თავი 4

399 17 11
                                    

მთელი დღე აქეთ-იქით დავბორიალობდი... არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. ცოტა ფულიც მოვაგროვე (ჩემი ,,მაღალანაზღაურებადი სამსახურით") და კაფეში შევედი. ჭამა რომ დავამთავრე, ზღვის სანაპიროზე წავედი და ჩემს ამოჩემებულ ლოდზე დავჯექი. ეს ლოდი რამდენიმე წელია, რაც აღმოვაჩინე და როცა მარტო ყოფნა მსურდა, სულ აქ მოვდიოდი...

დაღამებამდე იქ ვიყავი, შემდეგ კი გადავწყვიტე, ღამის კლუბში წავსულიყავი. წავედი კიდეც.

-შენი ასაკი? -მკითხა დაცვის წევრმა, როცა შესვლა ვცადე.

-21 - ვთქვი მტკიცედ და საკმაოდ დამაჯერებლად, მაგრამ მცველმა მაინც ეჭვის თვალით შემომხედა.
-პირადობა, თუ შეიძლება!
-ახლავე, -ვთქვი და ჩანთაში ქექვა დავიწყე, ცოტა ხანში კი შეწუხებულმა შევხედე -შინ დამრჩენია... პირადობის გარეშე არ შეიძლება? შიგნით მეგობარი მელოდება...
-ეს ხერხი უკვე მოძველდა!- მითხრა მცველმა ცივად -ვერ შეგიშვებთ, ასე რომ, შეგიძლია, წახვიდე.
-კი, მაგრამ.. მეგობარი მელოდება!
-არავინ გელიდება!
-ჩემთანაა! - მომესმა ნაცნობი ხმა. მივიხედე და... ეს ჰარი იყო -შემიშვებთ, თუ საბუთი გჭირდებათ?
-მისტერ სტაილს, შეგიძლიათ მიბრძანდეთ... ანუ... ისიც თქვენთანაა?! არ ვიცოდი, ბოდიშით...
-კარგი, არა უშავს. წამოდი, პატარავ- მომიბრუნდა და მხარზე ხელი დამადო გაყოლის ნიშნად. მეც როლი მოვირგე და ჰარის ისე გავყევი, თითქოს მისი რიგითი გასართობი ვყოფილიყავი. როგორც კი კლუბში შევედით, გაოცებულმა შევხედე.
-მრ. სტაილს?! -ვკითხე და წარბები ავზიდე.
-ხო, რა იყო?!
-ვინ ჯანდაბა ხარ?
-ჰარი სტაილსი, მეგონა, იცოდი.
-კარგი რა, მშვენივრად ხვდები, რას გეკითხები!
-კარგი, ხო.. ამ კლუბის მეპატრონე მამაჩემია... ჯემამ არ გითხრა?!
-რა?- შევყვირე უცებ, არც კი ვიცი, რატომ. რაღა ამ დებილის კლუბში მოვხვდი?! ყველაფერი ჩემს ჯიბრზე უნდა ხდებოდეს ამ ცხოვრებაში?!
-არ მეგონა, 21 წლის თუ უკვე იყავი...- შედარებით ხმადაბლა ვკითხე.
-19-ის ვარ, უბრალოდ, მე ყველაფერი მეპატიება!- თვალი ჩამიკრა და გაიღიმა.
ამ დროს ვიღაც ბიჭი მოგვიახლოვდა. შავი თმა, ლამაზი, თაფლისფერი თვალები და ხშირი, გრძელი წამწამები ჰქონდა... ვაღიარებ, უსაყვარლესი იყო.
-სად ხარ ამდენხანს?! -შესძახა, როგორც კი გაჩერდა.
-შენც გაგიმარჯოს, ზეინ!
-დავიხოცეთ შენი ლოდინით!
-ტვირთით მოვედი.- თქვა ჰარიმ და მე შემომხედა.ზეინმაც ახლა შემამჩნია.
-ეს ვიღაა? კენდალმა არ დაინახოს, თორემ...
-აუ ეგ ძუკნაც ყელში ამომივიდა რაა! რა მაგის ტრაკის საქმეა, ვისთან ერთად მოვალ! -თქვა ჰარიმ და დაიღრიჯა -ეს კი... ისაა... რომ გეუბნებოდი, ჯემამ მოათრია წუხელო!
ეს სიტყვები გულზე მწარედ მომხვდა. მინდოდა ჰარი მომეკლა. წამებით მომეკლა! შემომხედა, თითქოს ჩემი რეაქცია აინტერესებდა...
-კარგი, წავედით! -უთხრა ზეინმა და ჰარიც მას გაჰყვა...
ცოტა ხანს ერთ ადგილზე ვიდექი და ვფიქრობდი. რატომ მხვდებოდა ყველგან? მთელ დღეს მიშხამავდა! რატომ ვძულდი ასე, მე ხომ არაფერი დამიშავებია მისთვის?!..
სამაგიერო უნდა გადამეხადა, უნდა გამემწარებინა, მაგრამ... როგორ?
უეცრად, ვიღაცამ ხელი მტაცა და მოცეკვავე ხალხისკენ წამათრია.
-რა ჯანდ..
-უბრალოდ, მეცეკვე! -თქვა ჰარიმ ხმადაბლა და თავი შუბლზე დამადო- ხმა არ ამოიღო!
-ვითომ რატომ...
-ხომ გითხარი, ხმა არ ამოიღო მეთქი?!
ის იყო, მისთვის ხელი უნდა მეკრა, რომ, ვიღაცამ თმით მითრია. ამას ნამდვილად არ მოველოდი! ვიღაც შავგვრემანი კუდაბზიკა იყოა ყავისფერი თვალებით და თმით.
-შენ ვინ ჯანდაბა ხარ?! -ვიყვირე მე.
-შენ თვითონ ვინ ხარ?!- თქვა გაცეცხლებულმა -მეტად ჰარის აღარ გაეკარო, გესმის?!
-კენდალ, ძვირფასო, -დაიწყო ჰარიმ გამაღიზიანებელი პირფერობით -ჩვენ უბრალოდ ვცეკვავდით...
-რა მნიშვნელობა აქვს?! ჰარი, ნუთუ ვერ ხვდები, ის შენს ხელში ჩაგდებას ცდილობს...
-რა თქვი? შენი სიცოცხლე (ჰარიც და მართლა სიცოცხლეც) მაგრად მკიდია და გთხოვ, შემეშვი, სანამ ლამაზი ხარ! -ვუთხარი მე, რადგან მალე მოთმინების ფიალა ამევსებოდა და ეს კარგად მართლა არ დასრულდებოდა -პრობლემები უშენოდაც ბევრი მაქვს და ნუღარ დამიმატებ...
-ჰარი ჩემია!
-შენი იყოს, გითმობ. -შევძახე ბედნიერად და გავიცინე.
-მატყუარა ხარ!
-ჰარი, ამ შიზოფრენიკს როგორ უძლებ?!
-რა მიწოდეე?! -იყვირა და...
-------------‐------------------------------------------------------------------------
აბა რას იტყვით? არც ძაან დამიგვიანია მგონი😁🥰 ნუუ იმედია ჯერ კიდევ მოგწონთ და გაინტერესებთ😊
არ დაგავიწყდეთ დავოუთება და აზრის გამოხატვა

KILLER EYES(დასრულებული)Where stories live. Discover now