-სიმართლე თუ მოქმედება? -მკითხა ჰარიმ. ოღონდ ეს არა...

-მოქმედება... -ვთქვი უფრო იმიტომ, რომ სიმართლეს არავინ ამბობდა. თითქოს, ჰარისაც ეს უნდოდა, კმაყოფილმა გაიღიმა.

-თამაშის ბოლომდე ტანსაცმლის გარეშე იჯექი! -მას გაბრაზებულმა გავხედე, მაგრამ არ შემიმჩნევია, ტანსაცმელი გავიხადე და საცვლებით დავჯექი. ბოთლი ისევ დაატრიალეს. მე იმის იმედი მქონდა, რომ ჰარი ამომივიდოდა, მაგრამ...

-დღეს მთელი დღე ერთი ნაჭერი პიცა იმყოფინე! -უთხრა ლიამმა ნაილს.

-რა? ჩემი შიმშილით მოკვლა გინდა?!

-ადამიანი მშიერი შვიდი დღე ძლებს....

-ადამიანი, და არა მე!

-უნდა შეასრულო!

-კარგი... -თქვა ნაილმა ნაწყენმა და ერთი ამოიოხრა... კიდევ დაატრიალეს... არ მეღირსა... რამდენიმე დატრიალების სემდეგ კი, როგორც იქნა, ჰარი ამომივიდა.

-სიმართლე! -თქვა ჰარიმ და ნაგლად გაიღიმა. პირველი იყო, ვინც სიმართლე აირჩია! მინდოდა, გამემწარებინა, ამიტომ, ცოტა ხნით დავფიქრდი და მოვიფიქრე კიდეც!

-როგორ გარდაიცვალა შენი შეყვარებული? -ვკითხე ისევე ცინიკურად, როგორც თავად მიყურებდა ხოლმე. ჰარის სახეზე ღიმილი სეეყინა. მივხვდი, რომ მისი მტკივნეული ადგილი ვიპოვე. სახე სრულიად შეეცვალა, ცოტაც და აფეთქდებოდა... ერთიანად აკანკალდა, ფეხზე წამოხტა და შეჰყვირა.

--რა უფლებით ახსენებ მას?! -მიღრიალა მან -შენ ერთი რიგითი ძუკნა ხარ და მასზე საუბრის არანაირი უფლება არ გაქვს!

ეს თქვა და მეორე სართულზე ავარდა. ჩავიცვი და უკან გავედევნე.

-აჯობებს, მარტო იყოს... შენთვის აჯობებს... -მითხრა ზეინმა, მაგრამ მე ყურადღება არ მიმიქცევია... მისი ოთახისკენ გავწიე, კარი შევაღე და თავი ოდნავ შევყავი. ჰარი იქ იყო და ყველაფერს ლეწავდა. ბოლოს კი დაიჩოქა და თავი დახარა. რაღაცას ბუტბუტებდა... ყური კარგად დავუგდე.

KILLER EYES(დასრულებული)Where stories live. Discover now