¤20¤

634 87 20
                                    

~¤~

   წლები გადიოდნენ და ბექიონი, მხოლოდ იმ ადგილებს სტუმრობდა, სადაც თავის პატარა ბიჭთან ერთად ატარებდა დროს.
წლები გადიოდა და არაფერი აკლდებოდა ტანჯვას. მომატებით კი ბევრი ემატებოდა.
თითქოს ეს საკუთარი თავის დასჯა იყო ომეგას მხრიდან. პასუხი ცხოვრებისგან იმ შეცდომებზე, რომელიც დაუშვა.
შურისძიება, რომელსაც საკუთარი და შვილის ბედნიერება შეწირა.
იქნებოდა კი ისე? როგორც თავად თვლიდა, როცა თეჰიონოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. უკვე აღარაფერში იყო დარწმუნებული.
სწორედ ამიტომ მიიღო უკან დაბრუნების გადაწყვეტილება. ვეღარ უძლებდა თავის გვემას. ალბათ ასე მოკვდებოდა, დარდით მოკვდებოდა.
შვილის ნახვის გარეშე მოკვდებოდა.

იცოდა პატიებას არ იმსახურებდა და ამას არც თხოვდა მანამ, სანამ ამას თავად არ ისურვებდა თეჰიონი.
მხოლოდ უნდოდა ენახა. დარწმუნებულიყო, რომ კარგად იყო.
კარგ ალფად იქცა. შვილად, რომელსაც ისურვებდა რომ ჰყოლოდა.

და მაშინ, როცა ნახა უკვე კაცად ქცეული თეჰიონი, ბავშვობიდან მხოლოდ თვალების სხივი რომ შერჩენოდა, თავს ვერ იკავებდა არ ეტირა. თავს ვერ ერეოდა მეტი ტკივილი არ ეგრძნო.

ახლა კი მისი კარის ზღურბლთან იდგა თეჰიონი, რომელსაც ის ბავშვობის დროინდელი სხივიც კი დაეკარგა, იმდენად დანაღვლიანებოდა სახე.
არაფერი უთქვამს ალფას, თითქოს მხოლოდ თვალებით ითხოვდა შესვლის ნებართვა მიეცათ.
ბექიონი კი კარგად ხვდებოდა, რას ნიშნავდა მისი ეს გამომეტყველება.
თავადაც ასე გამოიყურებოდა ალბათ, როცა სუჰიონმა მათ სიყვარულს ხაზი გადაუსვა.

შვილის ნახვით გამოწვეული ბედნიერება, სევდამ ჩაანაცვლა ომეგას სახეზე. თავი ჩახარა და ისე დადგა, რომ თეჰიონს სახლში შესვლის საშუალება ჰქონოდა.
უკნიდან აკვირდებოდა უენერგიოდ მოარულ თეჰიონს და მხოლოდ მაშინ შეამჩნია, რომ ხელში ძლიერად მოკუჭული ქაღალდი ეჭირა.

¤mark on the ear¤Where stories live. Discover now