15

152 33 27
                                    

Lips so good
I forget my name

* * *

-ეს დედა ფუტკარია, მისთვის მუშაობს ყველა ფუტკარი.-ზეინმა ჯელენას დამცავი ბადიანი ქუდი ჩამოაფარა და თეთრი კომბინეზონი კისრამდე შეუკრა.
-რადგან ის დედოფალია, ამრავლებს მათ ერს ასე არაა? ეს კი მისი სამეფოა.-ჯელენამ სკას დახედა და მფრინავ ფუტკარს თვალი გააყოლა.
-ხელთათმანები გაიკეთე, რომ არ დაგკბინონ.-ზეინმა ღიმილით მიაწოდა ხელთათმანები და თავადაც გაიკეთა დიდი თეთრი ხელთათმანები მერე კი საკვამლე მოიმარჯვა. -ახლა კვამლს შევუშვებ სკაში, რომ ისინი დავაბრუო.-აუხსნა ინტერესით მომზირალ ჯელენას. ზეინმა კვამლით დააბრუა სკაში ბზულით მოფუსფუსე ფუტკრები და ფირფიტები ნელა ამოიღო. სწრაფად გაიხადა ერთი ხელთათმანი და ფიჭას ხელი დაუსვა. ახალთახალი, მუქი ყვითელი ფერის არომატული თაფლი მაშინვე გადმოვიდა ფიჭის ჭრილებიდან. ზეინ მალიკმა ჯელენას ანიშნა ბადე მოეხსნა და თითი, რომელიც თაფლით ჰქონდა დასვრილი ქალის ბაგეებისკენ წაიღო. ჯელენამ ტუჩებს შორის მოიქცია ტკბილი ნუგბარი და გაიბადრა.
-ზეინ, ისეთი არომატულია!-ენა ტუჩებზე გადაისვა ჯელენამ.
-ეს აკაცია და ბაღის ყვავილებია. ამ პერიოდში ცოტა შაქრიან წყალსაც ვასმევთ, რადგან ყვავილები მცირდება, მართალია სათბურში არის მაგრამ ფუტკრებს შიგნით შესვლა-გამოსვლა უჭირს.-ზეინმა ფირფიტები თასზე დააწყო და სკაში ახალი, გამოსუფთავებული ფირფიტები ჩაამაგრა. საბუდარას თავი დაახურა, და პატარა ბანკით შაქრიანი წყალი დაუმაგრა გარედან.
-შხამიანია?-ჯელენას თითზე დამჯდარი პატარა ფუთკარი აქეთ-იქეთ დადიოდა.
-არა ორსულადაა.-ზეინმა ღიმილით უთხრა რაზეც ჯელენას გაეცინა. ფუტკარი გაფრინდა და მაშინვე სკაში შეღოღდა.
-ზამთარში სკები სათბურში გადამაქვს, რომ დაამტვრიანონ ყვავილები და თაფლიც აწარმოონ, თან შესვლა-გამოსვლის პრობლემა აღარც აქვთ.-ზეინმა კომბინეზონი გაიხადა და ჯელენასაც დაეხმარა მის გახდაში. შემდეგ თასს ხელი მოჰკიდა და ქალთან ერთად გაუყვა სახლისკენ მიმავალ ბილიკს.
-ფუტკრები, ცხენები, ცხვრები, მაოცებ ზეინ მალიკ.-ჯელენას გაეღიმა.
-ბუნებასთან ურთიერთობა პატარაობიდანვე მომწონდა. სულ მინდოდა აგრონომიული ცოდნა მქონოდა მაგრამ დედაჩემმა ამის უფლება არ მომცა. შემდეგ ფერმა ვიყიდე, ხეებს ვუვლი, იშვიათი ჯიშის დეკორატიული ყვავილები მაქვს. როცა დრო მაქვს აქ ამოვდივარ, დანარჩენ დროს კი ფლორისტები უვლიან აქაურობას.-ზეინ მალიკმა ფიჭის ოთკუთხედი ნაჭერი ჩამოჭრა და ჯელენას გაუწოდა. თაფლით გაჟღენთილი ფიჭა საოცრად ტკბილი იყო.

TiO [Z.M.] (completed)Where stories live. Discover now