თავი 5

401 16 8
                                    

კენდალი თუ ის ვიღაც ჯანდაბა თმებში მეცა და მითრია. ჯერ მხოლოდ თავის დაცვას ვცდილობდი, მაგრამ, როცა მისმა ბრჭყალმა ტუჩი გამიხეთქა, მაშინ უკვე გავმწარდი და... ჯერ მუხლი დავარტყი მუცელში, შემდეგ იდაყვი ცხვირში, რაც საკმარისი გახდა მის გასათიშად და არავის რეაქციას დავლოდებივარ, პირდაპირ საპირფარეშოსკენ წავედი...

სარკეში ჩავიხედე. ტუჩიდან სისხლი მოჟონავდა... ჯანდაბა, სისხლი! პატარაობიდან მოყოლებული, სისხლის შიში მქონდა. ახლაც, ამის დანახვაზე, სუნთქვა გამიხშირდა და თვალები ამიჭრიალდა... ნიჟარას დავეყრდენი, რომ არ წავქცეულიყავი...

-ასე ჩხუბი სად ისწავლე?! -მომესმა ჰარის ხმა.

-რა ჩხუბი?! ამას ჩხუბს ეძახი?!

-არა, მაგრამ გეტყობოდა, რომ იცი!

-იცი რა, ეს შენი საქმე არაა... და კიდევ... წეღან იმიტომ მეცეკვე, რომ ის ძუკნა გეეჭვიანებინა?!

-აბა, რა გეგონა?!

-არაფერი... უბრალოდ... ხომ ხედავ, შენს გამო რა დამემართა?! რატომ არასდროს ფიქრობ, რას იგრძნობს სხვა?...

-მხოლოდ ტუჩი გაქვს გახეთქილი, ნუ შექმნი ახლა ტრაგედიას!

-არ მესმის, როგორ შეგიძლია, იყო ასეთი ეგოისტი, უნამუსო და უგულო ადამიანი?! ახლაც კი, არ გაინტერესებს, რას გრძნობს, თუნდაც, კენდალი, რომელიც შენს გამო გათიშულია, ან... ან მე... რომელსაც... -თავბრუ დამესხა და წავბორძიკდი.

-რა გჭირს?

-არაფერი... ან შენ რა გენაღვლება... -პირიდან სისხლი მოვიშორე, მაგრამ ამის დანახვაზე კანკალი დამეწყო -არც ის გენაღვლება, შენი სიტყვები ვინმეს გულს ატკენს თუ არა...

-ცუდად ხარ?! -იკითხა და ნაბიჯი წინ წამოდგა.

-შემეშვი! -შევძახე, უფრო სწორად, ძლივს ამოვთქვი და წასვლა ვცადე, მაგრამ ნაბიჯი ამერია...  ვიგრძენი, როგორ გამომეცალა ფეხქვეშ მიწა და ვიცოდი, დავეცემოდი, მაგრამ ჰარიმ დამიჭირა...

-ჰეი, რა ჯანდაბა გჭირს... -სახეზე წყლის წვეთები ვიგრძენი. თანდათან გონებაზე მოვედი და მალე ყველაფერი ჩვეულებრივ დავინახე. მაშინვე მოვშორდი ჰარის და გასასვლელისკენ წავედი.

 ეგრევე ერთ ბიჭს დავეტაკე და საცეკვაოდ გავათრიე. რატომ, თავადაც არ ვიცოდი.

-ეს ვინაა? -მომესმა ჰარის ხმა. იცინოდა...

-ეს... ეს ჩემი ახალი შეყვარებულია! -დავახეთქე. ალბათ, ჩემმა შინაგანმა მემ თავი გამოილაყა  ხელის შემორტყმით! ჰარი კი კინაღამ გაიგუდა სიცილით. ღმერთო, ამას რაღა აცინებდა?!

-ლიამ, არ მეგონა, შავგვრემნები თუ მოგწონდა...

-თქვენ... ერთმანეთს იცნობთ...

-იმაზე უკეთ, ვიდრე მე და შენ! -მითხრა ლიამმა და მანაც გაიცინა. ჩემი იღბლის...

-ამაღამ სად რჩები? -მკითხა ჰარიმ -ოღონდ არ მითხრა, რომ ლიამთან...

-რაში გაინტერესებს?

-არ მაინტერესებს! უბრალოდ, ვფიქრობ, ჩემი ,,ტკბილი დაიკო" უშენოდ სახლში არ შემიშვებს!

-ძალიან კარგი. მაშინ საცხოვრებლის ძებნა უნდა დაიწყო!

-მერწმუნე, ეს მე არ გამიჭირდება, ამიტომ, გირჩევ, წამოხვიდე! იცოდე, მეტად აღარ გთხოვ...

-თუ არც მთხოვ, რაა! -ვთქვი და წავედი. როცა გავედი, ჯიბიდან ჰარის ოქროს საათი ამოვიღე, რომელიც ცეკვისას მოვპარე და ხელში ავათამაშე...

-----------------------------------------------------------------------------------------------------

დადაამ ესეც მეხუთე თავიიი

რას იტყვით, ვარგა? 

ნუუ იმედია მოგწონთ... 

მოკლედ შეიძლება ამ კვირაშიც ვერ მოვახერხო დადება(ვიმეორებ, შეიძლება, დაზუსტებით არვამბობ) ხოო თან ძაან პატარა თავი იყო ეს და არ ჩამკლათ რაა... ვეცდები, როგორც კი მოვახერხებ, დავდო, თუარადა შაბათს უეჭველი იქნება!!!

ხოო და კიდევ... ამისწინ, ვკითხულობდი ერთ ფიკს და ავტორს მიწერილი ჰქონდა იაქტიურეთ, თავს 40 ნახვაზე 10 ვოუთი რომ აქვს, რა აზრი აქვს დადებასო დაა... გამახსენდა ჩემი წინა მოთხრობა, რომლის რამდენიმე თავს 150 ნახვა და 9 ვოუთი აქვს. 

და რატომ ვამბობ ამას, უბრალოდ, გთხოვთ, იაქტიურეთ და რომ წაიკითხავთ ბარემ მიავოუთეთ ხოლმე რაა...



KILLER EYES(დასრულებული)Where stories live. Discover now