თავი 20

346 22 11
                                    

-მეისონ?! -ვთქვი აცახცახებულმა.

-რა იყო, არ მელოდი?! -თქვა და ჩაიცინა -ოუ, რა თქმა უნდა, არ ელოდი კაცს, რომელიც ორჯერ დაჭერი!

ბოლო სიტყვები ღრიალით წარმოთქვა.

-აქ რა გინდა?

-შენი აზრით?!

-წაეთრიე აქედან!

-კიდევ რამეს ხომ არ ინებებდით, პატარა ქალბატონო?! წავალ, რა თქმა უნდა... მაგრამ მას შემდეგ, რაც შურს ვიძიებ!

-ფეხებსაც ვერ მომჭამ! -ვუყვირე მე. ის მომიახლოვდა და თვალებში ჩამაშტერდა.

-პრინციპში, მართალი ხარ... რა უნდა დაგიშავო, როცა ასეთი მიმზიდველი ხარ... -დაიჩურჩულა და სახეზე ხელი მომითათუნა.

-წადი შენი! -ვთქვი და მისი ხელი მოვიშორე, მაგრამ მან ფანჯრის რაფიდან ჩამომაგდო და თავისკენ მიმიზიდა -გაეთრიე! მომაშორე ხელები!

ის არ მისმენდა და ხელებს მთელ სხეულზე მიფათურებდა.. მისი ყოველი შეხება გულს მირევდა! მძულს! მეზიზღება!.. მეისონს ხელი სუსტ ადგილას ამოვარტყი, რასაც მისი დამანჭვა და მრისხანება მოჰყვა.

-ძუკნა! -იყვირა მან.

-მომშორდი, გარეწარო! -ვუყვირე მე და გასაქცევად მოვემზადე, მაგრამ ფეხში ხელი ჩამავლო და ძირს დამანარცხა. ზემოდან მომაჯდა და ტანსაცმლის შემოფხლეწა დამიწყო... მე მას ვურტყამდი... ვკაწრავდი... ვკბენდი კიდეც... მაგრამ, თითქოს, ვერც გრძნობდა!.. ძალა სულ გამომელია და მეც, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, მოვეშვი... აღარაფერს ჰქონდა აზრი ჩემთვის... აღარაფერი მადარდებდა... ვგრძნობდი, როგორ ეუფლებოდა ეს ჩემთვის საძულველი არსება ჩემს სხეულს და ტირილის გარდა აღარაფერი შემეძლო... ყველაფერი დაბურულად მესმოდა, მაგრამ გავიგე, როგორ გაიღო კარი კიდევ ერთხელ... ვიღაც ოთახში შემოვარდა და მეისონი ჩემს სხეულს მოაშორა... მესმოდა, როგორ უყვიროდა... აგინებდა... დარტყმის ხმებიც მესმოდა!.. თავად ფეხზე ადგომის ძალაც არ შემწევდა... დაცემის ხმა გავიგე და ამის შემდეგ სიჩუმე ჩამოწვა...

KILLER EYES(დასრულებული)Where stories live. Discover now