¤16¤

638 87 36
                                    

~¤~

   ხშირად მოუსმენია რადიოში თუ ტელევიზიით მსგავსი დანაშაულის შესახებ და სიმწრით ეღიმებოდა საკუთარ თავზე, როცა პოლიციის მანქანაში იჯდა.
ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ მსგავსი შემთხვევის ნაწილი თავადაც გახდებოდა. საბედნიეროდ ხელბორკილები არ დაადეს, ალბათ იმიტომ რომ წინააღმდეგობა არ გაუწევია, თორემ ბოლო დონის კრიმინალად იგრძნობდა თავს.
ახსენდებოდა თეჰიონის სახე, როცა მისი სახელი ახსენეს ოფიცრებმა. გაფითრებულ კანზე და შეშინებულ თვალებზე ეფიქრებოდა. არ ეგონა თუ ოდესმე გახდებოდა ამის მომსწრე.
ფიქრობდა, რა იქნებოდა, განყოფილებაში მისვლის შემდეგ.
უნდა ეღიარებინა თუ არა დანაშაული.
და ბოლოს დაფიქრდა იმის შესახებ, ვინ იდგა ამის უკან.
მხოლოდ ორმა ადამიანმა იცოდა ეს ამბავი, ნამჯუნმა და ჰოსოკმა. წარმოუდგენელი იყო, რომელიმე იმათგანს ამის შესახებ სიტყვა დაცდენოდათ პოლიციასთან.
მხოლოდ ერთი ვარაუდი უტრიალებდა თავში ომეგას და დაუჯერებელი იყო, თუმცა იმედოვნებდა რომ ცდებოდა.

წარმოდგენაც არ სურდა, რა რეაქცია ექნებოდა თეჰიონს, თუ მისი ვარაუდი გამართლდებოდა.
სხვა დროს ალბათ ამაზე არ იდარდებდა, სხვა სიტუაციაში ალბათ არც კი იფიქრებდა რომ კიმისთვის ეს თემა სანერვიულოდ ღირდა, მაგრამ მას შემდეგ რაც იხილა ალფას რეაქცია, წარმოუდგენელი იყო მარტივად ჩაევლო ამ ამბავს.

ავტომობილის კარი გააღო ოფიცერმა და გადმოსვლა ანიშნა ჯონგუკს.
არავინ შეხებია ომეგას. ალბათ კარგად ახსოვდათ თეჰიონის გაფრთხილება, სანამ კომპანიას დატოვებდნენ.

შენობაში შესვლაც ვერ მოასწრეს, ისე სწრაფად გაჩნდა თეჰიონი ადგილზე. ძლიერი დამუხრუჭების შემდეგ, გააფთრებულმა დატოვა მანქანა ალფამ.
მის ფერომონებზე დაყრდნობით შეეძლო ევარაუდა ჯონგუკს, რამდენად ბრაზობდა იმ წამს კიმი.

-ჯონგუკ ადვოკატების მოსვლამდე, არაფრის თქმა არ გაბედო, გესმის ჩემი ჯონგუკ?!_უკან მიზდევდა ალფა ოფიცრებს და ჯონგუკს.

¤mark on the ear¤Dove le storie prendono vita. Scoprilo ora