თავი 15

349 21 2
                                    

-ეს სახლი უნდა გამაძარცვინო! -თქვა და გესლიანად ჩაიცინა.

-სულ გაგიჟდი?! ეს ჩემი მეგობრის სახლია!

-და კიდევ, თუ გაბედავ და ამას ვინმეს შეატყობინებ, ეს შენი დაქალი მოკვდება! ხომ იცი, ამის გაკეთება არ გამიჭირდება!

-არანორმალური ხარ!

-არჩევანი შენზეა. ან ვერასდროს მომიშორებ... ან, ჩემგან გათავისუფლდები, თუ ამ ერთი სახლის გაქურდვაში დამეხმარები... თუ მესამე ვარიანტს აირჩევ, რაც ჩემს მოტყუებას გულისხმობს, შენი დაქალი მოკვდება! მესამე ვარიანტიც კარგია... მაგრამ მეგობრის სიცოცხლეს ასე გარისკავ?! მოკლედ, ჩემი ჰუმანურობის გამო ცოტა დროს მოგცემ მოსაფიქრებლად. ხვალ ამ დროს მოვალ!

ეს თქვა და წავიდა.. მე კი მარტო დავრჩი. აუზთან ჩამოვჯექი და ცრემლებს გზა მივეცი...

-შენ რა, ტირი?! -მომესმა ბოხი ხმა. მაშინვე მოვიწმინდე ცრემლები და ჰარის გავხედე, რომელიც ჩემს უკან იდგა.

-არა.. არ ვტირი... უბრალოდ, თვალში რაღაც ჩამივარდა...

-ორივე თვალში, არა?! 

-რაში გაინტერესებს?! -ვუთხარი უხეშად.

-არ მაინტერესებს! -თქვა მან, მხრები აიჩეჩა და წასასვლელად გაბრუნდა. მე, არ ვიცი, რატომ, მაგრამ მისკენ გავქანდი და ჩავეხუტე. ალბათ, რა გაოცებული სახე ექნებოდა... ჩემსკენ მობრუნდა და გულში ჩამიკრა... მე ცრემლები გადმომცვივდა.

-მაპატიე... გთხოვ...

-რა გაპატიო?

-მე... არ ვიცი... უბრალოდ, მაპატიე...

-კარგი, დამშვიდდი... -მითხრა და თავზე მაკოცა... ცოტა ხანს ასე ვიყავი, შემდეგ კი ვიგრძენი, როგორ მომერია ძილი... ძილბურანში ვიყავი, როცა ვიგრძენი, რომ ძლიერმა მკლავებმა ამწია და სადღაც წამიყვანა...

...ტყეში ვართ... ის დღეა, როცა ლაშქრობაზე ვიყავით... აი... ჰარი წყალში მაგდებს... ვცდილობ, ამოვიდე, მაგრამ არ შემიძლია!.. ვიძირები... წყალქვეშ მეისონის ამაზრზენ სახეს ვხედავ... თავის ბოროტული სიცილით იცინის... ხელს მიჭერს და წყალში კიდევ უფრო ღრმად მითრევს!.. ვცდილობ, ვინმეს გავაგებინო, მაგრამ მშველელი არსად ჩანს... არა! გამიშვი! არა... არა...

თვალებს ჩემს საწოლში ვახელ... ერთიანად ოფლში ვცურავ... უცებ, კარი იღება და პირველი, რასაც ვხედავ, ეს ჰარის მწვანე თვალებია.

-რა მოგივიდა... რა გაყვირებდა...

-ვყვიროდი?!

-კი. ვიღაცას ეუბნებოდი, გამიშვიო!

-კარგად ვარ.. კოშმარი დამესიზმრა... ეს უბრალოდ კოშმარი იყო...

-დღეს რა გჭირს?!

-არაფერი... შეგიძლია, წახვიდე... ახლა კარგად ვარ...

-დარწმუნებული ხარ?

-კი.

-კარგი. -ჰარი ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა. შიში ისევ დამეუფლა... ჯანდაბა...

-ჰარი!.. ჰარი!.. -გავძახე მას და რადგან ჩემს გვერდით ოთახში იყო, ადვილად გაიგო.

-რა იყო? -კარში კვლავ გამოჩნდა მისი სახე.

-გთხოვ... არ წახვიდე.. მეშინია...

დავინახე, როგორ ჩაეღიმა და ჩემსკენ წამოვიდა. ჩემს გვერდით დაწვა და მკლავები მომხვია, მე კი თავი დავადე და კოშმარებისგან დაცულმა მშვიდად დავიძინე...

KILLER EYES(დასრულებული)Where stories live. Discover now