14

148 29 26
                                    

ერთი ნაბიჯით მისკენ...
ერთი ნაბიჯით ჩემსკენ...

* * *

ჯელენას ზეინ მალიკისგან შეტყობინება მიუვიდა. საღამო ხანი იყო. ჯელენა ჰარის ეხმარებოდა ნახაზების დაარქივებაში და თან ჰარი თავის თავზე რაღაცეებს უყვებოდა.
-ასეთი წარმატებული არ ვყოფილვარ ანგელოზო, მაგრამ დავისახე მიზანი და ახლა ხედავ? აქამდე მოვედი.-ჰარიმ ამაყად შეისწორა თხელი ბაფთა და ნახაზებით ერთი მთელი დასტა დიდ პაპკაში მოაქცია. <<2019>>

სწორედ ის დრო იყო ჯელენას ეკითხა რატომ ყრიდა ჰარი დახატულ ძველ პორტრეტებს, რომ სწორედ მაშინ გამოჩნდა ტექსტური შეტყობინება.

<<ზეინ მალიკი
-დაბლა, ფოიეში დამხვდი ჯელენა ჰადიდ. >>

ჯელენამ ჯერ ტექსტს დახედა მის ძველ ტელეფონზე, შემდეგ ჰარის გახედა, რომელიც ყუთში აწყობდა პაპკებს.
-წადი ძვირფასო, მე მივხედავ დანარჩენს. ისედაც ძალიან დაგტვირთე დღეს, მაგრამ მინდოდა გენახა, როგორ იცვლებოდა მოდა.-ჰარიმ წამით ამოხედა ჯელენას, პატარაზე გაუღიმა და კვლავ ყუთს მიუბრუნდა. ჯელენამ ჰარის კაბინეტი გამოხურა და ნელა გავიდა დერეფანში სადაც ლიფტი ეგულებოდა. ღმერთს ემადლიერებოდა, რომ ჰარის კაბინეტი მე-7 სართულზე იყო და დახუთულ კაფსულაში დიდხანს არ დაყოფდა. (რატომღაც ჯელენასთვის მმოძრავი კუბო უფრო იყო ვინმდრე სამგზავრო საშუალება.)

ზეინ მალიკი ფოიეში იდგა. შავი აწეწილი თმა, მრგვალი მზის სათვალეები (როდესაც შენობაში დაბურული მინები იყო) შინდისფერი შარვალი და ამავე ფერის პიჯაკი ემოსა. შინდისფერ პიჯაკზე, დარბაზის განათებებში ლამაზად ციალებდა შავი, მბზინავი თვლებით მორთული მამაკაცის გულმკერდთან დაბნეული ბროში. მოხდენილი ღიმილით აკვირდებოდა ზეინი მისკენ მომავალ ჯელენას. ნელა მოიხსნა სათვალე და გულის ჯიბეში ნაზად ჩაიცურა. მის თვალებში არსაიდან არეკლილი ცეცხლის ალები ჯელენას სულს აფორიაქებდა.

TiO [Z.M.] (completed)On viuen les histories. Descobreix ara