1

214 34 25
                                    

მოგებულია ომი, მაგრამ არა მშვიდობა.

* * *
-იცი ინგლისური? ლაპარაკი შეგიძლია? ჩემი გესმის?-თეთრხალათიანი ქალი ჯელენას თვალებში ანათებდა სანათურს და თან ათას უაზრო კითხავს უსვამდა რაზეც მას საუბარი არ სურდა.
-ვიცი ინგლისური.-ოხვრით პასუხობს და სკამზე უხერხულად იშმუშნება.
-რამე გაწუხებს? რაიმე სახის ტრაუმვა ხომ არ გაქვს? მითხრეს, რომ ნაღმი შენგან ძალიან ახლოს აფეთქდა. უნდა ვნახოთ რაიმე შინაგანი სისხლდენა ხომ არ გაქვს. თანაც ტომოგრაფიულ გამოკვლევაზეც უნდა შეგამოწმოთ.-ქალი არ ცხრება და ახლა უკვე მის ფილტვებს უსმენს.
-რა გქვია? გახსოვს შენი ვინაობა?-ფონეიდოსკოპს მუცელზე ადებს და თან ჯელენას აკვიდება.
-რათქმაუნდა მახსოვს. ჯელენა მქვია... ჯელენა ჰადიდი.-სწრაფად პასუხობს.
-კარგი ჯელენა, მე ექიმი სტოუნი ვარ.-უღიმის და მის წინ ჯდება. -მაინტერესებს შენი ასაკი და რაიმეზე თუ ხარ ალერგიული.-
-21 წლის ვარ.-ბუტბუტებს ჯელენა და ფანჯრისკენ იხედება საიდანაც მაღალი შენობების მეტი არაფერი მოჩანს. -მხოლოდ არაქისზე, მასზე მაქვს ალერგია.-
-გასაგებია. მითხარი აცრები ჩაგიტარეს შენს ქვეყანაში? უნდა ვიცოდე ეს ყველაფერი რომ სასწრაფო ზომები მივიღოთ.-ექიმი სტოუნი ენერგიულად ლაპარაკობს.
ჯელენა ჩადრს ისწორებს და კიდევ ერთხელ იშმუშნება სკამზე.
-არა არ ჩამტარებია აცრები, ჩვენს ქვეყანაში არ იყო კარგი სამედიცინო მომსახურება.-ბუტბუტებს დაბნეული და დამტვრეული ფრჩხილების წვალებას იწყებს.
-კარგი ძვირფასო, გასაებია.-ექიმი სლოუნი ჯელენას ხელს უთათუნებს და ფლიგელში გადის. ჯელენა ხვდება რომ სიწყნარე არ მოსწონს, ვითუმეტეს მაშინ როდესაც აპარატები საშინელ ხმებს გამოსცემენ და გულს უწუხებენ. თითებს ნელა დაასრიალებს მაგიდაზე და ცდილობს ყურადღება გადაიტანოს სხვა რამეზე...
ჯელენა მაგიდის ზედაპირზე ძველ, სისხლში გამჯდარ მელოდიას ამღერებს. თითებს ნელა აკაკუნებს თეთრ ზედაპირზე.

***
ჯელენას უკვე ნერვები ეშლება ბუზებივით დახვეულ ექთნებსა და სანიტრებზე, რომლებიც ისე იქცევიან თითქოს ეს-ესაა მკვდრეთით აღსდგა. ვენებში კათეტერები ჰქონდა შეყვანილი, რომლიდანაც მის სისხლში წვეთობით შედიოდა ვიტამინებით სავსე სითხე. ექიმი სლოუნის თქმით ეს ჯელენას დასუსტებული იმუნური სისტემისთვიდ კარგი და ხელსაყრელი იქნებოდა. კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ, რომლის გაკეთებისასაც ეგონა სადღაც შეიყვანეს სადაც რაღაც ბრუნავდა მის გარშემო აცრები გაუკეთეს. ახლა კი ეტლით მიაგორებენ ექოსკოპიის ოთახში, რათა მისი ორგანიზმი შეამოწმონ.
-ქალბატონო ჰადიდ, აქ დაიცადეთ სანამ ექიმი გრეჰემი არ მოვა და მოგხედავთ.-ექთანი მის ეტლს კაბინეტის წინ აჩერებს და ჰოლისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს.
ჯელენას წამლის სუნი და თეთრი ფილები უკვე მობეზრდა. თამამად შეუძლია თქვას რომ საავადმყოფო ეჯავრება, არც ექიმი სლოუნი მოუვიდა გულში და დარწმუნებულია არც ექიმი გრეჰემი მოსწონს. სინამდვილეში, ჯელენას არ უნდა აღიაროს, რომ სიამოვნებს თუ როგორ ზრუნავენ უცნობი ადამიანები მასზე, ისე თითქოს მათთვის ძვირფასია, როდესაც მისი მხოლოდ სახელი და გვარი იციან.
ერთი საათის შემდეგ ჯელენამ
უკვე მოასწრო ექოსკოპიის, კარდიოლოგიის და რენტგენოლოგიის კაბინეტების მონახულება ახლა კი მის პალატაში მისავათებული წევს და ძლივსღა ახელს თვალებს.
მის სისხლში არსებული წამლების მოქმედება თენთავს მას და აიძულებს თვალები მილულოს.

დაძაბულს ეღვიძება, ჯელენა მის გონებაში მჭიდროდ ჩაბეჭდილ მოგონებებს ვერაფერს უხერხებს. სიზმრები აფორიაქებენ... კივიან ხალხი... კივიან სიმწრისაგან და ტკივილისგან... ის კი ვერ ეხმარება... სული უფორიაქდება იმის გააზრების გამო რომ ვერც სიზმარში ვერ უშველა ვერავის... ვერ შეცვალა წარსული...

ომი არასდროს ყოფილა მარტოვი. ის მკვლელია, მას თავს რთულად თუ დააღწევ. და თუ გადარჩი, კვალს ღრმად ტოვებს გონებაში.

TiO [Z.M.] (completed)Where stories live. Discover now