20

1.1K 97 31
                                    


ნელა მივუყვებოდით ქუჩებს და ვლაპრაკობდით დაუსრულებლად, სხვადასხვა თემაზე, რაც ენაზე მოგვადგებოდა, რამდენად სულელურიც არ უნდა ყოფილიყო. უკვე ღამის სამი საათი მაინც იქნებოდა, მაგრამ ოდნავადაც არ გვეძინებოდა. ჯონგუკის დიდი მოსაცმელი მქონდა მხრებზე შემოხვეული, ხოლო ჩემი ხელი, მისაში იყო ახლართული.

საღამოს ჯივუ და მისი მშობლები უკან დაბრუნდნენ, იუნჯუს ჭურჭლის დარეცხვაში დავეხმარე, სანამ ჯონგუკი მამამისს ესაუბრებოდა მისაღებში და როცა მოვრჩით და ჩვენც მათ შევუერთდით, ჯონგუკმა განაცხადა, სასეირნოდ წავიდეთო. კი გავაპროტესტე, არ მინდა, დაღლილი ვარ-მეთქი, მაგრამ წუწუნით მითხრა, ხომ იცი, დღისით არ შემიძლია გასეირნებაო და დედამისი დახმარებითაც დამითანხმა.

ახლა კი ერთ-ერთ ლამაზ ქუჩას მივუყვებით, რომელიც ლამპიონებითაა განათებული და შემოდგომის სურნელით ავსებული. დიდი ჭადრის ხეები ზევიდან დაგვყურებენ და ზოგჯერ ფოთლებსაც "გვესვრიან". მალევე გზაჯვარედინზე გავედით, რომელსაც შუაში  შუქნიშანი ჰქონდა, მაგრამ ქუჩაზე მანქანების ხმა არსაიდან ისმოდა. უკვე საკმაოდ გვიანიც კი იყო ამისთვის.

მაშინვე ერთი იდეა მომივიდა თავში. ხელი სწრაფად გავუშვი და გაღიმებული სახით გავედი შუა ქუჩაში. ჯონგუკი გაკვირვებული მიყურებდა, რას აკეთებსო. ქუჩას კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი და სწრაფად გავწექი მიწაზე, ზუსტად შუქნიშნის ქვევით, შუა გზაში და შუქნიშანს დავაკვირდი. ყოველთვის მინდოდა ეს გამეკეთებია, მაგრამ ამის საშუალება არსდროს მქონდა.

-რას აკეთებ? - გაღიმებული მიყურებდა, თუმცა სახეზევე ეტყობოდა ყველაფერს ხვდებოდა. რა თქმა უნდა, ეს გენიუალური ფილმი ვინ არ იცის?

-ვცდილობ, რამდენიმე წუთით რეიჩელ მაკადამსი გავხდე, - ჩავიცინე და შუქნიშანს ავხედე. ჯონგუკი, რა თქმა უნდა, მაშინვე გვერდით მომიწვა და გაღიმებული ახედა ცას, რომელიც უჩვეულოდ ბნელი იყო.

Paper Guns - J.JK. 🍂Where stories live. Discover now