¤4¤

531 87 9
                                    


~¤~

საქმიანი იმიჯით წარსდგა დილიდან კიმის წინაშე. საკმარისი იყო, რაც იფიქრა ღამით. აღარ სურდა ამისთვის დაეხარჯა თავისი ენერგია და სულ მთლად მოესპო, ისედაც გაცვეთილი განწყობა.
არ შეეძლო ალფას დადანაშაულება იმის გამო, რაც მოხდა. ამის მიზეზს, მისგან განსხვავებით ვერც იაზრებდა თეჰიონი. არ იცოდა კიდევ რამდენ ხანს მოუწევდა თავის გვემა, ან საერთოდ ჰქონდა დასასრული ამ ყოველივეს?
თუ ცოცხალი გადარჩებოდა, თავადაც ისე დაიტანჯებოდა როგორც ალფა.
არაფერი შეედრება ტკივილს, რომელსაც მეწყვილესგან შორს ყოფნის დროს განიცდის ფენოტიპი.

თეჰიონი მთელი ფრენის მანძილზე არ უყურებდა მას.
თუ მისი ფერომონების სუნით იმსჯელებდა ჯონგუკი, ამის მიზეზი ბრაზი იყო.
ალბათ წარმოუდგენლად მიაჩნდა ალფას, დაუშვებლადაც, რომ არსებობდა ინდივიდი, ვინც მასთან ყოფნაზე უარს იტყოდა.

-ჩემს პირად ექიმთან დამიჯავშნე ვიზიტი და შემდეგ თავისუფალი ხარ._ეს უხეშობა არ იყო უცხო ჯეონისთვის. როცა უხასიათოდ იყო ალფა, ხშირად წამოედებოდა სხვისთვის სალანძღავ ქსელში თავად, თუმცა არასდროს ყოფილა ეს პირადული და არც გულთან ახლოს მიუტანია ჯონგუკს, მაგრამ ახლა ეს სიცივე პირადად მას ეხებოდა და გრძნობდა, როგორ ეწურებოდა გული.

-დიახ, ბატონო კიმ._თვალები მოხუჭა წამით ღრმად ჩასუნთქებასთან ერთად._კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ?

-უკვე გითხარი, რომ ამის შემდეგ თავისუფალი ხარ._კომპანიის ავტომობილში ჩაჯდა კიმი და როცა უკვე ჯონგუკი უნდა მიჯდომოდა გვერდით, კარი დაკეტა._შემდეგს დაელოდე._ოდნავ ჩამოწეული ფანჯრიდან მიმართა. ავტომობილი დაიძრა.

აეროპორტის შესასვლელთან იდგა ჯონგუკი. ცოტა გაკვირვებული უფროსის ქმედებით. ეს უფრო ბავშვური იყო, ვიდრე მას შეეფერებოდა. სწორედ ისეთი, სასურველს რომ ვერ მიიღებს პატარა და შემდეგ ცდილობს, რაღაცით დაგანახოს რომ აწყენინე.
დამნაშავე იყო და ამას ყოველ წამს გაუმეორებდა თავს, მაგრამ ეს ხომ კიმმა არ იცოდა. ამიტომ არ შეეძლო აეხსნა, რატომ იქცეოდა თეჰიონი ასე.
რას მოითხოვდა მისგან? როგორც ხვდებოდა, წინა ღამიდან ყველაფერი კარგად ახსოვდა ალფას, მართლა რომ დაეშვა და რამე მომხდარიყო მათ შორის, როგორ გაგრძელდებოდა მათი ურთიერთობა.

¤mark on the ear¤Where stories live. Discover now