თავი 11

388 21 7
                                    

ოთახში კარები ჩავკეტე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და აქეთ-იქით სიარული დავიწყე.

-თავი ვინ ჰგონია?! -ჩემს თავს ველაპარაკებოდი -როგორც უნდა, ისე უნდა მოიქცეს?! არავითარ შემთხვევაში! ესე იგი, სათამაშო კახპები აღარ ჰყავს და მე მომადგა! მე სხვებს არ ვგავარ! მისი საკუთრება არ ვარ! არ მივცემ საშუალებას! არა! არა! მძულს! მეზიზღება! -ბოლო სიტყვები დავიყვირე და კარს ბალიში მთელი ძალით ვესროლე... ახლაღა შევამჩნიე, რომ იქ ვიღაც იდგა და როგორც კი ბალიში ვისროლე, კარი მიიხურა. მაშინვე კარს ვეტაკე და როცა გავაღე, ნაილი შემრჩა.

-აჯობებს, სხვა დროს შემოვიდე, ხომ?! -იკითხა გულუბრყვილოდ.

-ნაილ? აქ რა გინდა? დიდი ხანია, აქ ხარ?..

-არც ისე... გავიგე, რომ იყვირე, მძულსო და რაღაც მესროლე...

-ბალიში... კარგი....

-აქ იმიტომ მოვედი, რომ დანარჩენები დაბლა არიან და შენც ჩამოდი... ასე ნუ მიყურებ, თუ არ გინდა, არ ჩაგეძიები, რატომ ხარ ასეთ ხასიათზე...

-იცი, ძალიან კარგი ხარ! -ვუთხარი გულწრფელად და გავიღიმე -კარგი, ჩამოვალ.

ყველა მისაღებში იყო. კიდევ რამდენიმე დამატებოდათ... კენდალი არ იყო, სანაცვლოდ, ორი გოგო იყო, დანარჩენები კი ლიამი, ზეინი, ლუი( ჰარის კიდევ ერთი მეგობარი) და ჰარი იყვნენ. როცა ჩავედით, ჰარიმ ცინიკურად შემომხედა და ისევ დანარჩენებს მიუბრუნდა.

-ეს ვინაა? -იკითხა ქერა გოგომ და ზეინს გახედა.

-ეს მეგია! -უპასუხა ნაილმა -მეგი, ეს ჯიჯია, ეს კი სელენა.

-კარგი, მეგი, სთუმზე რას იტყვი?! -მკითხა სელენამ პირდაპირ.

-რატომაც არა?! -ვუთხარი და მეც მათთან დავჯექი.

თამაში დავიწყეთ. პირველად ნაილს ლუი ამოუვიდა და ლუის ერთი სუფრის კოვზი მარილის ჭამა მოუწია. მისი სახე უნდა გენახათ... საწყალი... შემდეგ, სელენამ ლიამს მაკიაჟი გაუკეთა და ფოტო ინსტაგრამზე გამოჭიმა... ჯიჯის ზეინმა თავზე რძე გადაასხა და დაბანის უფლება არ მისცა... ბოთლი დატრიალდა და...

KILLER EYES(დასრულებული)Where stories live. Discover now