9

1.4K 111 27
                                    


-არ შემიძლია! - ამოიოხრა ჯონგუკმა და მობილური გვერდით გადადო. დივნის საზურგეს მიეყრდნო, თავი უკან გადაწია და თვალები დახუჭა. ზუსტად მის გვერდით ვიწექი, ფეხები მუხლებზე მედო, თავი - ბალიშზე და მას ვაკვირდებოდი. მის სახლში ვიყავით და უკვე რამდენიმე წუთია, ერთსა და იმავე თემას განვიხილავდით.

-ჯონგუკ, - წამოვდექი და ხელი კისერში შევუცურე, თვალები ერთმანეთს გავუსწორეთ. - დღეს მამაშენის დაბადების დღეა და ერთადერთი საჩუქარი, რაც შეგიძლია გაუკეთო, მასთან დარეკვაა.

-არ შემიძლია, მია, უკვე დიდიხანია მასთან კონტაქტი არ მქონია. არამგონია ჩემი ხმის გაგონება გაუხარდეს.

-არც ერთ მშობელს არ აყენებს ცუდ ხასიათზე მისი შვილის ზარი, - ხელით მის თმას ვეთამაშებოდი. - მისმინე, მესმის, რომ შენზე გაბრაზებულია, იკამათეთ, როგორც ჩვეულებრივმა მამა-შვილმა, მაგრამ ისიც ხომ იტანჯება, ენატრები. დარწმუნებული ვარ, გაუხარდება შენთან ლაპარაკი.

-არ ვიცი, შეცდომა დავუშვი, მია, იმ დღეს მწყობრიდან გამოვედი და ყველაფერი ავურ-დავურიე, - სახე ხელებით დაიზილა. - საშინელი ადამიანი ვარ.

-ჯეიქეი, - ვაიძულე ჩემთვის შემოეხედა, მისი სახიდან ტკივილი ამოვიკითხე და ვფიცავ, მეც ვიგრძენი მასთან ერთად. - იცი, ადამიანები რით განვსხვავდებით სხვა ცოცხალი არსებებისგან? შეგვიძლია პატიება ვითხოვოთ. შეგვიძლია, შეცდომები დავუშვათ და მათი გამოსწორება ვცადოთ. ეს ჩვენი მოვალეოობაა, ადამიანად სწორედ ასე ყალიბდები. შეცდომებს ვუშვებთ, რათა განვვითარდეთ, რათა დავაფასოთ ის, რაც ადრე არ გვეგონა ასეთი მნიშვნელოვანი. სწორედ ასე მივიწევთ ცხოვრებაში წინ. ეს ადამიანური მოვალეობაა.

ხელი წელზე მომხვია და მიმიხუტა. ჩუმად უსმენდა ჩემს სიტყვებს და ვგრძნობდი, როგორ სწრაფად უცემდა გული.

-შეცდომა დაუშვი, რომელსაც ახლა ნანობ და ამისთვის პატიება უნდა ითხოვო, ჯონგუკ. დამიჯერე, უკვე სკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ მამაშენს წყენა გადასვლოდა. თანაც, დარწმუნებული ვარ ძალიან ენატრები და თუ ჯიუტი ვირივით ერთ ადგილას დგომას დააპირებ, დრო ძალიან სწრაფად გაივლის და მიხვდები, რომ უკვე ძალიან გვიანია. - ხელები წელზე ქონდა შემოხვეული, თავი კისერში ჩამალული, ხელებით თმებზე ვეთამაშებოდი და ვჩურჩულებდი. - ამიტომ ახლავე უნდა ადგე და დაურეკო, რომ ეს "ძალიან გვიანია" კარზე არ მოგადგეს.

Paper Guns - J.JK. 🍂Where stories live. Discover now