22

1.2K 112 39
                                    


შენობიდან გამოსვლისას ქოლგა გავშალე და ვეცადე, რაც შემეძლო სწრაფად გადამეკვეთა ქუჩა და ავტობუსის გაჩერებისთვის თავი შემეფარებინა. როცა გაჩერებაზე კედელთან ავიტუზე, ქოლგა დავკეცე და დაველოდე. საშინლად დაღლილი ვიყავი და მიხაროდა, რომ კვირა იყო და საახალწლო არდადეგებიც დაიწყო და სკოლაში სიარულიც არ მომიწევდა.

მთელი დღე გაუჩერებლად წვიმდა, თუმცა, სულაც არ მიკვირდა. მალე გათოვდებოდა კიდეც. იანვარი ახლოვდება და მიკვირს, აქამდე რომ არ გათოვდა საერთოდ. წელს პირველად, ამდენი ხნის შემდეგ, ძალიან კარგი შობა მქონდა. აქამდე არასდროს აღვნიშნავდი, რადგან ჩემი ოჯახი დიდად მოყვრული არ იყო შობისა და ახალი წლის აღნიშვნის. ამიტომ, ძირითადად, ამ დღეს ვმუშაობდი ან უბრალოდ, სახლში ვიჯექი. ამ ბოლო წლების განმავლობაში, მით უმეტეს.

წლევნდელი შობა განსხვავებული იყო. სრულიად მოულოდნელად სოიონმა დამირეკა და მითხრა, რომ აუცილებლად უნდა გავსულიყავი მასთან, რადგან შობას მარტო არავინ ატარებსო და საღამოს ყველანი მათთან შევიკრიბეთ. თავიდან მეგონა, მხოლოდ მე, სოიონი და ჯინი ვიქნებოდით, რადგან არავის უხსენებია მთელი სამეგობრო ერთად თუ იკრიბებოდა. ამიტომ ძალიან ჩვეუებრივად წავედი, თითქოს მორიგი ჩვეულებრივი დღე ყოფილიყოს. თან იმ დღეს, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯონგუკი სტუდიაში მუშაობდა. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ახალი ალბომის გამოშვებას აპირებდა და არ ეცალა. როცა აზიის ტურს მორჩა, მაშინვე დაიწყეს ახალ ალბომზე მუშაობა.

როცა სოიონთან მივედი, სიმშვიდე იყო. მხოლოდ ჯინი იყო სახლში და მეც, როგორც შინაურმა, მაშინვე გავიკეთე ყავა და მისაღებში უზარმაზარი ნაძვის ხის გვერდით დადებულ სავარძელზე მოვკლათდი. უკვე საღამო იყო, სოიონი სამზარეულოში ტრიალებდა, თან მუსიკებს უსმენდა და ჯინს ელაპარაკებოდა. მალევე კარზე ზარი გაისმა და მთხოვა, მე გამეღო. როცა კარს მიღმა ნაცნობი სახეები დავინახე, ბედნიერებისგან, ყურებამდე გაღიმებული ვუყურებდი მათ. ყველანი აქ იყვნენ, მთელი სამეგობრო, ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ დროის განმავლობაში ასეთი მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის.

Paper Guns - J.JK. 🍂Where stories live. Discover now