23

161 35 57
                                    

BE true to WHO you ARE

* * *

ჯელენა ჰარის წინ იდგა პლატფორმაზე, ხელები განზე ჰქონდა გაშლილი და სივრცეს გაჰყურებდა ფანჯრიდან.
-ცოტა მოგიმატებია წონაში.-ჰარიმ ხითხითით უკარნახა მინ სუს ჯელენას პარამეტრები და ქინძისთავები ტუჩებს შორის მოიქცია. ნაჭერი, რომელიც ჯელენას მომავალი კაბა უნდა ყოფილიყო მეთ გალასთვის ჰარი შვილივით ეფოფინება. ქინძისთავებით ამაგრებს საყელოებს, მაჯებს, სწრაფი შესწორებები შეაქვს კაბის ჩანახატზე, ფანქარს ხან ზევით ხანაც ვერტიკალში უსვამდა. მინ სუს დააბარა მაქმანები მოეტანა და მანამდე ჯელემა გაანთავისუფლა მჩხვლეტავი ნემსებისგან.
-არ ვიცი ამას უნდა გეუბნებოდე თუ არა, მაგრამ...-ჰარიმ ნაცრისფერი კოსტუმის ჯიბეებში დაიწყო ქექვა. -ჩვენ რაღაცნაირად ნათესავები ვართ, რახან მე ნათლია ვარ... ვიფიქრე... ღმერთო როგორ ვღელავ.-ჰარიმ შუბლიდან თმა გადაიწია და ჯელენას შავი კოლოფი უჩვენა. -ლუის ხელი უნდა ვთხოვო.-ჩაახველა. ჯელენამ გულწრფელად გაიღიმა და ჰარის მხარზე დაარტყა.
-მიხარია ამას, ოდესღაც, რომ აკეთებ. თქვენ ორნი იდეალურები ხართ ერთად.-ჯელენამ თბილი ღიმილით დახედა საქორწინო ბეჭედს.
-მალე შენი სიხარულიც მინდა გავიგო.-ჰარიმ წარბები აათამაშა, რაზეც ჯელენას ლოყები შეეფარკლა. -ასეც ვიცოდი! მომიყევი!-ჰარი პლატფორმაზე ჩამოჯდა და იდაყვები მუხლებზე ჩამოაყრდნო.
-მოსაყოლი არაფერია ჰარი.-ჯელენამ მობეზრებით თქვა.
-მოსაყოლი იმაზე მეტია ვიდრე ვფიქრობ! პომიდორივით წიღელი ხარ!-ჰარიმ გაიცინა.
-ვფიქრობ... იმის ცოდნაც საკმარისი იქნება შენთვის, რომ მასთან დავვახლოვდი.-ჯელენამ წარბები აქაჩა.
-პაემანი გქონდათ? მითხარი! მომიყევი ყველაფერი!-
-არა პაემანი არ გვქონია.-ხმა დაიდაბლა ჯელენამ. -ჩვენ...ჩვენ უბრალოდ რამოდენიმეჯერ ერთად დავრჩით.-
-შენ მასთან გეძინა!-ჰარიმ ჩვეილებრივად თქვა მაგრამ ჯელენას სუნთქვა გაუხშირდა და სისხლი სახეზე მოაწვა.
-ჩვენ...-ამოიწრიპინა.
-დაწყნარდი ძვირფასო ეს ბუნებრივიცაა... თქვენ... თქვენ ისეთი კარგები ხართ ერთად. რამდენი ხანია რაც ერთმანეთს იცნობთ? ხუთი თვე? ექვსი? ერთმანეთს ავსებთ!-ჰარიმ გულწრფელი ღიმილი დაანახა ქალს. ჯელენას ესიამოვნა ამ სიტყვების გაგება კაცისგან, რომელიც მისი ერთადერთი მეგობარი იყო... და ზეინის მერე ის ვინც მას ყავდა.

TiO [Z.M.] (completed)Where stories live. Discover now