თავი 19

355 21 6
                                    

HARRY 'S P.O.V.

მეგის სიტყვებმა ჩემზე ზედმეტად იმოქმედა. საერთოდ, რატომ ჰქონდა სეთი მნიშვნელობა?! ძალიან ვატკინე გული... მის ოთახში ვიჯექი და ვფიქრობდი... შემდეგ, შემოვიდა და მითხრა, რომ შევუყვარდი! ეს შეცდომაა... არ უნდა შევყვარებოდი! ცოდოა ამისთვის... მისაღებში ჩავედი და ბარს მივუჯექი. არაყი დავისხი და დალევა დავიწყე... ცოტა ხანში ხმა გავიგე... ის დაბლა ჩამოდიოდა, ზურგჩანთა ეჭირა! მიდის?!

-მშვიდობით, ჰარი! -მომესმა მისი ტირილნარევი ხმა. ვიდრე რამეს ვიტყოდი, კარი გაიხურა და წავიდა! მერე რა? წავიდეს... რამდენი წასულა ასე, ვისაც... არა! მათ არ ვუყვარდი! მათთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მალე სხვა ბიჭთან გაიქარწყლებდნენ ,,დარდს"... ის მათ არ ჰგავს... ის მართალია... რა ვიყავი და რად ვიქეცი?! მის სიკვდილამდე კარგი ადამიანი ვიყავი... შემდეგ კი მკვლელი... მოძალადე... არამზადა ეგოისტი... ახლა არარაობა ვარ და მან სიმართლე დამანახა... არაადამიანი ვარ, რომელიც სხვების გრძნობებით თამაშობს! ის არ უნდა წავიდეს! მე ფეხზე წამოვხტი, მაგრამ არყის გამო დავბარბაცდი... ამას ყურადღება არ მივაქციე, გარეთ გავვარდი... მაგრამ ის იქ აღარ იყო! რა თქმა უნდა, ამდენ ხანს ჩემს მოსვლას ხომ არ დაელოდებოდა?! ვიპოვი... ვიპოვი და დავაბრუნებ! აუცილებლად დავაბრუნებ!..

MAGGIE 'S P.O.V.

ტაქსი გავაჩერე და სანაპიროსკენ წავედი. ცოტა ხნით ჩემს ქვაზე ვიჯექი, მაგრამ იქაურობამ დამშვიდების ნაცვლად, უფრო დამთრგუნა და წავედი. ფეხით ვიარე, მაგრამ მალე ესეც მომბეზრდა და ჩემთვის ნაცნობ სასტუნროში წავედი...

როცა ნომერში ავედი, მაშინვე მივწექი, მაგრამ არ დამძინებია... თავში უამრავი ფიქრი მერეოდა და ეს მოსვენებას მიკარგავდა... აქედან უნდა წავიდე! სადმე შორს... აქედან ძალიან შორს და ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო!

-ამ ფიქრებში ვიყავი, როცა ჩამეძინა კიდეც...

მეორე დილას გვიან გამეღვიძა. ადგომა საშინლად მეზარებოდა, მაგრამ სხვა გზა რა იყო, უნდა ავმდგარიყავი. გავემზადე და გარეთ გავედი... აქაც, არაფერი საინტერესო... ერთ მყუდრო კაფეში დავჯექი, ფანჯარასთან და სანამ შეკვეთა მოვიდოდა, გარეთ ყურება დავიწყე...

კაფიდანაც მალე გამოვედი. მთელი დღე ასე უაზროდ დავყიალობდი. სად არ ვიყავი, მაგრამ ადგილს მაინც ვერსად ვპოულობდი. ამ დროს ტელეფონმა დარეკა.

-ალო.

-თქვენ მეგი ბრძანდებით?! -მესმის ქალის ხმა.

-დიახ, რა ხდება?

-ლოს ანჯელესის ცენტრალური საავადმყოფოდან გიკავშირდებით... ჰარი სტაილსს ხომ არ იცნობთ?! მისგან გაშვებული ბოლო ზარი თქვენ გეკუთვნით... -მე ახლაღა დავხედე ტელეფონს. ჰარისგან შემოსული 24 ზარი იყო.

-გისმენთ... რა მოხდა? -ხმა ამიკანკალდა.

-ის ავარიაში მოყვა.

-ჯანდაბა! ახლავე მოვდივარ! -შევძახე და საავადმყოფოსკენ გავვარდი...

სადღაც ათ წუთში იქ ვიყავი. გავარკვიე, რომ ის 121-ე პალატაში იყო და მაშინვე შევედი. ეღვიძა... წამომჯდარი იყო. ავადმყოფს საერთოდ არ ჰგავდა! მხოლოდ სახეზე ჰქონდა რამდენიმე მსუბუქი ნაკაწრი.

-ინერვიულე, არა? -მკითხა და გაიღიმა.

-შენ... სულ გაგიჟდი?! მთვრალი მართავდი მანქანას?! საკუთარი თავი სულ არ გადარდებდა?!

-არა! არ მადარდებდა! ზარებზე რატომ არ მპასუხობდი?!

-კარგად ხარ?

-ხო.

-მაშინ, ნახვამდის!

-სად მიდიხარ?! მე მინდოდა... -მე აღარ მოვუსმინე, ისე გავვარდი და კარი გავიხურე...

როცა სასტუმროში დავბრუნდი, საშინლად დაღლილი ვიყავი. გარეთ წვიმდა და მე ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი გავყურებდი წვიმას. ამ წვეთებს ვერ ვგრძნობდი, მაგრამ მაინც მსიამოვნებდა... იქვე ჩამთვლიმა, მაგრამ კარის ხმამ გამომაფხიზლა...

-სერიოზულად, ჰარი?! კარი რომ ასე არ შემოგენგრია, მოკვდებოდი?! -დავიძახე ისე, რომ მისთვის არც შემიხედავს.

-ჰარი?! -მომესმა მკაცრი, ხრიანწიანი ხმა. ახლა კი გავიხედე გვერდით. ეს ჰარი არ იყო...

-მეისონ?!


KILLER EYES(დასრულებული)Where stories live. Discover now