თავი 2

473 18 7
                                    

-კარგად ხართ?! -მანქანიდან შეშინებული, ყავისფერთმიანი გოგო გადმოხტა.

-კი... კარგად ვარ... -ვთქვი დაბნეულმა, გულის სიღრმეში კი ვინატრე, რომ დამჯახებოდა და მოვეკალი...

-ძალიან ცუდად გამოიყურები... მართლა კარგად ხარ?

-კი, კი... ეს ჩემი პრობლემაა... ნუ გეშინია, შენი ბრალი არაა...

-და ამ ამინდში ასე რატომ დადიხარ?

-ბრალოდ, ვსეირნობ.

-ცუდად არ გამიგო, მაგრამ... მგონია, რომ სახლი არ გაქვს... თან ნამტირალევი სახე გაქვს... გინდა, ჩემთან წამოდი და ყველაფერი მომიყევი...

კეთილი გოგო იყო... უარის თქმას ვაპირებდი, მაგრამ სიცივემ, შიმშილმა და უარყოფითმა ემოციებმა თავისი გაიტანეს და მე დავთანხმდი. ის მანქანასთან დაბრუნდა და მეც გავყევი. ჩავსხედით და გზას გავუყევით...

...როცა სახლთან მივედით, საკმაოდ ბნელოდა... სიბნელეშიც გავარჩიე, რომ საკმაოდ მდიდრული სახლი იყო... მანქანაც ძვირფასი იყო და პატრონიც მდიდარს ჰგავდა... მაგრამ ახლა არაფრის თავი არ მქონდა...

სახლში რომ შევედით, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა... ასეთი ლამაზი სახლი მხოლოდ ფილმებში თუ მენახა!..

-გამოიცვალე და შემდეგ ვისაუბროთ. -მითხრა გოგონამ და ერთ-ერთ ოთახამდე მიმაცილა. შევედი და სასწრაფოდ გამოვიცვალე ტანსაცმელი, შემდეგ კი მისაღებში ჩავედი. სახლის პატრონსაც გამოეცვალა.

-პირველი, -დაიწყო მან -მე ჯემა სტაილსი ვარ! შენს სახელს ხომ არ მეტყოდი?

-მეგი ლინდემენი.

-კარგი, მომიყევი შენს შესახებ... -არ ვიცი, რა ზემოქმედებას ახდენდა იგი ჩემზე ისეთს, რომ გაუცნობიერებლად მოვუყევი ყველაფერი... -შეგიძლია, ჩემთან იცხოვრო, მაინც მარტო ვცხოვრობ, თუ ჩემს ძმას არ ჩავთვლით, რომელიც აქ თითქმის არასდროსაა...

-არა, მხოლოდ ამაღამ დავრჩები აქ...

-კარგი რაა... მაშინ, აქ მანამ დარჩი, სანამ სხვა სახლს იშოვი... ალბათ, იქ აღარ დაბრუნდები, ხომ ასეა?!

-იქ დაბრუნებას მირჩევნია, ქუჩაში ვიცხოვრო...

-რის უფლებასაც მე არ მოგცემ! -დაასრულა ჩემი სიტყვები ჯემამ- კარგი, ამაზე ხვალ ვისაუბროთ... ახლა კი, მგონი, დასვენება არ გაწყენდა! ხომ იცი, შენი ოთახი რომელია?!

-კი... კარგი, ძილი ნებისა! -ვუთხარი, გავუღიმე და ოთახში ავედი. ჩანთის ამოლაგება დამეზარა, ამიტომ პირდაპირ საცვლებით ჩავწექი საწოლში...

ღამით წყურვილმა გამაღვიძა... მაინც მომიწია ჩანთის ამოქექვა, რათა ხალათი ამეღო!.. შემოვიცვი და სამზარეულოში ჩავედი... წყალი დავლიე და ოთახში დავბრუნდი, ხალათი იქვე, იატაკზე დავაგდე და საწოლში ჩავწექი...

საბანი ჩავიხუტე, მაგრამ ვიგრძენი, რომ ეს საბანი არ იყო... ადამიანის სხეული ვიგრძენი... ხელი ავატარე და... 

სახე... 

თვალები... 

ტუჩები... ხელი ახლა ქვემოთ ჩავასრიალე...

ყელი... 

მკერდი... 

მუცელი... 

აშკარად ბიჭი იყო!.. რაღაც ამოილუღლუღა... ლამპა ავანთე და შევკივლე...

---------------------------------------------------------------------------------------------------

რავი როგორი თავია? ვიცი, პატარა თავები თან ძალიან, მაგრამ უკვე დაწერილია და ვეღარ ვუშველი... ისე, ნორმალურია?


KILLER EYES(დასრულებული)Where stories live. Discover now