ტაბლეტით ხელში ამოუდგა ჯონგუკი. მათი ხუთ დღიანი მივლინებიდან, მეხუთე დღე ისევ თავისუფლებას ინარჩუნებდა.

¤mark on the ear¤Where stories live. Discover now