-მეგი... ჯანდაბა... -მომესმა ჰარის ხმა, რომელიც ჩემთან მოვარდა და ჩამიხუტა.

-მეისონი... ის...

-ის გათიშულია! -მითხრა და ხელში ამწია. ახლაღა გამახსენდა, რომ შიშველი ვიყავი.

-დამსვი! უნდა ჩავიცვა! -ჰარიმ საწოლზე დამსვა და ჩემი ჩანთიდან  ტანსაცმელი ამოიღო. მაშინვე ჩავიცვი და ჰარის შევხედე. რა საყვარელი იყო... მისი შეშინებული, აღელვებული თვალები კიდევ უფრო მიზიდავდა. სიტყვებს თავი ვერაფრით მოვუყარე...

-მადლობა, ჰარი... -ამოვღერღე ბოლოს და ფეხზე წამოვდექი -წავიდეთ აქედან... გთხოვ...

-კარგი. რა თქმა უნდა.

მან ჩემი ჩანთა აიღო და ოთახიდან ჩემთან ერთად გავიდა. მე მის მანქანაში ჩავჯექი. მთელი გზა ხმა არც ერთს ამოგვიღია. არც მიკითხავს, სად მივყავდი...

როცა დანიშნულების ადგილას მივედით, ჰარიმ მთხოვა, გადმოვსულიყავი.

-სად ვართ? -ვკითხე, როცა ერთ პატარა სანაპიროს მივადექით.

-ვერ ხედავ?!

--ხო... რა თქმა უნდა...

-ეს ადგილი მამშვიდებს. -თქვა და რიყეზე ჩამოჯდა -აქ მაშინ მოვდივარ, როცა ძალიან მოწყენილი ვარ...

-რატომ მეგონა, რომ მოწყენის შემთხვევაში კლუბებში იქარვებდი დარდს?

-ასეცაა, მაგრამ ვერც ერთი კლუბი უშველის ადამიანს, რომელიც ამქვეყნად მარტოა... და ვიფიქრე, იქნებ ამ ადგილმა შენც გიშველოს... -მე ცოტა ხანს ვუყურე ჰარის... მის მკვლელ თვალებს და ,,უცოდველ" სახეს ვეღარ გავუძელი და ჩავეხუტე... ჩავეხუტე ისე, რომ ეს ყოველგვარ კოცნას ჯობდა... ჩავეხუტე ისე, როგორც არასდროს არავის არ ჩავხუტებივარ... მინდოდა, გამეშვა, მაგრამ ხელები მას არ უშვებდა... სხეული გონებას აღარ ემორჩილებოდა... ბოლოს, როგორც იყო, მოვშორდი.

-შენ არ უნდა გიყვარდე! -თქვა ჰარიმ ხმადაბლა.

-რატომ? რატომ ხარ მუდამ იმ აზრზე, რომ არავის სიყვარულს იმსახურებ?!

-იმიტომ, რომ არ ვიმსახურებ! მე მკვლელი ვარ! ცხოვრების ერთადერთი სიყვარულის მკვლელი, გასაგებია?!

-რას გულისხმობ?

-ეს ვალენტინობას მოხდა... მას ლეა ერქვა... მინდოდა, სიურპრიზი მომეწყო მისთვის. მთვრალი ვიყავი და მანქანაში ძალით ჩავსვი... მთხოვდა, არ დავმჯდარიყავი საჭესთან, მაგრამ არ დავუჯერე... ჩვენ ავარიაში მოვყევით. მთელი თვე კომაში ვიყავი... როცა გამომეღვიძა, ლეა აღარ იყო... ციხიდან გირაოთი დამიხსნეს... ძველი ჰარი იმ ავარიაში მოკვდა... სამაგიეროდ, ახალი არარაობა დაიბადა! კიდევ ფიქრობ, რომ მე სიყვარულს ვიმსახურებ?! -მე დაბნეული ვიყავი. შევამჩნიე, რომ ჰარის თვალზე ცრემლი მოადგა და მას კიდევ მოვეხვიე...

-----------------------------------------------------------------------------------------------------აბა, რას ფიქრობთ? იმედია, მოგწონთ...

დღეს დაიდება შემდეგი და ბოლო თავი.

ყველას მადლობა, ვინც კითხულობთ


KILLER EYES(დასრულებული)Where stories live. Discover now