23. მხოლოდ შენი ვარ.

Start from the beginning
                                    

- გისმენ, რა თქმა უნდა. ყველაფერი იქნება ისე, როგორც შენ გსურს,- უღიმის, მაგრამ აღიარებს საკუთარ თავთან, რომ ვერაფერიც ვერ გაიგო.

* * *

- სიკვდილი მინდა,- ამოთქვამს გამწარებული, როდესაც ჯონგუკთან ერთად რიგში უწევს ჩადგომა ბილეთის გულისთვის.

- გინდა ერთად გადავხტეთ კლდიდან,- სთავაზობს უმცროსი, მაგრამ როდესაც საკუთარ ომეგას ხედავს ჯიმინთან ერთად როგორ მიირთმევს ბამბის ნაყინს - ჩერდება,- გადავიფიქრე, მარტო გადახტი თუ გინდა.

ბილეთს იღებს და უკან ბრუნდება, ნამჯუნიც მალევე ეწევა და ეშმაკის ბორბალზე ორ - ორად იკავებენ ადგილს.

- მართლა ეს არის ის, რაც გინდა?- ოხრავს ალფა და ხელს მის მხარზე ათავსებს, ჯიმინი კომფორტულად ეყრდნობა მკერდზე და ბამბის ნაყინს ალფასაც უნაწილებს.

- აშკარად არ მისმენდი მაშინ, როცა ამაზე ვსაუბრობდი,- ტუჩებს კუმავს.

- შენი სილამაზით ვტკბებოდი,- იღიმის საყვარლად,- ნუ გამინაწყენდები.

ჯიმინს არ შეუძლია გაუბრაზდეს ამ ღიმილის გამო. ნამჯუნმა დაიზეპირა, მსგავსად გაუღიმებს და ომეგაც დუმდება, ვეღარც უბრაზდება და ვერც მკაცრ სიტყვას ეუბნება.

- სახლში რომ წავალთ, რაღაც უნდა გითხრა,- ლოყაზე ჩქმეტს ქმარს და ეშმაკის ბორბლიდან გადმოდის.

სავახშმოდ პატარა რესტორანში მიდიან, იუნგი ღიმილიანი სახით მიირთმევს სასურველ კერძს, ნამჯუნი კი ვეღარ უძლებს ჯიმინის მსგავსს თვალებს და საკუთრი ხელით ცვლის მათ თეფშებს. მიუხედავად იმისა, რომ პაკმა თავიდანვე უარი თქვა ქათმის ხორცზე, ვეღარ გაუძლო ნამჯუნის მადიანად ჭამას, სამაგიეროდ, ყოველი ლუკმის მერე ქმარსაც უნაწილებდა.

მანქანაში ჯდომისას ლამის ჩაეძინა, საკუთარი თავი ძლივს გამოაფხიზლა. ალფის თითებს ჩაებღაუჭა და მანამ არ მოსცილდა, სანამ სახლამდე არ მივიდნენ. ხელში აყვანის ნება არ მისცა, ამიტომ საკუთარი ნებით შევიდა ეზოში. ჩუმად შეაბიჯა სახლში, ისე, თითქოს არავის გაღვიძება არ სურდა. სითბო მაშინვე მოხვდა სხეულზე. დაღლილი დაჯდა დივანზე, ხელი გვერდით დაატყაპუნა და  ნამჯუნი იხმო. შემდეგ კი თავი მის კალთაში ჩადო.

REVENGE - MinJoonWhere stories live. Discover now