¤23¤

555 77 9
                                    

~¤~

კამათის შემდეგ თეჰიონის დახმარებაზე სასტიკ უარს აცხადებდა ომეგა. სასიყვარულო აღიარების შემდეგაც კი დისტანციას ინარჩუმებდა მასთან და ისე ჭირვეულობდა, როგორც შეეფერებოდა ნამდვილ ორსულს.
სასწაული იყო თეჰიონის მოთმინება, მაგრამ მისი საიდუმლო წინამოსამზადებელ ლიტერატურაში იმალებოდა, რომელის კითხვაც ჯონგუკის წასვლის შემდეგ დაიწყო.
ისიც კი არ იცოდა, მალე შეხვდებოდა თუ არა მას, ან შეხვედრის შემდეგ რა მოხდებოდა, მაგრამ თვლიდა რომ უნდა ცოდნოდა, როგორ მოპყრობოდა ორსულ ომეგას და ჩვილ ბავშვს.

ჯონგუკის ყველა ახირებას მოთმინებით იტანდა და ღიმილსაც ჩუქნიდა ბონუსად. ალფას ასეთი გამძლეობა კი თითქოს უფრო თამაშობდა ჯონგუკის ნერვებზე.
ერთ წამს ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო თეჰიონთან სიახლოვის გამო, მეორე წამს უბრალოდ მისი დანახვა არ უნდოდა.
ერთ დღეს მასთან შეხების სურვილი ისე უძლიერდებოდა, შეხების გარეშე ეგონა მოკვდებოდა. მეორე დღეს, ორ მეტრიან დისტანციას იცავდა ალფასთან.
დილით რომ არაჩვეულებრივ ხასიათზე იყო მღეროდა კიდეც, საღამოს ტირილის სურვილით შეპყრობილი საკუთარ ოთახში იკეტებოდა.

მხოლოდ ხასიათი იყო ჯონგუკის პრობლემა, ჯანმრთელობას კი საბედნიეროდ აღარ უჩივოდა.
ბავშვიც უფრო მოძრავი გახდა. გრძნობდა მამის სიახლოვეს.

-მუცელი უფრო გაგეზარდა._რა თქმა უნდა გაეზრდებოდა, უკვე მეშვიდე თვეს ასრულებდა. სიყვარულის მზერას არ აშორებდა ჯონგუკს ალფა.

-გინდა მითხრა რომ გავსუქდი?_მზერა მაშინვე დაუფრთხა თეჰიონს.

-საყვარელო, უბრალოდ აღვნიშნე რომ...

-რომ გავსუქდი.

ლამის ზეცისთვის შეევედრა თეჰიონს, მალე გაეჩინა ბავშვი ჯონგუკს.
ფრთხილი ნაბიჯებით უახლოვდებოდა, უბრალოდ იმიტომ რომ თუ ჯონგუკი მასთან ახლოს ყოფნას არ მოისურვებდა, დროზე ემოქმედა და არ გადაეკვეთა დაწესებული საზღვარი.
საბედნიეროდ ომეგას მის სიახლივეზე ცუდი რეაქცია არ ჰქონია.
კომფორტულად მოკალათებული იჯდა თავის სარწეველა სავარძელში და მედიდურადაც კი დაჰყურებდა უკვე მის ფეხებდთან ჩამუხლულ ალფას.

¤mark on the ear¤Dove le storie prendono vita. Scoprilo ora