6

143 29 50
                                    

პატარავ შენ გაანათე ჩემი სამყარო ისე როგორც არავინ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

პატარავ შენ გაანათე ჩემი სამყარო ისე როგორც არავინ.

* * *

ჯელენამ მთელი ერთი კვირა იფიქრა ზეინ მალიკის წინადადებაზე. ლოცვას გულს ვეღარ უდებდა და კარმენშიც გონებაგაფანტული აკეთებდა საქმეს. იმ საღამოს, როდესაც სამსახური დაამთავრა ლოს-ანჯელესის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შევიდა, რათა კომპიუტერით ესარგებლა. დაიწყო ძიებები მოდელებზე და ზოგადად ზეინის კომპანიაზე. ბევრი ინფორმაცია ამოიღო. თვალებდაქანცული აშტერდებოდა ეკრანს და წვრილი შროფტით ლითხულობდა ზეინ მალიკის ბიოგრაფიას.
'ზეინ მალიკი ათეისტია'
წერდა ვიკიპედია და ამის გამო ჯელენა ადგა და ახალი ფაილით სიტყვა 'ათეისტს' დაუწყო ძიება.
-ათეიზმი ნიშნავს, როდესაც ნებისმიერი ღმერთის არსებობას უარყოფ.
წერდა ოქსფორდის განმარტებებათა ლექსიკონი.
ჯელენა გაკვირვებული იჯდა და კიდევ და კიდევ ამოწმებდა წანაკითხს. დასარწმუნებლად ინფორმაცია მშობლიურ ენაზე გადმოთარგმნა. აქაოდა იქნებ სიტყვები სწორად ვერ გავიგეო. მაგრამ სწორად ჰქონდა გაგებული და მის ინგლისურს არაფერი სჭირდა.
ზეინ მალიკი ღმერთს უარყოფდა.

როგორ შეიძლება უარყო ღმერთი? მან შეგვქმნა და ის ჩვენი ზეციური მამაა. ის გვაძლევს სარჩოს და თუ მის გზას არ ვადგავართ ისვე გვივლენს ტანჯვას. ჯელენა ამაზე ზეინს აუცილებლად ჰკითხავდა და გაკიცხავდა კიდეც.

TiO [Z.M.] (completed)Where stories live. Discover now