თავი 1

583 19 4
                                    

-მორჩა! აქედან მივდივარ! -ვიყვირე და ჩემს ოთახში შევვარდი. ზურგჩანთა ავიღე და ტანსაცმლის ჩალაგება, უფრო სწორად, ჩაყრა დავიწყე. ბევრი არც არაფერი იყო, ამიტომ მალე მოვრჩი, ავიღე ტელეფონი, ყურსასმენები და გარეთ, კოკისპირულ წვიმაში გავვარდი...

ხო, მართლა, მე მეგი ლინდემენი ვარ! თექვსმეტი წლის ისე რა ლამაზი გოგო შავი თმით, თაფლისფერი თვალებით და ღია ფერის კანით... არ ვწუწუნებ, მაგრამ უბედური ცხოვრებით: შვიდი წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. დედა მალე სხვა კაცს, მეისონ ლინდემენს გაჰყვა ცოლად, რომელიც საშინელი ადამიანი იყო... ჩემი ბედნიერება წამში შეიცვალა... დედა ღამის კლუბში მუშაობდა და მთელი თავისი შემოსავლით ალკოჰოლურ სასმელს ყიდულობდა; მეისონი მთელი დღე გასული იყო, მაგრამ არ ვიცი, სად, შინ გვიან ბრუნდებოდა... მე კი პატარაობაში მათხოვრობას მაიძულებდნენ! თავიდან ჩემთვის იმეტებდნენ წყალობას, მაგრამ როცა მოვიზარდე, ზედაც არავინ მიყურებდა! შემდეგ ქურდობას მივეჩვიე და საკმაოდ კარგი ჯიბის ქურდიც გავხდი... საჩემო ფულს ვშოულობდი, მაგრამ დედაჩემს და მეისონს ამას არ ვუმხელდი...

ჩემი მდგომარეობის შესახებ სკოლაში თითქმის ყველამ იცოდა და ჩემთან არავინ მეგობრობდა. ისე იქცეოდნენ, თითქოს ყველასთვის საფრთხეს წარმოვადგენდი... ჩემთვის ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იყო ქცეული...

სასწავლო წელი დამთავრდა და არდადეგების პირველი დღეც ჩამშხამდა! სახლში მივედი და იქ მხოლოდ მეისონი დამხვდა, მთვრალს ჰგავდა.

-სად იყავი? -მკითხა უხეშად. მე პასუხი არ გავეცი და ჩემი ოთახისკენ წავედი, მაგრამ ის წინ გადამიდგა -მე რაღაც გკითხე!

-გავიგე! -ვუთხარი მეც უხეშად და წასვლა ვცადე.

-რატომ მაღიზიანებ?!

-სკოლაში ვიყავი... -ამოვიდუდღუნე და ისევ ვცადე წასვლა, მაგრამ მეისონმა ხელი დამიჭირა. თავისკენ მიმიზიდა და ხელი წელზე შემომხვია.

-მომშორდი! -ვიკივლე და წიხლი დავარტყი, მაგრამ მან მაინც არ გამიშვა... ამ დროს კი... ამ დროს ოთახში დედაჩემი შემოვიდა...

-თქვენ... თქვენ... -დაიწყო, მაგრამ ვერაფერი თქვა -მეგი...

-მორჩა! აქედან მივდივარ! -ვიყვირე და ჩემს ოთახში შევვარდი...

მოკლედ, ყველაფერი ასე მოხდა... მე მივდიოდი საშინელ წვიმაში და წარმოდგენა არ მქონდა, სად! ეს წვიმაც ჩემს ჯიბრზე დაიწყო! ლოს-ანჯელესი, სადაც თითქმის არც წვიმს, ახლა წარღვნას მიჰქონდა!... მე კი ნელი ნაბიჯით მივდიოდი... მივდიოდი და სულმოუთქმელად ვტიროდი... სხვა რა უნდა მექნა?! სხვა რაღა დამრჩენოდა?!

ქუჩაში ხალხიც კი არ იყო... მხოლოდ აქა-იქ ჩანდნენ ადამიანები, რომლებიც სადღაც მიიჩქაროდნენ... ქუჩის გადაკვეთა მოვინდომე... გზაზე გადავდიოდი, როცა... სიგნალის ხმა გავიგე და მანქანის სინათლე დავინახე... მანქანის მძღოლმა დამუხრუჭება სცადა...

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

აბაა, როგორია? იმედია, მოგწონთ... რავიცი, როგორც გითხარით ეს სულ პირველი ფიკია და შეიძლება ცოტა სისულელეც, მაგრამ დამაინტერესდა, რამდენი წაიკითხავდა...

ნუუ, ველი თქვენს შეფასებას, ვარგა რომ დადება გავაგრძელო თუ სხვა დავიწყო?


KILLER EYES(დასრულებული)Where stories live. Discover now